უკრაინა უპრეცედენტო ენერგოკრიზისის პირისპირ

უკრაინა უპრეცედენტო ენერგოკრიზისის პირისპირ

უკრაინაში უპრეცედენტო ენერგოკრიზისა, მას შემდეგ, რაც ომის შედეგად განადგურებულ რეგიონებში დაკარგა ქვანახშირის უამრავი საბადო, გაზის რესურსები და რუსეთმა უარყო ის, როგორც სატრანზიტო ქვეყანა.

საერთაშორისო ენერგეტიკული ასოციაციის ანგარიშის მიხედვით, უკრაინა დიდი გამოწვევების წინაშეა – ის ერთდროულად დგას გეოპოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული და ენერგეტიკული კრიზისის წინაშე. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებამ სავალალო გავლენა იქონია უკრაინის შიდა ენერგიის წარმოებაზე. ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ნოვაკის განცხადებით, რუსეთი არ განაახლებს უკრაინასთან ტრანზიტულ კავშირებს, `გაზპრომი~ კი არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ ალტერნატიული მილსადენების დაბლოკვას. მათ შორის არის თურქეთის ხაზი, რომელმაც შესაძლოა, მთლიანად ჩაანაცვლოს „სასტიკად მოძველებული“ უკრაინული ინფრასტრუქტურა, რომელსაც სჭირდება დიდი ინვესტიციები, რათა გაუმკლავდეს მომავალში მცირე მოცულობის გაზის ტრანზიტს.

უკრაინა არის უდიდესი ტრანზიტული ქვეყანა მსოფლიოში. რუსული გაზის, დაახლოებით, 40% ევროპას მიეწოდება ზუსტად უკრაინის გავლით, შესაბამისად, მისი სტაბილურობა მნიშვნელოვანია ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. 2014 წელს, როდესაც ურთიერთობა დაიძაბა უკრაინა-რუსეთს შორის და კრემლის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პოზიციები დათმო, რუსეთმა გადაკეტა გაზის მიწოდების ყველა წყარო.

ტრანზიტი

ალექსეი მილერმა, რუსეთის “გაზპრომის” მმართველმა, მკაცრად გააფრთხილა ევროკავშირი, არ გამოიყენოს არანაირი ბერკეტი მოსკოვის გეგმების წინააღმდეგ. გეგმა კი გულისხმობს გაზის სხვა მარშრუტებით მიწოდებას ევროპაში. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ნოვაკის განცხადებით, უკრაინასთან კონტრაქტი 2009 წელს გააფორმა (2019 წლამდე გრძელდება), თუმცა, რუსეთი აღარ აპირებს გააგრძელოს არსებული შეთანხმება მისი ამოწურვის შემდგომ. უკრაინა ყოველწლიურად 75-85 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზით ამარაგებს ევროპას, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 60 მილიარდ კუბურ მეტრამდე დაეცა. მიზეზად სახელდება “გაზპრომის” მონოპოლიური პოლიტიკა, რის შედეგადაც მოხდა საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაცია. `გაზპრომმა~ შეამცირა უკრაინის ტრანზიტი 65%-ით. საფრანგეთს, გერმანიას, ბელგიას გაზი უკვე ნორდ სტრიმიდან მიეწოდება, რომელიც შედარებით დაბალ სატრანსპორტო ხარჯებს სთავაზობს ევროპას.

სამხედრო ზიანი

უკრაინას ქვანახშირის დიდი რესურსები აქვს, თუმცა, ქვანახშირის 300 საბადო სწორედ ომის მიერ განადგურებულ დონბასის რეგიონშია. აქ განხორციელებულმა სამხედრო ქმედებებმა უდიდესი ზიანი მიაყენა ენერგოსისტემას. ზუსტად ერთი წლის წინ, სანამ ენერგოკონფლიქტი დაიწყებოდა, 6000 ათასამდე ადამიანი დაიღუპა მაშინ, როდესაც აჯანყებულებმა გამოაცხადეს კიევისგან დამოუკიდებლობა. დასავლეთის თქმით, მათ აქვთ მტკიცებულება, რომ სწორედ რუსეთმა მოახდინა პროვოცირება ამ შეთქმულებისა, რუსეთმა მოამარაგა აჯანყებულები იარაღით და დამატებითი ძალით. სწორედ ეს იყო ერთგვარი მზადება, მოექციათ უკრაინა ენერგეტიკულ ბლოკადაში. ქვანახშირით მომარაგება დონბასიდან ცენტრალურ უკრაინაში შეწყდა 2014 წლის შუა რიცხვებში სატრანსპორტო კავშირების გაწყვეტის გამო. ეს უქმნის საფუძველს ძირითადი დონის შეუქცევად დაზიანებას მრეწველობის სექტორში. ამ ბრალდებას რუსული მხარე უარყოფს. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის თქმით კი, ნახშირის წარმოება 32%-ითაა შემცირებული. 2014 წელს შეინიშნებოდა ფუნდამენტური გარდატეხა უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაში, როდესაც გაზის იმპორტი 50% ზე დაბლა დაეცა.

საჭირო სტრატეგია

უკრაინის მთავრობამ აუცილებლად უნდა გადახედოს თავის ენერგეტიკულ სტრატეგიას, რომელიც დაიწერა კრიზისის გამწვავებამდე და მასში არ არის ნახსენები ის მეთოდები, რომლებიც გაზრდის ენერგომომარაგების უსაფრთხოებასა და ეფექტურობას.
„ენერგოეფექტურობას აქვს მრავალხმრივი უპირატესობა, მათ შორის სამუშაო ადგილების შექმნა და ჯანმრთელობის დაცვა“, – განაცხადა საერთაშორისო ენერგეტიკული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მარა ვან დერმა ბრიუსელის მოხსენებაზე. ახალი სტრატეგიის მეშვეობით, მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს ბუნებრივი აირის წარმოება და ყურადღება მიექცეს სხვა ენერგორესურსებს, ასევე, გაუმჯობესდეს პირობები, რომლებიც უზრუნველყოფს მეტი ინვესტიციებისა და სხვა მომწოდებლების მოძიებას. საჭიროა ენერგეტიკული სექტორის წახალისებაც. 2015 წელს უკრაინას მოუწევს მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილებები და გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

ნინი გელაშვილი

Leave a Reply

Menu Title