კახა კალაძე: შესაძლოა, 2 კვირის შემდეგ, აფხაზეთს ელექტროენერგია ვერ მივაწოდოთ

კახა კალაძე: შესაძლოა, 2 კვირის შემდეგ, აფხაზეთს ელექტროენერგია ვერ მივაწოდოთ

არის საშიშროება, იმისა, რომ აფხაზეთს, ელექტროენერგია ვერ მივაწოდოთ, – ამის შესახებ, ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ბიოგრაფიული ენციკლოპედიის “საქართველოს ენერგეტიკოსები” მეორე გამოცემის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ენგურჰესზე წყლის ნაკლებობა იყო და არ იყო წყლის ისეთი შემოდინება, როგორიც წლების განმავლობაში.

“ელექტროენერგიის დაახლოებით ორკვირიანი მარაგია და არის საშიშროება, იმისა, რომ აფხაზეთს ელეტქროენერგია ვერ მივაწოდოთ. ამის შესახებ ინფორმირებული არიან და ერთობლივად ვმუშაობთ, რათა ეს პრობლემა მოვაგვაროთ”, – განაცხადა კახა კალძემ.

წყარო: Ipress

Leave a Reply

Menu Title