სსე-მ მოლდოველ კოლეგებთან შეხვედრა გამართა

სსე-მ მოლდოველ კოლეგებთან შეხვედრა გამართა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათაო ოფისში მოლდოვეთის ელექტროენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოო გაერთიანების „მოლდელექტრიკა“ მაღალი რანგის წარმომადგენლების და სსე-ის ხელმძღვანელობის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე სსე-ის მენეჯმენტმა მოლდოველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა. მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ მათ კომპანიაში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები გააცნო და განვითარების ათწლიან გეგმაზე, ქვეყანაში ელექტროენერგიის ზრდის დინამიკაზე და გენერაციის ახალ წყაროებზე ისაუბრა. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანია განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა, ჩვენ უკვე შეგვიძლია კონსულტაციები გავუწიოთ ჩვენს უცხოელ კოლეგებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე ქვეყნის ენერგეტიკისთვის” – აღნიშნა სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.


„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, მე და ჩემმა კოლეგებმა უამრავი საჭირო ინფორმაცია მივიღეთ. ამ ეტაპზე, ჩვენი შეხვედრის მიზეზს განვითარების ათწლიანი გეგმის გაცნობა წარმოადგენდა, რომელიც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ასეთი წარმატებით შეიმუშავა. გვინდა გამოვიყენოთ სსე-ის გამოცდილება და ჩვენს კომპანიაშიც დავნერგოთ განვითარების გეგმა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ კიდევ არაერთხელ გვექნება სამუშაო შეხვედრების და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.“ განაცხადა კომპანია “მოლდელექტრიკა”-ს ელექტრული რეჟიმების დეპარტამენტის ხელმღვანელმა იური კაზაჩუმ.


ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ეროვნული სადისპეტჩეროც მოინახულეს.

Leave a Reply

Menu Title