2016 წლის იანვარში, გარდაბანში 3 მგვტ სიმძლავრის ბიო-თბოელექტროსადგურის აშენებასთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმებისამებრ, ქართულმა კომპანიამ, ალტ ენერჯიმ, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 2016 წლის სექტემბრისთვის უნდა დაასრულოს.
წინასწარი მონაცემებით, ბიო-თბოელექტროსადგურის წლიური გამომუშავება 25.9 მლნ.კვტ იქნება.
გარდაბნის ბიო-თბოსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 50% ექსპლუატაციაში გაშვებიდან პირველი 10 წლის მანძილზე ექსკლუზიურად ქართულ ბაზარზე დარჩება.
ბიო-თბოსადგური ელექტროენერგიას უმეტესწილად ბიომასისა და კომპოსტის წვის ხარჯზე გამოიმუშავებს.
წყარო: ენერგოპლატფორმა