აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწერება

ოფიციალური თბილისი ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეულ მილიონობით ლარს წელსაც ჩამოწერს.

2014-2015 წლებში ჩამოსაწერი ვალი ჯამში 56 მილიონამდეა.

მთავრობის განკარგულებით, გაწეული მომსახურებისთვის მიუღებელ თანხას, როგორც უმოქმედო ვალს, შპს „ენგურჰესი“,შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ჩამოწერენ.

კერძოდ, „ენგურჰესის“ უიმედო ვალი 2014 წელს 16 655 818,33 ლარი იყო, 2015 წელს 18 373 733,54 ლარი.

„ვარდნილჰესების კასკადის“ მიუღებელი თანხები 2014 წელს 3 153 223,88 ლარს, 2015 წელს 3 469 548,50 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, 2015 წელს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურებისთვის  მას ჯამში  14 213 660,29 ლარი უნდა მიეღო, თუმცა როგორც უიმედო ვალი ისიც ჩამოიწერება.

წყარო: Gbc.ge

Leave a Reply

Menu Title