ალტერნატიული ენერგიის უარყოფითი მხარეები

ალტერნატიული ენერგიის უარყოფითი მხარეები

მეცნიერების და ენერგეტიკის ტექნიკოსების მხრიდან საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე აქტიური მუშაობა მიდის ალტერნატიული ენერგიის წყაროების ასათვისებლად. ალტერნატიული ენერგიის მთავარი დანიშნულება ნავთობის და დედამიწის წიაღისეულზე დამოკიდებულების შემცირებაა. ბევრი პოზიტიური მხარეების მიუხედავად ალტერნატიულ ენერგიას ნეგატიური ეფექტებიც თან სდევს.

ალტერნატიული ენერგიის წყაროები მოიცავს მზის, ქარის, მოქცევის, ეთანოლის და წყალბადის ძალებს.

ეთანოლი გაზრდის საკვების ფასებს

სუბპროდუქტებიდან გამომუშავებული ეთანოლი, რომელიც ანაცვლებს საწვავი წიაღისეულის ძალას ავტომობილებისათვის, გაზრდის საკვების ღირებულებას გამომდინარე იქიდან, რომ  სიმინდის მარაგის დიდ ნაწილს გამოიყენებენ, არა პირუტყვის შესანახად, არამედ ეთანოლის საწარმოებლად.

„უარყოფითი“ სუფთა ენერგია

ძირითადად ალტერნატიული ენერგიის წყაროების მოპოვებისას (გარდა მზისა და ქარისა) გაცილებით დიდია დანახარჯები, ვიდრე შემოსავლები. ყველა არსებული წყარო სჭიროებს საწვავი წიაღისეულების წარმოებას, ასევე საკმაოდ ძვირია მათი ტრანსპორტიერება. ამ კუთხით წყალბადის ენერგია განსაკუთრებით პრობლემატურია.

სივრცე და ადგილმდებარეობა

მზის ენერგია საჭიროებს მიწის საკმაოდ დიდ ფართობებს დიდი ქალაქებისა და ქვეყნებისთვის საჭირო ენერგიის საწარმოებლად თუმცა ეს პრომლემა მოგვარებადია, თუ ყველა საცხოვრებელი სახლი და შენობა აღჭურვილი იქნება ინდივიდუალური მზის პანელებით.

სტაბილურობა

ალტერნატიული ენერგიის წყაროებში ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემად განიხილება სტაბილურობის საკითხი, როგორც ქარის ისე მზის ენერგიის ათვისების პროცესში. საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება თუ როდის იქნება საკმარისი სიჩქარის ქარი, ტურბინების დასატრიალებლად. აქვე აღსანიშნავია, რომ ასეთი არასტაბილურობის გამო ხშირ შემთხვევაში მთლიანად საფრთხის ქვეშ დგება ქსელის საიმედოობა.

უარყოფითი გავლენა გარემოსა და ბუნებაზე

ამ შემთხვევაში, ალტერნატიული ენერგიის მოწინააღმდეგეებს არგუმენტად მოჰყავთ ქარის ტურბინები, რომლებიც ბრუნვისას უარყოფით გავლენას ახდენს ფრინველებზე. ასევე ზღვის მოქცევის ძალის ენერგიის წყაროს ათვისება, ცვლის თევზებისა და სხვა წყალქვეშა მობინადრეების მიგრაციის მარშუტს.

ყველა უარყოფითი ეფექტის მიუხედავად, ალტერნატიული ენერგიის იდეა არ უნდა იყოს იგნორირებული და ინოვაციური იდეები უნდა იყოს მიღებული როგორც გამოწვევა, რომლის გადალახვაც შესაძლებელია.

გიორგი კაპანაძე

Leave a Reply

Menu Title