ნაძალადევის ნაწილს წყალმომარაგება ხვალ 24 საათით შეუწყდება

ნაძალადევის ნაწილს წყალმომარაგება ხვალ 24 საათით შეუწყდება

ხვალ 8 აპრილს, დილის 10:00 საათიდან 9 აპრილის დილის 10:00 საათამდე, ნაძალადევის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება,-ამის შესახებ GWP-დან იუწყებიან.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”, სააკაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რის შედეგადაც ნაძალადევის რაიონის წყალმომარაგება მკვეთრად გაუმჯობესდება.

ახლით შეიცვალა ამორტიზებული მაგისტრალური ქსელის 100 მეტრი სიგრძის მონაკვეთი, 700 მმ-იანი ევროსტანდარტის შესაბამისი წყალსადენით.

ტექნიკური სამუშაოების წარმოების მიზნით, ხვალ 8 აპრილს, დილის 10:00 საათიდან 9 აპრილის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება

ნაძალადევის რაიონში:

ჩარგლის ქუჩის ნაწილს, ჭოპორტის, ჟინვალის, ზიგზაგის, გვაზაურის, ლომთათიძის, ცინცაძის, სანერგის, სააკაძის, სვანეთის, ლეჩხუმის, ნიკო მარის, ჯანელიძის, გომბორის, სუმბათაშვილის, იუჟინის, ხევსურეთის, საჭილაოს, წიკლაურის, ურიდიას, ცქიტიშვილის, ჩხიკვაძის ქუჩებს, იმერეთის ქუჩის ნაწილს,
დადიანის II მ/რ-ს კორპუსებს, სანზონის კორპუსებს, გურამიშვილის გამზ. N1-9.

წყალმომარაგება 9 აპრილს, დილის 10:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს”,-აღნიშნულია განცხადებაში.

Leave a Reply

Menu Title