„ენგურჰესი” ჩამქრალი ენერგოსისტემის აღდგენას შეძლებს

„ენგურჰესი” ჩამქრალი ენერგოსისტემის აღდგენას შეძლებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-მ ქვეყნის ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი, საკვანძო ჰიდროელექტროსადგურის „ენგურჰესი“ -ს ნულიდან გაშვების ტესტირება განახორციელა.

სისტემის ნულიდან გაშვება გულისხმობს სრულად ჩამქრალი ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენას ისეთი ელექტროსადგურის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია ფუნქციონირება, გარედან ელექტროენერგიის მიღების გარეშე.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-მ აღნიშნული ტესტირებები უკვე განახორციელა ისეთ ჰიდროელექტროსადგურებში, როგორებიცაა: “ჟინვალი”, “ხრამი-1”, “ვარციხე”, ‘შაორი” და “ლაჯანური”. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეზობელი ქვეყნებიდან არ მოხდა სისტემის აღდგენა, ენგუჰესი და აღნიშნული სადგურები შექმნიან ავტონომიურ კუნძულებს, რომლებიც ერთმანეთს დაუკავშირდებიან და ქვეყნის სრული, ან ნაწილობრივი ჩაქრობისას მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას სავარაუდოდ 4 საათში უზრუნველყოფენ.

„ენგურჰესი“-ს ნულიდან გაშვების ტესტირება, მისი ექსპლოატაციაში გაშვების დღიდან, 1978 წლიდან არ განხორციელებულა.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

Leave a Reply

Menu Title