"ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებით ქართული მხარე გადაწყვეტილებას ივნისისთვის ელოდება

“ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებით ქართული მხარე გადაწყვეტილებას ივნისისთვის ელოდება

“ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებით ქართული მხარე გადაწყვეტილებას ივნისისთვის ელოდება. როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ივნისში ყაზახეთთან ეკონომიკური კომისიაა დაგეგმილი.

” – “ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებით თითქმის ყოველკვირეულად ველაპარაკები ჩემს კოლეგას ვიცე-პრემიერს ყაზახეთში თუმცა ეს არის კომპანია რომელსაც თავისი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს და თვითონ აქვს გადაწყვეტილება. სავარაუდოდ ივნისში გვექნება ყაზახებთან ეკონომიკური კომისია და ჩვენ მხარეს აქვს დაფიქსირებული ძალიან დიდი თხოვნა, რომ ყაზახეთის მხარემ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლო იქნება, როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვის”, – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ყაზახურმა კომპანია “ყაზტრანსგაზმა” თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია “თბილგაზი” 12 500 000 აშშ დოლარად 2006 წელს შეიძინა. 2009 წლისთვის “ყაზტრანსგაზ-თბილისს” 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ. კომპანიის მიერ დაგროვილი ვალების ამოღების მიზნით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2009 წელს “ყაზტრანსგაზ-თბილისში” სპეციალური მმართველი დანიშნა.

წყარო: http://businesscontact.ge/

Leave a Reply

Menu Title