შუახევიჰესზე სტუდენტების სტაჟირება იწყება

შუახევიჰესზე სტუდენტების სტაჟირება იწყება

 

დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ მენეჯმენტის წევრებმა, ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე და  პროფესორ მასწავლებლები. კომპანია უკვე მეორე წელია თანამშრომლობს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. 2015 წელს სამი სტუდენტი შეირჩა პროექტის ფარგლებში.

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიწის და სოციალურ საკითხთა დირექტორმა ზვიად დიასამიძემ სტუდენტებთან ,, შუახევიჰესის პროექტის“ შესახებ ისაუბრა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.  სტუდენტები დაინტერესდნენ პროექტის მიმდინარეობის, თანამედროვე ტექნოლოგიების და სტაჟირების პროცესში დაგეგმილი სასწავლო კურსის შესახებ.

სტაჟირება ანაზღაურებადი იქნება და ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.  საბუთების მიღება 12 მაისს დაიწყება. კომპანიის მიერ გასაუბრების შედეგად შერჩეული სტუდენტები  თვის ბოლოს გამოვლინდებიან.

 

 

Leave a Reply

Menu Title