მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი “სოკარის” შემდეგ ჩინურმა “ჰუალინგმაც” გამოთქვა

მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი კომპანია სოკარის შემდეგ ჩინურმა კორპორაცია ჰუალინგმა გამოთქვა. როგორც ბიზნესკონტაქტს “Hualing Group”-ის გენერალური დირექტორმა განუცხადა, გაზსაცავის მშენებლობით დაინტერესებული ჩინური კომპანია საქართველოში უკვე იმყოფებოდა, თუმცა ამ ადროისთვის მოლაპარაკებების საწყის ეტაპზეა და საბოლოო შეთანხმება მხარეებს შორის ჯერ არ შემდგარა.

“ეს ძალიან საინტერესო პროექტია, ამჯერად საქართველოს არ აქვს საშუალება შექმნას გაზის მარაგები, მაგრამ აქვს გაზის მიღების საშუალება აზერბაიჯანიდან. ჩვენ ჩინეთიდან ჩამოვიყვანეთ ძალიან მსხვილი კომპანია, რომელსაც აქვს გამოცდილება გაზსაცავის მშენებლობაში, რათა შესთავაზოს თავისი სერვისი. ახლა მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე ვიმყოფებით და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის”, – განმარტავენ “ჰუალინგში”.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განმარტებით, შეიძლება გაზსაცავში საკონტროლო პაკეტი არავის ჰქონდეს და ნეიტრალური მენეჯმენტი შეიქმნას, ვალიშვილის თქმით, ეს შეიძლება დამოუკიდებელი სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭო იყოს.

“შეიძლება საკონტროლო პაკეტიც არავის ჰქონდეს და ყველა იყოს მინორიტარი. სამართლებრივ ფორმატზე ჯერ კიდევს საუბრები მიდის. არ გამოვრიცხავ, რომ სოკარმა ეს ინტერესი გამოხატოს და ჩვენ მივესალმებით სოკარის მონაწილეობას ყველა პროექტში. კონკრეტულ დეტალებზე ჯერ საუბარი არ დაგვიწყია, ახალი სამართლებრივი რეალობიდან გამომდინარე ალბათ იქნება გარკვეული შეზღუდვები და წესები, რომელსაც უნდა მივყვეთ”, – განაცხადა ვალიშვილმა.

Leave a Reply

Menu Title