ფოთის მოსახლეობა 20-24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი

ფოთის მოსახლეობა 20-24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი

ფოთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა. პროექტის გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში, ნაბადას ტერიტორიაზე აშენდა სატუმბი სადგური, საოპერატორო და საქლორატორო შენობები, წყალმომარაგების ქსელი და წყლის საფილტრი სადგური. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ნოსირის 28 ჭაბურღილს.

დასრულებული სამუშაოების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა 20-24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ამასთან, დამატებითი სამუშაოების სახით, მოხდება 7 ჭაბურღილის რეაბილიტაცია, რომელიც ზაფხულში დასრულდება და უკვე სრულად უზრუნველყოფს ქ. ფოთის 24 საათიან წყალმომარაგებას.

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის აზიის განვითარების ბანკმა 24 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო. პროექტის ფარგლებში 180 ადამიანი დასაქმდა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს რეგიონებში, დონორი ორგანიზაციებისა და საქართევლოს მთავრობის ფინანსური მხარადჭერით, სასმელი წყლის და წყალარინების სისტემების მოსაწესრიგებლად მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply

Menu Title