G&T ივნისში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას პროგნოზირებს

G&T ივნისში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას პროგნოზირებს

“გალტ ენდ თაგარტი” ივნისში ელექტროენეგიის მოხმარების ზრდას ელის. მიზეზად “ჯორჯიან მანგანეზის” (GM) კუთვნილ ჭიათურის სამთომომპოვებელი ფაბრიკის მიერ მაისში სამუშაოების განახლებას ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ GM-ის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 2015 წლის აპრილთან შედარებით თითქმის უცვლელი დარჩა (+0.9% წ/წ).


“20 მაისს განახლებული მოპოვებითი სამუშაოების შედეგად, მოსალოდნელია, რომ ივნისში GM-ის მოხმარება 2015 წელთან შედარებით შესამჩნევად გაიზრდება, რაც თავის მხრივ ქვეყნის მოხმარების ზრდაზეც აისახება, რადგან GM ჯამური ელექტროენერგიის საშუალოდ 10%-ს მოიხმარს”, – აღნიშნავს G&T.

საქართველოში, აფხაზეთის რეგიონის ჩათვლით, ელექტროენერგიის მოხმარება 2016 წლის პირველ ოთხ თვეში 1.4%-ით არის გაზრდილი.

წყარო: Gbc.ge

Leave a Reply

Menu Title