დაბინძურებული ჰაერი კლავს - შეშა, გაუმართავი ტრანსპორტი, მანგანუმის საბადოები...

დაბინძურებული ჰაერი კლავს – შეშა, გაუმართავი ტრანსპორტი, მანგანუმის საბადოები…

ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტი და მანგანუმის ძველი მაღაროები – საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ექსპერტები საქართველოში ჰაერის დაბინძურების საგანგაშო მონაცემებზე საუბრობენ. „კაკასიის გარემოსდაცვითი ქსელის” (CENN) წარმომადგენელების განცხადებით, ამას ემატება ქვეყანაში შეშის მომხმარების ზრდა, რეგიონის მოსახლეობასა და სკოლებში, რაც შენობებს შიგნით ჰაერის დაბინძურების და დაავადებების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

საერათშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ბოლო ანგარიშში ჰაერის დაბინძურების მხრივ მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზეა საუბარი, მოყვანილია ცხრილიც, რომლის თანახმადაც, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოშია დაფიქსირებული, მეორე ადგილზეა ბულგარეთი, მე-3-ზე კი ჩინეთი.

კვლევის თანახმად, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით, მსოფლიოში 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება. buy ffxiv items ექსპერტების პროგნოზით, შესაბამისი ზომების მიღების გარეშე 2040 წლისთვის სიკვდილიანობის დონე 1 მილიონით გაიზრდება.

საინფორმაციო პორტალ „vox.com”-თან საუბარში ექსპერტი ტიმ კოვაჩი ამბობს, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაღალ ხარისხს სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობა განაპირობებს. ის ასევე ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ კერად მანგანუმის ძველ საბადოებს ასახელებს.

„კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის” (CENN) აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია „პოლიტკომერსანტთან” საუბარში განმარტავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები საქართველოდან მიწოდებულ ინფორმაციებს ეყრდნობა, თუმცა იმის გამო, რომ ქვეყანაში ჰაერის მონიტორინგის ეფექტური სისტემა არ არსებობს, ზუსტ მონაცემებზე საუბარი შეუძლებელია.

„ეს ანგარიში ეფუძნება „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის” კვლევებს, ამ უკანასკნელმა 2012 წელს ქვეყნებს მოსთხოვა დამატებითი მონაცემები. buy bns gold ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარების შემოწმების გარდა, ქვეყნებს უნდა მოეხდინათ გამოკვლევა, როგორია ჰაერის ხარისხი შენობებს შიგნით. ამ კუთხითაც ჩვენთან არის ძალიან ცუდი მდგომარეობა. სოფლის მოსახლეობის თითქმის 90% მოიხმარს მყარ საწვავს, შეშის სახით და არაეფექტურ ღუმელებს. სოფლებში სკოლების გასათბობად დღემდე შეშას იყენებენ, იგივე რესურსს იყენებს მოსახლეობა საკვების მოსამზადებლადაც. მართალია გაზიფიცირებული რეგიონების რიცხვი იზრდება, მაგრამ ამას შეშის მომხმარებელთა რიცხვის კლება არ გამოუწვევია, ჩვენ სპეციალური კვლევა გვქონდა ამაზე. შეშა ქვეყანაში რჩება ერთ-ერთ იაფ რესურსად, რადგან მისი უკანონოდ მოპოვების კონტროლი ვერ ხორციელდება. შეშის მოხმარება ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევის შედეგები საქართველოსთან მიმართებაში საგანგაშოა. მეორე მიზეზია ავტოპარკის ძალიან ცუდი მდგომარეობა”,- ამბობს ნანა ჯანაშია.

მისივე განმარტებით, საქართველოში ხდება ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვები, რასაც ერთჯერადი ხასიათი აქვს. ffxiv gold ამიტომ ზოგადი სურათი მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება დაიხატოს.

„ჩვენ ერთი წლის წინ გავაკეთეთ ინდიკატორული გაზომვები თბილისში, მაგრამ ეს იყო ერთჯერადი. მედიის მხრიდან რა თქმა უნდა მოხდა მაშინ ამ თემის ატაცება, მაგრამ ერთჯერადი გაზომვით ვერ იტყვი ჰაერის ხარისხი როგორია. მაგალითად სიცხეში გმირთა მოედანზე ჰაერი რომ გავზომოთ შეიძლება იყოს ძალიან ცუდი მდგომარეობა, მაგრამ თებერვალში, იგივე ადგილზე იქნება ძალიან კარგი მონაცემები. ჰაერის მდგომარეობის რეგულარული კონტროლი არ ხდება, მონიტორინგი სახელმწიფოს მიერ არ მიმდინარეობს, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ლოგიკური დასკვნების საფუძველზე ვისაუბროთ და ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ავტომობლები დავასახელოთ. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, როცა ვიცით ავტოპარკის მდგომარეობა როგორიცაა თბილისში, შეიძლება ვთქვათ რომ ჰაერის დაბინძურების კუთხითაც არის ცუდი მდგომარეობა. ძალიან მავნეა გოგირდის გამონაბოლქვი, რომელიც აქვს დიზელის საწვავიან მანქანებს. ევროპაში მიმდინარეობს ძალიან დიდი კამპანია, რომ ასეთ ავტომობილებს უნდა ჰქონდეთ სპეციალური ფილტრები, ჩვენთან რა თქმა უნდა ასეთი რამ არ არსებობს. გაუმართავი ტრანსპორტის გამო, თბილისი არის ჰაერის დაბინძურების ეპიცენტრში, თუმცა დედაქალაქს შველის ის, რომ განლაგებულია მდინარის ხეობაში, ქარიანია და ჰაერი ხშირად იწმინდება”, – განმარტავს ნანა ჯანაშია.

რაც შეეხება მანგანუმის საბადოებს, CENN-ის ხელმძღვანელის თქმით, ეს პრობლემა საკმაოდ მძლავრად დგას ჭიათურის რეგიონში, თუმცა მას ლოკალური ხასიათი აქვს.

„რა თქმა უნდა ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების ერთ-ერთი წყაროა მანგანუმის საბადოები ჭიათურაში. იქ მადანის მოპოვება ხდება აბსოლუტურად მოძველებული ტექნიკით, ამაზეც სპეციალური კვლევა გვაქვს ჩატარებული. ადრე იყო მაღაროები, დღეს კი რადგანაც წიაღის შესახებ კაიონი არის ძალიან მოძველებული და თითქმის უფუნქციო, კონტროლი ვერ ხორციელდება. ჭიათურა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თუმცა ეს არის უფრო ლოკალური პრობლემა”, – ამბობს გარემოს დამცველი.

ნანა ჯანაშიას აზრით, სახელმწიფო უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებულებების შესრულებას.

„კარგია, რომ ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც მოგვეთხოვება, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით, საერთაშორისო კონვენციებთან კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიყვანოთ. bns items ამ მხრივ მუშაობა დაწყებულია, მაგრამ მარტო კანონმდებლობის შეცვლა საკამრისი არ არის. ამასთან ერთად აუცილებელია აღსრულების მექანიზმების დახვეწა. 10 წლის ვადა გვაქვს და ამ პერიოდში თუ გვსურს დავუახოლოვდეთ ევროპას, ეს რეკომენდაციები უნდა განვახორციელოთ. რაც შეეხება ტრანსპორტს, უნდა ამოქმედდეს ტექნიკური დათვალიერება და ეს არა მარტო ატმოსფერული ჰაერისთვის იქნება კარგი, არამედ ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებისთვისაც. ქვეყანაში ავტომანქანებისა და ტაქსების დიდი ნაწილი არის საშინელ მდგომარეობაში. cheap ffxiv items ტექნიკური დათვალიერების აღდგენაზე საუბრები სულ არის, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება აქამდე ვერ მოხერხდა, მესმის მტკივნეული პროცესია და ეს ბევრი მანქანის გაჩერებას გამოიწვევს, მაგრამ ეტაპობრივად უნდა აღდგეს ეს მექანიზმი”, – აცახდებს ნანა ჯანაშია.

რაც შეხება გარემოსა და ბუნერივი რესურსების სამინისტროს პოზიციას, უწყებაში განმარტავენ, რომ ქვეყანაში ჰაერის ხარისხის შემოწმება ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებული ინდიკატორების გამოყენებით ხდება. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის ეკეტერინე გრიგალავს თქმით, მსოფლიო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევა, 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობა და ქვეყანაში მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

„ის, რომ არ ხდება ჰაერის დაბინძურების გაზომვები, სიმართლეს არ შეესაბამება. ჰაერის ხარისხის შემოწმება 3 მეთოდით ხდება, მათ შორის, ინდიკატორული გაზომვებით, რომელიც შარშან დაიწყო საქართველოს 10 ქალაქში, წელს მას კიდევ რამდენიმე ქალაქი დაემატა. 2016 წელს ჰაერის ხარისხის გაზომვის 3 ეტაპი დასრულებულია და მიმდინარეობს მე-4-ე ეტაპი.

Leave a Reply

Menu Title