მაკროეკონომიკური რისკებისა და წარმოების ზრდის ფონზე ნავთობის ფასმა დაიკლო

მაკროეკონომიკური რისკებისა და წარმოების ზრდის ფონზე ნავთობის ფასმა დაიკლო

ბოლო პერიოდის აღმავალი ტრენდის შემდეგ ნავთობის ფასი გუშინ ნიგერიაში ნავთობის მოპოვების მაჩვენებლის ზრდისა და იმ მაკროეკონომიკური რისკების ფონზე რის წინაშეც მსოფლიოს ფინანსური ბაზარი ბოლო დგას, იკლებს. ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 50 დოლარს ჩამოსცდა ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი კი 40 ცენტით გაუფასურდა და 48 დოლარზე დაფიქსირდა.

უმსხვილესი სარეიტინგო სააგენტოები ჯიპი მორგანი და ბერკლეისი პროგნოზირებენ, რომ ნავთობის ფასი მიმდინარე წლის განმავლობაში 47 დოლარი იქნება, მომავალი წლისთვის კი საშუალოდ 56 დოლარზე დაფიქსირდება. ამასთან ექსპერტები წლის მეორე ნახევარში ნავთობზე მოთხოვნის შემცირებას პროგნოზირებენ.

გოლდმან საქსის ანალიტიკოსი ამ ფაქტორს, ნავთობიმპორტიორი ქვეყნების მიერ ნავთობის წინასწარი შესყიდვითა და შესაბამისად მარაგის ქონით ხსნის.

კვლავ პრობლემად რჩება ნავთობმწარმოებელი ქვეყნების მხრიდან ნავთობის წარმოების მაღალი მაჩვენებლები და ბაზარზე მოთხოვნა მიწოდების ბალანსის არქონა. ირკვევა, რომ საუდის არაბეთმა, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობმწარმოებელია, პროდუქციის წარმოების მაჩვენებელი დღეში 10,33 მილიონი ბარელით გაიზარდა. თვის განმავლობაში კი 70 000 ბარელითგაიზარდა. რაც შეეხება ლიბიას, მან ივნისის განმავლობაში ნავთობის წარმოება დღეში 40 000 ბარელით 320000 ბარელამდე გაზარდა.

05.07.2016

„ადმირალ მარკეტსის“ ტრეიდერებს და ფორექსით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ დღევანდელი ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას.

დღეს დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან:

ევრო შემცირდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1132 მიმდინარეობს.

შემცირდა ფუნტი სტერლინგი დოლართან მიმართებაში და ვაჭრობა 1,3227 ნიშნულთან მიმდინარეობს.

დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 101.97 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:

ოქროზე ფასმა მოიმატა 0,52%-ით და ვაჭრობა 1345.90 ნიშნულთან მიმდინარეობს.

მოიმატა ვერცხლის ფასმა 2,18 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 20.02 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ნედლი ნავთობის ფასმა დაიკლო 1,53%-ით და ბარელზე შეადგინა 48.26 დოლარი.

ავტორ(ებ)ი : Admiral Market Georgia-ს ანალიტიკური ჯგუფი

Leave a Reply

Menu Title