აშშ-ი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას ორი წლის შემდეგ შეძლებს

ამერიკა უკრაინისთვის გაზის მიწოდებას ორი წლის შემდეგ შეძლებს

უკრაინისა და რუსეთის ომი პირადაპირპროპორციულად აისახა უკრაინის ენერგორესურსებით მომარაგებისა და ენერგოუსაფრთხოების ხარისხზე. უკრაინა დიდ წილად რუსულ ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ უკრაინის ახალი ხელისუფლების პირობებში დღის წესრიგში დადგა ქვეყნის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის საკითხი

არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი ევროპა გარკვეულწილად, პუტინისა და რუსეთის ენერგორეურსების მძევლები არიან.

ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის განცხადებით, უკრაინისთვის გაზის მიწოდებას აშშ-ი ორი წლის შემდეგ შეძლებს. მისივე თქმით, ამერიკა მდიდარია ენერგორესურსებით და შეუძლია ბუნებრივი აირით მოამარაგოს არა მხოლოდ უკრაიან, არამედ ევროპის სხვა ქვეყნები.

“ჩვენ გვესმის, რომ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი ევროპა გარკვეულწილად, პუტინისა და რუსეთის ენერგორეურსების მძევლები არიან. რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების გაძლიერების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ევროპის რუსეთზე საგაზო დამოკიდებულება “, – აღნიშნა ჯონ მაკკეინმა.

bpn.ge

Leave a Reply

Menu Title