იბიარდის პრეზიდენტი საქართველოს 12 მაისს ეწვევა

იბიარდის პრეზიდენტი საქართველოს 12 მაისს ეწვევა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, იბიარდის (EBRD) პრეზიდენტი, სერ სუმა ჩაკრაბარტი, თბილისში 12 მაისს, ოფიციალური ვიზიტით, ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებსა და ბიზნესფორუმზე დასასწრებად ჩამოვა.

სუმა ჩაკრაბარტი, საქართველოს პრეზიდენტ – გიორგი მარგველაშვილს, პრემიერმინისტრ – ირაკლი ღარიბაშვილს, ფინანსთა მინისტრ – ნოდარ ხადურსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე – გიორგი ქადაგიძეს შეხვდება.

პრეზიდენტი – ჩაკრაბარტი და პრემიერმინისტრი – ღარიბაშვილი, მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მემორანდუმი, რომელიც ინვესტორთა შეთანხმებას გულისხმობს, შიდა და გარე ინვესტიციების გაზრდაზე იქნება ორიენტირებული.

“მოუთმენლად ველი საქართველოში ჩამოსვლას. როგორც იბიარდის პრეზიდნეტი, ეს ჩემი მეორე ვიზიტი იქნება საქართველოში. წელს, საქართველო, ბანკების ყოველწლიურ შეხვედრას, 14 და 15 მაისს უმასპინძლებს. რეგიონში, საქართველო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და გადავწყვიტეთ, სქართველოში, შიდა და გარე ინვესტიციების განხორციელებას მტკიცედ დავუჭიროთ მხარი”, – აცხადებს ჩაკრაბარტი.

იბიარდი, საქართველოში, ყველაზე დიდი ინვესტორული ინსტიტუტია. იბიარდმა, 178-ზე მეტ პროექტში, უკვე, დაახლოებით 2.6 მილიარდი ევროს ინვეტიციები ჩადო.

ბანკი, საპრივატიზაციო, ენერგოსექტორის, ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და ფინანსურ სექტორებზეა ორიენტირებული. საქართველოში, იბიარდისთვის, 2014 წელი რეკორდული მაჩვენებელი აღმოჩნდა, 13 პროექტში 215 მილიონი ევროს ინვესტიციების სახით.

Leave a Reply