ანაკლიის პორტის სამშენებლო არეალში ათასამდე მიწის ნაკვეთი და 400-მდე შენობა ექცევა. აქედან 110-მდე საცხოვრებელი ობიექტია. მიწის ნაკვეთები და შენობა ნაგებობები ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM-ის ქვეკონტრაქტორმა „გეოგრაფიკმა“ აღწერა. კომპანიამ ხუთშაბათს, შედეგები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას და ადგილობრივ მთავრობას გააცნო. გუბერნატორის განცხადებით, არცერთი მესაკუთრე შესაბამისი კომპენსაციის გარეშე არ დარჩება. შეგახსენებთ, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების ვალდებულება ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM-მა აიღო, კონსორციუმი “თიბისი ჯგუფისა” და ამერიკული “კონტი ...
Read More »