Tag Archives: #აფხაზეთი

აფხაზეთის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

აფხაზეთის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. პირველწყარო აფხაზეთში ელექტროენერეგიის გამანაწილებელი “სახელმწიფო” კომპანია Черноморэнерго-ა. მათი ცნობით, გაგრაში ხანძრის გამო ელექტროგადამცემი ხაზი ფსოუ – 220–ის ავარიულად გაითიშა. კომპანიის განცხადებით, მიმდინარეობს სამუშაოები ინციდენტის აღმოსაფხვრელად. რუსული მედიის ინფორმაციით, ფსოუ 220 ელექტროენერგიას სოხუმს და აფხაზეთის დასავლეთ ნაწილს აწვდის. ხანძარი აფხაზეთში, გაგრის რაიონში 4 იანვარს დაიწყო და ამ დრომდე მისი ჩაქრობა ვერ ...

Read More »

აფხაზეთში ელ.ენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 3-ჯერ აჭარბებს დანარჩენი საქართველოს მაჩვენებლებს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ნოემბრის თვის ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვას ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულზე სამჯერ აღემატება მოხმარებას დანარჩენ საქართველოში. 2020 წლის საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთი წლის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე მოიხმარს  8,1552 კვტ. სთ. ელექტროენერგიას. დანარჩენ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 2,542 კვტ. სთ-ია. “აფხაზეთის მაღალი მოხმარება ძირითადად „უფასო“ ელექტროენერგიით და კრიპტომაინინგით შეიძლება აიხსნას”, – ნათქვამია ...

Read More »

ენგურჰესის გაჩერების პერიოდში აფხაზეთი ელექტრო ენერგიას რუსეთისგან იყიდის – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, ენგურჰესის გაჩერების პერიოდში აფხაზეთის რეგიონი ელექტროენერგიას რუსეთისგან იყიდის და ხარჯსაც თავად დაფარავს. საქმე იმაშია, რომ 2021 წლის იანვრის ბოლოდან ენგურჰესის რეაბილიტაცია იწყება და ჰესი სამი თვით სრულად გაჩერდება. აღნიშნული გამოწვევაა საქართველოს ენერგეტიკისთვის, განსაკუთრებით კი, ოკუპირებული აფხაზეთისთვის, რადგან ზამთარში “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის, ფაქტობრივად, 100%-ს ის მოიხმარს, ზაფხულის სეზონზე კი, ბოლო ...

Read More »

ენგურჰესის გაჩერების გამო, დე ფაქტო აფხაზეთს ელექტროენერგიის შესყიდვა თავად მოუწევს

15-20 იანვრიდან ენგურჰესი სარემონტო სამუშაოების გამო 100 დღით გაჩერდება. ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში” ამბობენ, რომ ეს ელექტროენერგიის დეფიციტს არ შექმნის და დანაკლისი თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული და იმპორტირებული ელექტროენერგიით შეივსება. უწყებაში ,,ბიზნესპრენიუსს“ განუცხადეს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა თავად უზრუნველყოფს თავისი მოხმარების დაფარვას. ,,დეფიციტის დაფარვა მოხდება თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული და იმპორტირებული ენერგიის საშუალებით, მოცულობა დამოკიდებულია კონკრეტული თვის რეჟიმიდან გამომდინარე. დეფიციტური სიტუაცია არ ...

Read More »
Menu Title