Tag Archives: #აქცია

თურნავა: გავუფრთხილდეთ ინვესტორებს

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში განცხადება გააკეთა: “ჩვენთვის ახლა გაჩერებული პროექტები წარმოუდგენელია. განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტორი უნდა შემოვიდეს და რაც შეიძლება მეტი პროექტი უნდა განხორციელდეს, რათა სამუშაო ადგილები გაჩნდეს. რაც შეეხება ნამახვანჰეს, მინდა გამოვთქვა საფუძვლიანი იმედი, რომ ჩვენ, საბოლოო ჯამში, ყველა პრობლემაზე შევთანხმდებით, საერთო ენას ვიპოვით იმ ადამიანებთან ვინც, სამწუხაროდ, იქ აპროტესტებს პროექტს. მთავარია ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი: აბსოლუტურად ყველა გზა გადაკეტილია – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ პირისპირ დადგომა მოუწევთ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. პარალელურად, სოფელ საყულიაში დაკავებული ირაკლი მუკბანიანის ახლობლები და მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მუკბანიანის გათავისუფლებასა და სხვა პირების მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას ითხოვენ. მათივე განმარტებით, სოფლის ყველა შესასვლელს გადაკეტავენ იმისთვის, რომ სამართალდამცავებს გადაადგილების უფლება არ მისცენ. „აბსოლუტურად ყველა გზა გადაკეტილია – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ პირისპირ დადგომა მოუწევთ. გვაქვს გზების გადაკეტვის რესურსი. არ ვიცი, რამდენად მოჰყვება ამას ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კომპანია „ენკას“ სამშენებლო მასალები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის გავლით გადააქვს, რის გამოც სოფელში კარავს შლიან

გუშინ ღამით რიონის ხეობასთან დამაკავშირებელ გზაზე ხმაური იყო. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების განცხადებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორში კიდევ ერთი ალტერნატიული გზაა, რომლის საშუალებითაც კომპანია სამშენებლო მასალების ხეობაში შეტანას გეგმავდა. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გუშინ ღამით დაპირისპირება სწორედ ამ გზაზე მოხდა. მისივე თქმით, დღეს გამთენიისას სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა გადაადგილდა რიონის ხეობის მიმართულებით, ამ დროისთვის აქტივისტები აღნიშნულ სოფელში კარავს შლიან.

Read More »

ენკას დირექტორი: მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ დაძაბულობა და ესკალაცია

კომპანია ენკას დირექტორი ნამოხვანჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და მიმდინარე პროტესტის შესახებ რუსთავი 2-თან საუბრობს. როგორც მერაბ ლომინაძე ამბობს, ხეობაში შეინიშნება გარკვეული დაძაბულობა და მისი თქმით, შეკრებილი ადამიანები ხშირ შემთხვევაში პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ “მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია როდესაც მანქანებს აჩერებენ, ჩხრეკენ, ამოწმებენ და მოქალაქეებს არ ეძლევათ გადაადგილების საშუალება. ჩემთვის გასაგები იქნებოდა თუ ეს მიზანმიმართულად იქნებოდა რომელიმე კომპანიის, კერძოდ ჩვენს კომპანიაზე რასაკვირველია, მათ მიმართ ამ შემთხვევაში ...

Read More »

„რიონის ხეობის მცველებმა” ბენზინმზიდი არ გაატარეს

სოფელ გუმათში აღმართულ რკინის ჯებირთან მყოფმა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა არ გაატარეს ბენზინმზიდი. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც. ანალოგიურად მოიქცნენ ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში შეკრებილი „რიონის ხეობის მცველები”. ისინი ეჭვობენ, რომ ბენზინმზიდი ეკუთვნის კომპანია „ენკას“. მძღოლი და მისი თანმხლები კაცი კი ამტკიცებენ, რომ სატვირთო ეკუთვნის კერძო ავტოგასამართ სადგურს. მწვანეყვავილას უბანში აქტივისტებს გაშლილი აქვთ კარავი, სადაც გადის რიონის ხეობაში მიმავალი ...

Read More »

ზურაბ ნოღაიდელი: საქართველოს აქვს შანსი, ენერგეტიკული ჰაბი გახდეს

„საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ელექტროენერგეტიკული ჰაბი. საამისოდ, ქვეყანამ საკუთარი უპირატესობები უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ ენეერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. მისი თქმით, ვითარების ანალიზისას, მოსახლეობა არ უნდა შევიდეს შეცდომაში, რომ თუნდაც თურქეთში, ენერგიის იმპორტი მიმზიდველი აღარ არის. „ეს ასეა ახლა, როცა პანდემიაა და როცა მოხმარება შემცირებული. ამგვარი ვითარება შესაძლოა გაგრძელდეს კიდევ გარკვეული პერიოდით, მაგრამ არა უსასრულოდ. ამდენად, იგივე თურქეთში ...

Read More »

“დარწმუნებული ვარ, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე მყოფთა უმრავლესობა არიან ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, აუცილებლად შევთანხმდებით ერთმანეთთან”

ჩვენ „ნამახვანჰესის“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მათ, ვინც ადგილზე აპროტესტებს ამ მეგაპროექტს, რამდენიმე ძალიან მისაღები პლატფორმა შევთავაზეთ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის განცხადებით, პირველი პლატფორმაა ექსპერტები და საბჭო. „ესაა გახსნილი პლატფორმა იმისთვის, რომ ნებისმიერ ექსპერტს, მათ შორის იმ ადამიანების ნდობით აღჭურვილ პირს, ვინც აპროტესტებს ამას ხეობაში, შეეძლება გადახედოს ყველა კვლევას და თავისი რეკომენდაციები წერილობით, დასაბუთებულად ...

Read More »

გახარია: ნამახვანჰესის კონტრაქტი, სხვა მსხვილი ჰესების კონტრაქტებთან შედარებით, ბევრად უკეთესია

ყოფილმა პრემიერმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ნამახვანჰესის კონტრაქტი სხვა დიდი ჰესების კონტრაქტებთან შედარებით უკეთესია, თუმცა დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, პროექტი კარგია ან ცუდი. „ნამახვანჰესის კონტრაქტი რომ შეადაროთ სხვა ჰესების კონტრაქტებს, ზოგთან შედარებით ბევრად უკეთესია. ეს უბრალოდ, ფაქტია. მე ახალს არაფერს არ ვამბობ. ეს კარგია თუ ცუდი, მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა, ...

Read More »

თეა წულუკიანი – ვისურვებდი, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობის მიდგომა, რომელიც აბსოლუტურად კონსტრუქციულია

ვისურვებდი, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობის მიდგომა, რომელიც აბსოლუტურად კონსტრუქციულია, – განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თემის კომენტირებისას. თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ დიალოგი იქნება შედეგზე ორიენტირებული. „ვისურვებდი და კარგი იქნებოდა, რომ პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის მიდგომა, რომელიც არის აბსოლუტურად კონსტრუქციული. თქვენ იცით, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამის უწყებებთან ერთად შეაჩერა კაშხლის მშენებლობა, რაც მორატორიუმის ფორმით გამოიხატა. ...

Read More »

ლომინაძე: ნამახვანჰესი იქნება ტურისტული ადგილი

“ჩვენთან არა ერთხელ განვაცხადეთ თუ რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება უკვე ოპერირებად ჰესზე, თუ რა პროექტები განხორციელდება ტურიზმის ინფრასტრუქტურით, კერძოდ ვგულისხმობ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების საგრანტო პროგრამებს, ვგულისხმობ სოფლის მეურნეობის პროგრამებს, ვფიქრობთ კულტურული ცენტრების გახსნას ჰესის გარშემო. ძალიან ბევრმა არ იცის ის დიდი ღვაწლი, რომელიც ხეობამ ქვეყანას მოუტანა. მრავალი ღვაწლმოსილი ადამიანი გახლდათ ამ ხეობიდან. ამ პროექტით ამ ხეობას ახალ სიცოცხლეს ...

Read More »
Menu Title