Tag Archives: #აქცია

“ამ დისკუსიების მერე კიდევ უფრო მეტ გარანტიებს მოგვთხოვენ ინვესტორები”

“ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს, შეიძლება იყოს ხელისუფლების ბრალეულობით, შეიძლება იყოს ოპოზიციის ბრალეულობით, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს არ არის ინვესტორის ბრალეულობა. ან თუნდაც ის, რომ 2016 წლიდან, რაც ინვესტორი შემოსულია, 5 წლის განმავლობაში ის მუშაობდა იმ ხეობაში, შეიძინა კერძო პირებისგან მიწა, მართალია, სახელმწიფოს დახმარებით, მაგრამ 35 მილიონი ლარი გადაიხადა. ახლა უცებ რომ დადგეს საკითხი, რომ, იცი რა, რაც ...

Read More »

ხატია წილოსანი: ყველა რეალური არგუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ჰესის მშენებლობასთან, ამოწურულია

ყველა რეალური არგუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ჰესის მშენებლობასთან, შემიძლია გითხრათ, რომ ამოწურულია. საუბარი იმაზე, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს, გაჩერდეს ყველანაირი სამუშაოები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება საუბარი – არასწორია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა „ქრონიკას“ „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, ხეობაში მცხოვრებლებს კომპენსაცია უკვე აღებული აქვთ. ...

Read More »

ბუნებრივია, გვერჩივნა დიალოგის მაგიდასთან დაჯდომა, ვინაიდან ხელისუფლებამ ჩაშალა ეს შესაძლებლობა, მოგვიწია ქუჩის აქციების გზით წასვლა

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დიალოგზე მუდმივად მზად არიან და ხელისუფლებას მოუწოდეს, საკომუნკაციოდ ჯანსაღი გარემო შექმნილიყო. თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლებამ დიალოგის შესაძლებლობა ჩაშალა. ვარლამ გოლეთიანის განმარტებით, ქუჩის აქციების გარდა, არ დარჩათ სხვა ბერკეტი, აიძულონ ხელისუფლება, კომუნიკაციაზე წავიდეს. „ჩვენ ვცდილობთ, რომ დაწყების დღიდან პროცესი იყოს გამჭვირვალე. დიალოგთან დაკავშირებით იგივეს ვამბობთ. მუდმივად მზადყოფნას გამოვთქვამთ დიალოგზე და მოვუწოდებდით ხელისუფლებას, რომ ...

Read More »

ჰესი და ქართული საზოგადოება

იმის მიუხედავად, რომ ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნებს კატეგორიულად არ ვეთანხმები, მაინც ვთვლი, რომ მათი აქცია შეიძლება სასარგებლო სოციალურ და პოლიტიკურ გამოცდილებად გარდაიქმნას. ვერ ვამტკიცებ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამე ვისწავლეთ თუ არა, მაგრამ იმედი მაქვს, ბევრმა ადამიანმა თავს რაღაც შეკითხვები ცოტა სხვანაირად დაუსვა და რაღაცას სხვა თვალით შეხედა.  აშენდეს თუ არა ჰესები? ერთ შედეგს იმაში ვხედავ, რომ განათლებულ საზოგადოებაში რამდენადმე ნაკლებ ...

Read More »

ხატია წილოსანი: „ნამახვანჰესის“ პროექტში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ყველა რისკი

არის რამდენიმე მითი „ნამახვანჰესის“ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის სამი საკითხი, რომელიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა განაცხადა. „მე პირადად ემოციური კავშირი მაქვს მეღვინეობის სექტორთან, რადგან სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კურატორი ვიყავი და ბევრი კითხვა, რომელიც დაკავშირებული იყო ჰესთან და „ტვიშის“ ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების ნაწილი „ენკას“ ბაზასთან იმყოფება, აქციის მონაწილეები აპირებენ, სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების საშუალება არ მისცენ

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების ნაწილი გუმათში, კომპანია „ენკას“ ბაზასთან იმყოფება. თავის მხრივ, „ენკას“ ბაზაზე მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე რაფაელ ლომთაძემ განაცხადა, ისინი პოლიციის ავტომობილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებაში ხელს არ შეუშლიან, თუმცა სამშენებლო კომპანია „ენკას“ სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ. „ენკას“ ბაზასთან აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი.

Read More »

“ერთი გაღუნული მავთული გვაქვს, რომელზეც ჩვენი ენერგოსისტემაა ჩამოკიდებული – თუ ჰესები არ აშენდა, იძულებული გავხდებით, ავაშენოთ ატომური ელექტროსადგური”

ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით პროტესტი არ წყდება. მაშინ როდესაც ჰესების მშენებლობას მოსახლეობის დიდი ნაწილი აპროტესტებს, როგორია ჩვენი ქვეყნის ენერგოპოლიტიკა და ენერგოსტრატეგია. საით მივდივართ და რა ძირითადი გათვლებია. როგორ ვიქნებით ხვალ ჰესების გარეშე. რა არის ძირითადი დასაყრდენი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე. ენერგეტიკოსი გია არაბიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალზე საუბრობს. „მოდით, ნუ ვიტყვით გადაჭრით, რომ ქვეყანაში ...

Read More »

ჯაფარიძე: ადამიანებმა საკუთრება გაყიდეს და ახალმა მესაკუთრემ უნდა გადაწყვიტოს, ააშენოს თუ არა ჰესი

“იქ ადამიანები ცხოვრობენ, რომელთაც ჰქონდათ რაღაც საკუთრება, ამ ადამიანებმა საკუთრება გაყიდეს, დათმეს, შესაბამისად იმას ჰყავს ახლა ახალი მესაკუთრე და მესაკუთრემ უნდა გადაწყვიტოს ააშენოს თუ არა, ზოგადად ასე წყდება ყველაზე ლოგიკურად და სამართლიანად ნებისმიერი ეგეთი ტიპის პროექტები და საკითხები. არსებობენ მესაკუთრეები, ისინი თუ რაღაცას თმობენ და ჩნდება ახალი მესაკუთრე, ის წყვეტს რა გააკეთოს. ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვუყურებთ ხდება იმის გამო, ...

Read More »

ხატია წილოსანი: რიონის ხეობაში მცხოვრებლებმა 30 მილიონ ლარზე მეტი კომპენსაცია უკვე მიიღეს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ხატია წილოსანის თქმით, რიონის ხეობაში საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უმრავლესობა ინვესტორს მოსახლეობისგან უკვე გამოსყიდული აქვს. როგორც წილოსანმა რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, კომპენსაციების ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას კომპანიამ უკვე გადაუხადა 30 მილიონზე მეტი ლარი. “შეიძლება ბატონი ვარლამ გოლეთიანი არ ესწრებოდა ამ განხილვას, მაგრამ ხეობაში მცხოვრები მოსახლეობისთვის  გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების დაცვა სრულად განხორციელდა. შეხვედრები ...

Read More »

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები გუმათთან რჩებიან

“რიონის ხეობის მცველები” რჩებიან გუმათთან აღმართულ რკინის ჯებირებთან. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ჯებირებს ხელებს ურტყამდნენ და პროტესტს ასე გამოხატავდნენ. ჯებირების მეორე მხარეს სამართალდამცავები იმყოფებიან. ადგილზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანა. აქციის მონაწილეები აპირებენ რიონის ხეობისკენ მიმავალი გზები გადაკეტონ და გადაადგილების საშუალება არ მისცენ ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ ავტომანქანებს.

Read More »
Menu Title