Tag Archives: #აზერბაიჯანი

საქართველოში ირანული ბიტუმი აზერბაიჯანულმა ჩაანაცვლა

2020 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან შემოიტანა 82,1 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც მთლიანი იმპორრტის  63,8%-ს უტოლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ბიტუმის უმსხვილესო მომწოდებელი აზერბაიჯანია. იმპორტის მოცულობით აზერვაიჯანის შემდეგ მოდიან: ერაყი – 20,7% (26,6 ათასი ტონა), ირანის ისლამური რესპუბლიკა – 7,1% (9,1 ათასი ტონა), რუსეთი – 5,6% (7,2 ათასი ტონა), თურქეთი – 1,9% (2,4 ათასი ტონა), სომხეთი – 0,7% (0,9 ათასი ...

Read More »

მურმან მარგველაშვილი: გაზის ტრანზიტი უნდა იყოს მკაცრად რეგულირებული და არ უნდა იყოს „მინისტრი მოელაპარაკა ვიღაცას „გაზპრომში““ დონეზე

სატრანზიტო დერეფანი, რომელიც საქართველოს კვეთს, წარმოადგენს კასპიის ნახშიწყალბადების ყველაზე მიმზიდველ მიწოდების მარშუტს საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოს გავლით ხორციელდება ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის ტრანსპორტირება, როგორც მილსადენებით, ისე რკინიგზითა და საზღვაო პორტირებით. საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი სატრანზიტო პოტენციალი, იმისათვის რომ საერთაშორისო ბაზრებს მომავალში დამატებით მიაწოდოს რეგიონის, და არა მხოლოდ რეგიონის, ნახშირწყალბადების რესურსები. აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის ჩამოყალიბდა სტრატეგიული თანამშრომლობა კასპიის ენერგო რეუსრსების სატრანზიტო ...

Read More »
დღეიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი აღდგება

იანვარში აზერბაიჯანმა 3,518,4 მლნ. კუბ.მეტრი ბუნებრივი აირი მოიპოვა

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში აზერბაიჯანმა აწარმოა 3,080,6 ათასი ტონა ნედლი ნავთობი, გაზის კონდენსატის ჩათვლით. საანგარიშო პერიოდისთვის ნავთობის მოპოვება შემცირდა 3,9% -ით (გაყიდვადი – 4% -ით). მიმდინარე წლის პირველ თვეში ქვეყანამ 3,518,4 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიპოვა. ამ მოცულობიდან 2,604,4 მილიონი კუბური მეტრი გაყიდა. იანვრის თვეში ბუნებრივი გაზის წარმოება გაიზარდა 0.6% -ით, ხოლო კომერციული გაზის – 7.9% -ით. ...

Read More »

Fitch: აზერბაიჯანის ნავთობი 25 წელში ამოიწურება

2020 წლის დასაწყისში ნავთობმოპოვების მოცულობის გათვალისწინებით, აზერბაიჯანს ნავთობმარაგები კიდევ 25 წელიწადს ეყოფა. ამის შესახებ Fitch Ratings–ისა და BP–ს ერთობლივი დაანგარიშების შედეგად გახდა ცნობილი. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი მეთერთმეტე ადგილზეა. მაჩვენებლის მოწინავე სამეულში ქუვეითი, ერაყი და კანადა შედიან. Fitch–ის მონაცემებით, აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის მარაგები 2019 წელს მსოფლიო მარაგების 0,8%–ს შეადგენდა. აზერბაიჯანმა 2019 წელს 37,5 მლნ ტონა ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

„სამხრეთის გაზის დერეფანს“ ბუნებრივი აირი სამომავლოდ შესაძლოა, თურქმენეთმა და ისრაელმა მიაწოდოს

„სამხრეთის გაზის დერეფანს“ ბუნებრივი აირი სამომავლოდ შესაძლოა, თურქმენეთმა და ისრაელმა მიაწოდოს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ელშად ნასიროვმა ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ ვებინარზე განაცხადა. ნასიროვმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ გაზის დერეფნის“ საბოლოო ბიუჯეტი 33 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც პროექტის საწყის ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალია. თავდაპირველად ბიუჯეტი 45 მილიარდი დოლარით იყო განსაზღვრული. 2020 წლის 31 დეკემბერს ევროპაში ტრანს-ადრიატიკის გაზსადენით აზერბაიჯანული ...

Read More »

აზერბაიჯანიდან ნავთობის მიწოდება ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით თებერვალში განახლდება

აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენის მეშვეობით დღეს, 15 თებერვალს დაიწყება SOCAR- სა და Transneft- ს შორის ადრე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, იუწყება ინტერფაქს-აზერბაიჯანი SOCAR- ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ექსპორტის დაგეგმილი მოცულობა თებერვალში იქნება დაახლოებით 85 ათასი ტონა, 2021 წლის პირველ კვარტალში – 340 ათასი ტონა, საერთო ჯამში წლის განმავლობაში  ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით გატარებულ იქნება ერთი  მილიონი ტონა აზერბაიჯანული ნავთობი . კომპანიებს ...

Read More »
უკრაინა რუსულ გაზზე სრულად უარის თქმას გეგმავს

საქართველოს დერეფანში ნავთობის ტრანზიტი 2-წლიან მინიმუმზეა

საქართველოს დერეფანში ნავთობის ტრანზიტი 2018 წლიდან მინიმალურ მაჩვენებელზეა. ოფიციალური სტატისტიკით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ტრანზიტი მკვეთრად შემცირებულია, თუ 2010 წელს ნავთობსადენით 38.4 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, 2020 წელს ეს მაჩვენებლი 27.6 მლნ ტონამდე დაეცა. ბოლო 1 წელში კლება 3.6 მილიონი ტონაა. ე.წ ბაქო – სუფსის მილსადენით გადაზიდული ნათობის მოცულობა კი, გაზრდილია – 4.2 მლნ ტონამდე. ამ მაჩვენებელით 2020 წელი 2015 წლის ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

აზერბაიჯანმა ბუნებრივი გაზის ექსპორტი გაზარდა

2020 წელს აზერბაიჯანის გაზის გაყიდვებმა საზღვარგარეთ შეადგინა 13,5 მილიარდი კუბური მეტრი, რაც 1,8 მილიარდი დოლარით ან 15,6% -ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი. ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშში. წლის განმავლობაში, გაზის ექსპორტი თურქეთში 21% -ით გაიზარდა და 11.1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაუტოლდა.. საქართველოში ექსპორტირებული გაზის მოცულობამ შეადგინა 1,1 მილიარდი კუბური მეტრი, რაც 2,8%-იან კლებაზე მეტყველებს. ...

Read More »

საქართველოში აზერბაიჯანიდან იმპორტირდა 216 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები

გასულ წელს, საქართველოში აზერბაიჯანიდან იმპორტირდა 216 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელთა ღირებულება  67.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. საქსტატის მიხდვით, წლიურ წრილში ნავთობისა და ნავთობრიდუქტების აზერბაიჯანული იმპორტის  45 ათასი ტონით, იგივე, 26.3% -ით აღემატება 2019 წლის მონაცემებს. 2020 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში დაექპორტდა 3,060.38 ათასი დოლარის ღირებულების 1,033.96 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები. წლიურ ჭრილში მონაცემი რაოდენობრივად გაზრდილია, ხოლო ფულად გამოსახულებაში შემცირებული. ესაა რეექსპორტი, რადგან საქართველო ...

Read More »

აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ნავთობი 28.4 მლნ ტონას უტოლდება

2020 წელს აზერბაიჯანიდან ექსპორტირებულია 28.4 მლნ ტონა ნავთობი (კონდენსატთან ერთად), რაც 2.9 მლნ ტონა ან 9.2% -ით ნაკლებია, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის 2020 წლის ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშში. მონაცემების მიხედვით, 27.1 მილიონი ტონა ნავთობი (კონდენსატთან ერთად) ექსპორტირებული იქნა კონსორციუმის მიერ, ხოლო 1.3 მილიონი ტონა – SOCAR– ის მიერ. გასულ წელს, საქართველოში აზერბაიჯანიდან იმპორტირდა 216 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელთა ...

Read More »