Tag Archives: #ბირთვული

რუსეთმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. როგორც ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ სტარუხი აცხადებს, რუსებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას შეუტიეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაშავებულია ერთი ადამიანი. უკრაინული მედიის ცნობით, განგაშის სიგნალი ასევე ჩაირთო დონეცკის, ხარკოვის, პოლტავსკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.

Read More »

შვედეთის პრემიერ-მინისტრი: შვედეთმა სულ მცირე ორი ატომური რეაქტორი უნდა იყიდოს

ასეთი განცხადება შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის წინ პრესასთან გააკეთა. საფრანგეთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებიც აწარმოებენ ბირთვულ რეაქტორებს. შვედეთსა და საფრანგეთს მომავალში უფრო ღრმა თანამშრომლობა უნდა ჰქონდეთ ბირთვული ენერგიის საკითხებში. „შვედეთმა უნდა იყიდოს მინიმუმ ორი ატომური რეაქტორი და მე სრულად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საფრანგეთი არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომელიც  შვედეთს მეტი ბირთვული ენერგიის მიღების ...

Read More »

რუსეთში, როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა

როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე 31 დეკემბერს, მე-3 ბლოკში ხანძარი გაჩნდა. ამ ინფორმაციას ატომური ელექტროსადგურის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, დაიღუპა ერთი ადამიანი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის ზოგიერთ ქალაქში აფეთქებების შესახებ. ტელეგრამის არხი “მსოფლიო კონფლიქტები 18+” წერს, რომ აფეთქებებია ბელგოროდის რეგიონში. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია ომსკში აფეთქებების შესახებ. ომსკში მომხდარი აფეთქების შესახებ ტელეგრამის არხმა “ვერტიკალმა” გაავრცელა ინფორმაცია. გამოცემა ასევე წერს, რომ აფეთქებაა ვორონეჟში.  

Read More »

2021 წელს საფრანგეთმა ევროკავშირის ბირთვული ენერგიის 52% აწარმოვა

2021 წელს საფრანგეთმა ევროკავშირის მთლიანი ბირთვული ენერგიის 52% აწარმოვა, ევროკავშირში ბირთვული ენერგიის მწარმოებელმა დანარჩენმა 12-მა ქვეყანამ – 48%-ი. ინფორმაციას ევროსტატი აქვეყნებს. 2021 წელს, ევროკავშირის ატომური ელექტროენერგიის მწარმოებელმა 13-მა ქვეყანამ 731 701 გვატ.სთ ბირთვული ელექტროენერგია აწარმოვა. ეს ციფრი 2020 წლის მონაცემებს 7%-ით აღემატება. ევროსტატის მონაცემებით, 2021 წელს ატომური ელექტროენერგიის უმსხვილესი მწარმოებლები იყვნენ: საფრანგეთი, რომელმაც ევროკავშირის მთლიანი ბირთვული ენერგიის წარმოების 52%, 379 ...

Read More »

ბილ გეიტსის დაფინანსებული ბირთვული რეაქტორის გამოცდა 2 წლით გადაიდო — მიზეზი რუსეთზე დამოკიდებულებაა

TerraPower, კომპანია რომელსაც ბილ გეიტსი მხარს აქტიურად უჭერდა, განვითარებულ ბირთვულ რეაქტორს სულ მცირე, ორი წლის დაგვიანებით შექმნის. ეს შედეგი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დადგა, რამაც აგრესორ ქვეყანასთან სავაჭრო კავშირების შეწყვეტა გამოიწვია. კომპანია თავისი პირველი რეაქტორის, Natrium-ის, ამუშავებას 2028 წელს, ვაიომინგის შტატის ქალაქ კემერერში აპირებდა. რუსეთი — HALEU საწვავის ერთადერთი მიმწოდებელი “TerraPower-მა წარადგინა გეგმა, რომელიც პირველადი დატვირთვისთვის HALEU-ს (high-assay low-enriched uranium) ...

Read More »

უკრაინის „ენერგოატომი“ და Urenco გამდიდრებული ურანის მიწოდებაზე შეთანხმდნენ

უკრაინული კომპანია „ენერგოატომი“ და Urenco Group-ი, 2026 წლიდან, უკრაინის ატომური ელექტროსადგურებისთვის გამდიდრებული ურანის მიწოდების საკითხში გრძელვადიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, იტყობინება რუსული მედია. მოლაპარაკება „ენერგოატომის“ პრეზიდენტ პეტრ კოტინსა და Urenco-ს აღმასრულებელ დირექტორ ბორის შუხტს შორის შედგა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს – 2024-2025 წლებში Westinghouse-ის გამდიდრებული ურანის მიწოდების ზრდა უკრაინის ატომური ელექტროსადგურებისთვის. აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ენერგოატომი“ Urenco-სთან ურანის შესყიდვების შესაძლო გაზრდაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მარტში „ენერგოატომმა“ ...

Read More »

რა არის თერმობირთვული სინთეზი და რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას?

მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა სპეციალური პრესკონფერენციის საშუალებით საზოგადოებას მეცნიერების სფეროს ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ ამცნო – კალიფორნიაში მდებარე ლოურენსის სახელობის ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში მომუშავე სპეციალისტებმა, ისტორიაში პირველად, თერმობირთვული სინთეზის ექსპერიმენტის დროს დახარჯულზე მეტი ენერგიის გამომუშავება შეძლეს. ეს სუფთა ენერგიის მიღებისა და კლიმატის კრიზისთან ბრძოლის კუთხით გადადგმული უდიდესი ნაბიჯია. მეცნიერებმა თერმობირთვული სინთეზის პროცესში 192 ლაზერი დაახლოებით პილპილის მარცვლის ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უკრაინაში მუდმივ მისიას გაგზავნის

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) უახლოეს მომავალში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებში მუდმივ მისიებს გაგზავნის. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა Telegram-ში დაწერა. „რაფაელ გროსიმ მაცნობა, რომ უახლოეს მომავალში IAEA უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურში მუდმივ ტექნიკურ მისიებს გაგზავნის. ორგანიზაციის დამოუკიდებელი ექსპერტები იმუშავებენ ზაპოროჟიეს, რივნეს, ხმელნიცკის, სამხრეთ -უკრაინის და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურებზე. ეს ფაქტი მნიშვნელოვნად გაზრდის ტექნიკურ და ტექნოლოგიურ ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

ირანში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა იწყება

ირანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ხუზესტანის პროვინციაში 300 მეგავატი სიმძლავრის ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ირანის ვიცე-პრეზიდენტი და ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოჰამად ესლამი ქალაქ დარჰოვეინში კარუნის ატომური ელექტროსადგურის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწრო. ირანული მედიის ცნობით, ელექტროსადგური PWR-ის ტიპის რეაქტორის (წნევით გაგრილებული ბირთვული რეაქტორის) ხარჯზე, (ანუ გამაგრილებლად და მოდერატორად მსუბუქი წყლის გამოყენებით) იმუშავებს. ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას დაახლოებით 8 წელი დასჭირდება, პროექტის ღირებულება $2 ...

Read More »

პესკოვი: რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად არ ემზადებიან

კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. „რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად არ ემზადებიან. არ არის საჭირო რაიმე ნიშნების ძებნა იქ, სადაც არ არის და არ შეიძლება იყოს“, – აცხადებს პესკოვი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან გასვლისთვის ემზადებიან. ...

Read More »
Menu Title