მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვლუტა ბიტკოინი გუშინდელი გაუფასურების შემდეგ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. დღეის მდგომარეობით ვირტუალური ვალუტის ღირებულებამ 50,000 აშშ დოლარს კვლავ გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, ბიტკოინის ფასის ზრდა ჯეკ დორსის კომპანია Square-ის მიერ 170 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინის შეძინას უკავშირდება. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპანიის ქმედება Twitter-ისა და Square-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის კრიპტოვალუტის მიმართ კეთილგანწყობითაა განპირობებული. ...
Read More »