კრიპტოვაჭრობის სფეროში მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის აღმასრულებელი დირექტორი ციფრული ბაზრების მიმართულებით რაიან სალემი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება. „მქონდა სასიამოვნო შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. განვიხილეთ კრიპტოვალუტის მომავალი საქართველოში და შესაძლებლობები, რომლებსაც ის სთავაზობს ქვეყანას. მოუთმენლად ველი მოვლენების შემდგომ განვითარებას“, – ნათქვამია „ტვიტში“. დელეგაციამ, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით იმყოფებოდა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მთავრობის ...
Read More »