საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოქალაქეებს 197 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა. შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკ-ის სხდომაზე იქნა მიღებული. “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე, მოქალაქეებს კომპანიების მხრიდან უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები და ხანდაზმული დავალიანებები ჩამოაწერა. კომისიის გადაწყვეტილებით ჩამოწერილი თანხების ოდენობამ ჯამში 197 689 ლარი შეადგინა”, – აცხადებენ სემეკ-ში. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი ...
Read More »