Tag Archives: #ეკოლოგია

საფრანგეთის სენატმა კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის საკითხის კონსტიტუციაში შეტანის თაობაზე რეფერენდუმი დაბლოკა

საფრანგეთის სენატმა დაბლოკა რეფერენდუმი კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის საკითხის კონსტიტუციაში შეტანის თაობაზე. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ სენატის განცხადებაშია ნათქვამი. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ ჩანაწერის კონსტიტუციაში შეტანის საკითხზე რეფერენდუმის ორგანიზება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დაპირება იყო. საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატაში – სენატში უმრავლესობას ოპოზიცია ფლობს. ინიციატივის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კლიმატურ საკითხზე სახელმწიფო გარანტია შესაძლოა, მომავალში შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს ...

Read More »

18.3 გრადუსი ცელსიუსი — გაერო ანტარქტიდის ახალ ტემპერატურულ რეკორდს ოფიციალურად ადასტურებს

გაერომ ანტარქტიდის კონტინენტის ახალი, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ოფიციალურად აღიარა — დაადასტურა, რომ შარშან იქ ჰაერის ტემპერატურამ 18,3 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. მსგავსი: ანტარქტიდაზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, +18 გრადუსი დაფიქსირდა გაერო-ს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, ეს ტემპერატურა არგენტინის კვლევითმა სადგურმა „ესპერანსამ“ ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე 2020 წლის 6 თებერვალს ჩაიწერა. „მაქსიმალური ტემპერატურის რეკორდის დადასტურება მნიშვნელოვანია, რადგან გვეხმარება, დედამიწის ერთ-ერთი საბოლოო საზღვრის ამინდისა და კლიმატის სურათი დავხატოთ. ...

Read More »

თბილისი მყარი ნარჩენების ინფრასტრუქტურას განაახლებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის მყარი ნარჩენების სისტემის განახლებისთვის 3.03 მილიონი ევროს სესხი დაამტკიცა. პროექტით თბილისის ცენტრალური ნაგავსაყრელის ინფრასტრუქტურა უნდა განახლდეს, კერძოდ კი მისი სადრენაჟო წყლების სისტემა უნდა მოდერნიზდეს. EBRD-ის ინფორმაციით, ეს სესხი 2018 წელს დამტკიცებული 15 მილიონი ევროს მოცულობის პროექტის გაგრძელებას წარმოადგენს. ბანკის თანახმად, პროექტ “მწვანე ქალაქების ჩარჩო 2”-ის ფარგლებში თანხა მყარი ნარჩენების შეგროვების ავტოპარკის, გადამამუშავებელი სადგურისა ...

Read More »

მზის პანელებით მოსაპირკეთებელი სამუშაოები ელექტროენერგიის წარმოებისთვის

ბარსელონაში ცენტრალურ მოედანზე (Plaça de les Glòries) დაგებულია 50 კვადრატული მეტრი მზის ენერგო – ტროტუარი ელექტროენერგიის წარმოებისთვის. პროექტმა მოიგო მუნიციპალური კონკურსი “გენერატორების ტროტუარები“, რომელიც ეძებს განახლებადი ენერგიის გამომუშავების ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ქალაქის ინფრასტრუქტურის ფარგლებში. პროექტის მიზანი არის ელექტრო ენერგიის მიღებისა და წარმოქმნის ეკოლოგიური წყაროების დანერგვა. პანელურმა ტროტუარმა უნდა გამოიმუშაოს წელიწადში ელ-ენერგიის 7,560 კვტ / სთ, რაც ექვივალენტურია სამი საცხოვრებელი სახლის წლიური ...

Read More »

„კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, ეკონომიკაში უნდა გამოვიყენოთ მეტი თანამედროვე, უფრო გონივრული ტექნოლოგია“

„კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, ეკონომიკაში უნდა გამოვიყენოთ მეტი თანამედროვე, უფრო გონივრული ტექნოლოგია,”- ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვის – „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა. „21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევად, ბევრ სხვა გამოწვევასთან ერთად, კლიმატის ცვლილება რჩება. კლიმატის ცვლილების შერბილება არის თითოეული ქვეყნის ვალდებულება. საქართველო პარიზის შეთანხმების მონაწილეა. ჩვენმა ქვეყანამ უკვე დაამტკიცა ამბიციური ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, ...

Read More »

საქართველოში სრულად ენერგოეფექტური პირველი სმარტ კორპუსი აშენდება

პირველად საქართველოში Solar Energy Apartments SEA სრულად ენერგოეფექტურ სმარტ კორპუსს ააშენებს. ბინები სრულად მზის ენერგიაზე იქნება და ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩაერთვება. გარდა ამისა დაგეგმილია ყველა საჭირო სერვისის სრულად ინტელექტუალური მართვის სისტემაზე გადაყვანა. „ჩვენ არ ვიგონებთ ველოსიპედს. გვინდა კომბინაცია გავაკეთოთ, შევაერთოთ მზის პანელები, პერლიტის ბლოკი და თბოიზოლაციის ვიტრაჟის ფანჯრები და მივიღოთ მაქსიმალური ენერგოგამოყენება მშენებლობაში. ეს არის თერმოსის პრინციპის ბინები. მრავალბინიან საცხოვრებელ ...

Read More »

მსოფლიოში პირველი გემი ნულოვანი გამონაბოლქვით

ნორვეგიული კომპანია Yara Birkeland გეგმავს პროექტს, რომლის ფარგლებშიც შექმნიან მსოფლიოში პირველ სრულად ელექტრო და ავტონომიური გადამზიდს ნულოვანი გამონაბოლქვით. ამ გემით Yara შეამცირებს დიზელზე მომუშავე სატვირთო მანქანების გადაზიდვას წელიწადში 40,000 მოგზაურობით. პროექტი მუშავდება ისე, რომ შეიქმნას სტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც ტვირთი სატრანსპორტო გზიდან პირდაპირ ზღვაში გადადიოდეს, რის შედეგადაც შემცირდება ხმაური და მტვერი, გაუმჯობესდება ადგილობრივი გზების უსაფრთხოება და მნიშვნელოვნად შემცირდება NOx და CO2– ...

Read More »

Heineken მენეჯერების ხელფასებს მათი ეკოლოგიური აქტივობის მიხედვით განსაზღვრავს

ჰოლანდიური ლუდის გიგანტ Heineken-ის მენეჯერების ხელფასები და ბონუსები მალე იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ ვინ რა წვლილს შეიტანს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში. მსოფლიოში სიდიდით მეორე ლუდსახარშ კომპანიას თავის მიზნებში გაწერილი აქვს, რომ 2040 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე წარმოებად უნდა გადაიქცეს. „ამჟამად ვიკვლევთ, თუ როგორ დავუკავშიროთ ეს მიზნები ხელმძღვანელი პირების წახალისებას,“ – განუცხადა Bloomberg-ს კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დოლფ ვან დენ ბრინკმა. მისი ...

Read More »

გარემოს ეროვნული სააგენტო ზედაპირული და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესებისთვის აქტიურად მუშაობს

„ევროკავშირი აგრძელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერას წყლის რესურსების მართვის რეფორმის განხორციელების პროცესში. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგის სადგურები გადაეცა, რომლებიც მიწისქვეშა წყლების დაკვირვების სისტემის სრულყოფას ემსახურება. რეფორმის განხორციელების პროცესი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს რაციონალურად და მდგრადად აითვისოს როგორც ზედაპირული, ასევე მიწისქვეშა წყლები”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ...

Read More »

G7 შეთანხმდა კლიმატის ცვლილების ყოველწლიური დაფინანსება 100 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს

G7-ის ლიდერები შეთანხმდნენ გაზარდონ თავიანთი შენატანები 100 მილიარდ დოლარამდე, რათა დაეხმარონ ღარიბ ქვეყნებს ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებასა და გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში. G7-ის ქვეყნებმა ასევე დადეს პირობა, რომ 2050 წლისთვის მიაღწევენ ნახშირბადის ნულოვან ემისიას, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა. შვიდმა ქვეყანამ – შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და იაპონიამ – კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, მოახდინონ ...

Read More »
Menu Title