Tag Archives: #ელექტრიფიკაცია

საქართველო „ელექტრონული აღმრიცხველის“ თანამედროვე სისტემაზე გადადის

ოქტომბრიდან ყველა, ახალ საცხოვრებელ კორპუსში “ჭკვიანი მრიცხველი” დამონტაჟდება

პირველი ოქტომბრიდან ყველა ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც შევა ექსპლუატაციაში, აღჭურვილი იქნება ჭკვიანი მრიცხველებით. როგორც სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, გამანაწილებელი ქსელის ახალი წესები უკვე დამტკიცებულია. „ეს ის მრიცხველია, რომელიც თავად გადასცემს ინფორმაციას კომპანიას, შეუძლია გარკვეული მანიპულაციის ჩატარება, ანუ მომხმარებლამდე აღმრიცხველის მისვლაც არ იქნება საჭირო არც ელექტროენერგიის გასათიშად და არც ჩასართვად. ჭკვიან მრიცხველს შეუძლია დისტანციურად არა მხოლოდ ის გამოთვალოს ...

Read More »
დენის ტარიფი 12 თეთრზე მეტი არ უნდა იყოს

რა იცვლება დღეიდან ელექტროენერგიის აბონენტებისთვის

დღეიდან, 1-ლი ივლისიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. კერძოდ, თბილისში, „თელასს“ ჩაანაცვლებს „თელმიკო“, ხოლო რეგიონებში “ენერგო-პროს” ნაცვლად, ელექტროენერგიის მიმწოდებელი „ეპ ჯორჯია“ იქნება. მომხმარებლებისთვის ტარიფები არ შეიცვლება, თუმცა, გარდამავალ ეტაპზე, ანუ 30 ივნისიდან ივლისის პერიოდში, მრიცხველების ამონაწერის კომპანიისთვის მიწოდება თავადაც შეეძლებათ. “1-ლი ივლისიდან გარკვეული ცვლილებები ხდება ელექტროენერგეტიკის სექტორში, რომელიც არაერთხელ იყო დაანონსებული. კერძოდ, იყოფა კომპანიები, მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. თუ ...

Read More »
შესაძლებელია თუ არა ჰაერის ელექტროენერგიად გარდაქმნა

რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, პირველ ივლისს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კედიას ქუჩის მოსახლეობას. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის, ორბელინის მოედნის, ერეკლე მეორის მოედნის, ალექსანდრე ჩიკვაიძის, ერეკლე მეორის, ანტონ კათალიკოსის, კოტე აფხაზის, ჩახრუხაძის, შავთელის, ყავლაშვილის, ნიშნიანიძის, ფხოვის, ხაზინის, ათონელის, ფურცელაძის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან ...

Read More »

დავით ნარმანიამ სემეკის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ კომისიის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ ონლაინ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ „ენერგეტიკის მედია კლუბის“ მონაწილეები, სტუდენტები, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის, ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესის, ელექტროენერგიის ბაზრის სტრუქტურის, სატარიფო პოლიტიკის, 2020 წლის ძირითადი მოვლენების, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, კომუნალური სერვისების ხარისხის, საერთაშორისო ურთიერთობების, ...

Read More »
აფხაზეთის გზების, ხიდებისა და გვირაბების ამსახველი უნიკალური ფოტოები

აფხაზეთი ახალი ენერგოკრიზისის მოლოდინშია

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვებზე ალაპარაკდნენ – ე.წ. პარლამენტის დეპუტატები მოელიან, რომ ინტენსიური ენერგომოხმარების გამო უკვე სექტემბერ–ოქტომბერში მოსალოდნელია ენერგოდეფიციტის ახალი ტალღა. ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. სახელმწიფო ენერგოკომპანია „ჩერნომორენეგრო“ ამ საკითხზე კომენტარებს არ აკეთებს, თუმცა, არ უარყოფს, რომ ენერგეტიკის პრობლემები ამ დღეებში დეპუტატების ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრის დროს განიხილებოდა. ამ შეკრების მონაწილის, ე.წ. პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის ნატალია სმირის თქმით, ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ის 40%, ...

Read More »
24 მარტს 1450 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში 28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. გლდანის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის და გობრონიძის ქუჩის მოსახლეობას. დიდუბის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ...

Read More »
2014 წლის ელექტროენერგიის ბალანსი

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 25 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ნაძალადევის რაიონი – 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მოსახლეობას. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელა ჭედიას, ლაზოს, შუშის, მონასტრის და წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

ელგრინი 2021 წლის პირველ 6 თვეში აზერბაიჯანიდან განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტს აჯამებს

ენერგეტიკული კომპანის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, „ელგრინი“ აჯამებს 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობებსა და საზოგადოებას შეახსნებს, თუ რა ტარიფებით განხორციელდა ეს შესყიდვები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2021 წლის იანვარში აზერბაიჯანიდან 151.8 მლნ კვტ/სთ–ის იმპორტი  განხორციელდა. აქედან 104.3 მლნ კვტ/სთ ესკომ “ელ გრინთან” დადებული კონტრაქტის საფუძველზე შეისყიდა  და ფასები შემდეგნაირად განისაზღვრა: უქმეებზე – 3.9 ცენტი, ღამის საათებში ...

Read More »

ესკო 2021 წლის მაისის თვის ანგარიშს აქვეყნებს

2021 წლის მაისის თვეში, ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 223 484 185,5 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 18% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 28 505 275 ლარი შეადგინა. ◼ – პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია ◼ – საბალანსო ელექტროენერგია მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 12,7549405 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი – 1.857 თეთრი. აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ...

Read More »

„თელასი“ – ვებგვერდ Telasi-chveneba3006.telasi.ge-ზე მრიცხველის ჩვენების გამოგზავნა ერთჯერადია და არ არის სავალდებულო

კომპანია „თელასი“ განმარტებას აკეთებს სმს შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომელიც მისმა აბონენტებმა მიიღეს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ შეტყობინებაში მითითებული – მრიცხველის ჩვენების გაგზავნა სავალდებულო არ არის. „თელასმა“ შექმნა ვებგვერდი მომხმარებლებისათვის Telasi-chveneba3006.telasi.ge, სადაც ერთჯერადათ მომხმარებელს შეუძლია, გამოაგზავნოს თავისი მრიცხველის ჩვენება 30 ივნისის მდგომარეობით. ეს მხოლოდ ერთჯერადია და არაა სავალდებულო. პირველი ივლისიდან მომხმარებლებს ელქტროენერგია მიაწვდის თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია („თელმიკო“), „თელასი“ მხოლოდ ელქტროქსელის ოპერირებას განახორციელებს. მომხმარებლებისათვის ...

Read More »
Menu Title