ზამთრის მოახლოებასთან და ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო, ხოლო ექსპორტი მინიმუმამდე დაიყვანა. როგორც „კომერსანტს“ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განუცხადა, საქართველომ სექტემბრიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო. ნარმანიას თქმით, საქართველოს ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან შემოაქვს, ხოლო გასულ თვეში ექსპორტს, ისიც მცირე რაოდენობით სომხეთში ახორციელებდა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებზე დაყრდნობით გეტყვით, რომ ელექტროენერგიის ექსპორტი სექტემბერში მცირე მოცულობით, მხოლოდ სომხეთში ...
Read More »