Tag Archives: #ელექტრომობილები

Tesla Model 3 მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი გახდა

Tesla Model 3–ს ჯამურმა გაყიდვებმა 1 მლნ ეგზემპლარს გადააჭარბა, წერს გამოცემა CleanTechnica. ეს მოდელი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი გახდა. პორტალის CleanTechnica მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, მეორე კვარტალში 225 000 ერთეული Tesla Model 3 გაიყიდა. სხვა მოდელმა – Tesla Model Y ასევე გაარღვია 250–ათასიანი ნიშნული. ექსპერტების პროგნოზით, წლის ბოლომდე ამ უკანასკნელის გაყიდვებმა შესაძლოა 500 ათასს გადააჭარბოს. ამასთან, Model S და Model ...

Read More »

Lamborghini-მ ჰიბრიდული ძრავის მქონე სუპერმანქანა გამოუშვა

იტალიურმა ავტომწარმოებელმა ჰიბრიდული ძრავის მქონე განახლებული Lamborghini Countach წარადგინა. შეზღუდული რაოდენობით გამოსული მოდელის ოფიციალური სახელწოდებაა Countach LPI 800-4, ანუ Longitudinale Posteriore Ibrido, რაც გრძივ უკანა ჰიბრიდს ნიშნავს. განახლებულ Lamborghini Countach-ს 769 ცხენის ძალის სიმძლავრის 6.5 ლიტრის ტევადობის თორმეტცილინდრიანი შიდა წვის ძრავი და 33 ცხენის ძალის სიმძლავრის 48-ვოლტიანი ელექტროძრავი აქვს, რის გამოც, „სუპერქარისთვის“ დამახასიათებელი ხმის გამოცემა ახალ ლამბორგინისაც შეეძლება. მანქანა 0-100 კმ/სთ ...

Read More »

დიდ ბრიტანეთში 2035 წლისთვის ავტომობილების 60% ელექტრომობილი იქნება

გაერთიანებული სამეფოს ტონი ბლერის გლობალური ცვლილების ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ გარემოში ემისიების მნიშვნელოვნად შესამცირებლად მოსახლეობის დიდი ძალისხმევაა საჭირო. სწორედ ამიტომ, ბრიტანეთი გეგმავს 2035 წლისთვის ავტომობილების 60% ელექტრომობილით ჩაანაცვლოს. ამის შესახებ BBC წერს. მეცნიერთა გათვლებით, ნულოვანი გამონაბოლქვის მისაღწევად საჭირო იქნება ერთ ადამიანზე საჰაერო მოგზაურობის დიაპაზონი 6%-ით შემცირდეს, ხოლო ადამიანების რაოდენობა, რომლებიც რეგულარულად მართავენ მანქანას – მხოლოდ 4%-ით. ”ვფიქრობ, 2050 წლისთვის ჩვენ ...

Read More »
ოპელ

Opel-მა წარადგინა ახალი ელექტრომობილი, რომელიც ერთი დატენვით 75 კილომეტრს გაივლის

კომპანია Opel-მა წარადგინა ახალი ელექტრომობილი Rocks-e, რომლის მართვაც გერმანიაში 15 წლიდან იქნება შესაძლებელი. ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარეა 45 კმ/სთ, ხოლო ბატარეის ერთი დატენვით ის 75 კილომეტრს გაივლის. ელექტრომობილის ფასი დაახლოებით 7 ათასი ევრო იქნება. მისი დატენვა დენის ჩვეულებრივი წყაროდან იქნება შესაძლებელი, ბატარეის სრულად დასატენად კი 3,5 საათი იქნება საჭირო. გერმანიაში Rocks-e უკვე მიმდინარე წლის შემოდგომიდან გაიყიდება, 2022 წელს კი ის სხვა ...

Read More »

Tesla-ს ბერლინის გიგაქარხანაში წარმოება ოქტომბერში დაიწყება

Tesla იმედს იტოვებს, რომ ბერლინთან ახლოს მდებარე მათ გიგაქარხანაში ელექტრობატარეებისა და მანქანების წარმოება ოქტომბერში დაიწყება, – ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ გიგაქარხნის გახსნა ჯერ კიდევ ივლისში იგეგმებოდა, თუმცა სამართლებრივი და სხვა ბიუროკრატიული მიზეზების გამო, ეს დღემდე ვერ მოხერხდა. ამას გარდა, Tesla-ს ამ რეგიონში გამოჩენას გარემოსდაცვითი აქტივისტები ეწინააღმდეგებიან. „იმედს ვიტოვებთ, რომ პირველი მანქანების გამოსაშვებად ნებართვას მივიღებთ –  ოქტომბერში, ...

Read More »

განახლებული ლამბორჯინი ჰიბრიდული ძრავით გამოვა

ლეგენდარულმა იტალიურმა ავტომწარმოებელმა განახლებული „სუპერქარის“, Lamborghini Countach-ის წარდგენა დააანონსა. კომპანია ლაკონიური განცხადებით შემოიფარგლა: „მომავალი ჩვენი მემკვიდრეობაა. ახალი Lamborghini Countach მალე აქ იქნება. მოემზადეთ…“ განცხადებას თან ერთვის რამდენიმეწამიანი ვიდეო, შემდეგი ტექსტით: „რას ხედავ? ახალ პოსტერს, რომელსაც კედელზე გააკრავ თუ ოცნებას, რომელიც ხელახლა დაიბადა? ახალი Lamborghini Countach მალე აქ იქნება“. ლეგენდარული მოდელის განახლებული ვერსიის წარდგენამ მსოფლიოს გარშემო ვნებათაღელვა გამოიწვია. ავტორიტეტული გამოცემები იუწყებიან, ...

Read More »

Audi-ს უახლეს ელექტრომობილს ზომისა და ფორმის შეცვლა შეუძლია

Audi-მა კონცეპტუალური ავტომობილების სამეულიდან პირველი Audi Skysphere წარადგინა. Skysphere მფლობელებს სთავაზობს ტრანსპორტის ორ ვარიანტს: გრანდიოზული ტურისტული მანქანის ელეგანტურ კომფორტს და სპორტულ ავტომობილს. სრულად ელექტრო “როუდსტერის”, Skysphere-ის ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია ის, რომ მას შეუძლია შეამციროს ან გაზარდოს ღერძებს შორის დაშორება ღილაკის დაჭერით. Skysphere-ი მოიცავს ორი სხვადასხვა კონცეფციის მანქანას- Grandsphere კონცეფციას, რომელიც მომავალ თვეში გამოვა და Urbansphere კონცეფცია, რომლის დებიუტი 2022 წელს ...

Read More »

2030 წლისთვის აშშ-ში ავტომობილების 50% ელექტრომობილი იქნება

აშშ -ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს, ქვეყნის ავტოინდუსტრია უფრო ეკოლოგიურად სუფთა გახადოს. 2030 წლისთვის აშშ-ში გაყიდული ახალი მანქანების ნახევარი ელექტროძრავის მქონე იქნება. შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებას ბაიდენი ხელს დღეს,  5 აგვისტოს მოაწერს. ბაიდენის განკარგულება საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებს კლიმატის კრიზისს უფრო აქტიურად ებრძოლოს. ახალი კანონით გათვალისწინებული ზომები ასევე მოიცავს საწვავის ეფექტურობის ახალი სტანდარტების შემუშავებას, დაბინძურების შემცირებას და კლიმატის ცვლილების შენელებას. წყარო: report

Read More »

Stellantis-ი Alfa Romeo და Lancia ბრენდის ქვეშ მხოლოდ ელექტრომობილების გამოცემას აპირებს

ტრანსნაციონალური საავტომობილო კონცერნი Stellantis-ი Alfa Romeo და Lancia ბრენდის ქვეშ მხოლოდ ელექტრომობილების გამოცემას აპირებს. ამის შესახებ სამშაბათს, ონლაინ პრეზენტაციის დროს Stellantis-ის თავკაცმა კარლოს ტრავარესმა განაცხადა. მისივე თქმით, 2026 წლიდან ავტომობილების ყველა ახალი მოდელი უნდა იყოს ელექტრო ძრავით. კარლოს ტრავარესმა კომპანიის ამ ხედავს „მასშტაბური ეკოლოგიური ტრანსფორმაცია“ უწოდა. Stellantis-ი 2021 წელს, იტალიურ-ამერიკული Fiat Chrysler Automobiles (FCA)-სა და ფრანგული Groupe PSA-ს შერწყმით შეიქმნა. ...

Read More »

საქართველოში ელექტრომობილების დატენვა მალე მზის ენერგიით იქნება შესაძლებელი

საქართველოში ელექტრომობილების დატენვა მალე მზის ენერგიით იქნება შესაძლებელი. პროექტის ტექნიკური მხარე უკვე მზადაა და როგორც „ბიზნეს ფორმულას“ E-Space-ის საოპერაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით იოსავამ განუცხადა, მიმდინარეობს ლოკაციის შერჩევა. „აღნიშნული პროექტის ტექნიკური მხარე პარტნიორ „ჰელიოს ენერჯისთან“ ერთად უკვე მოვამზადეთ, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კომპანიასთან, სადაც პირველი პროტოტიპი უნდა დადგეს“,- განმარტავს იოსავა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში გაიზრდება დამტენების ასორტიმენტიც და მომხმარებელი შვედურ-შვეიცარული კომპანია ABB-ს მეორე დონის ...

Read More »
Menu Title