Tag Archives: #ელექტრომობილი

რომელ ქვეყნებშია ყველაზე დიდი მოთხოვნა ელექტრო ავტომობილებზე?

ანალიტიკური პლატფრომა Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნაა ელექტრონულ ავტომობილებზე. ანალიტიკური პორტალი წერს, რომ ყველაზე მეტი ელექტრონული და ჰიბრიდული მანქანა ჩინეთში გაიყიდა. 2020 წელს გაყიდული ავტომობილების საერთო რაოდენობამ 1,246,000 შეადგინა, ეს რიცხვი 15%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით. Statista-ს მონაცემებით, ჩინეთს შემდეგ ელექტრნულ ავტომობილებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა გერმანიაშია, სადაც გასულ წელს 394,943 ავტომობილი გაიყიდა, ზრდამ 2019 წელთან შედარებით 263% ...

Read More »

Tesla-მ, სავარაუდოდ, ბიტკოინით უფრო დიდი მოგება მიიღო, ვიდრე ელექტრომობილებით

ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი შეიძინა. სავარაუდოდ, ერთ თვეში ამ ინვესტიციით კომპანიამ უფრო დიდი პოტენციური მოგება მიიღო, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში ელექტრომობილების წარმოებითა და გაყიდვით. Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი [BTC] 2021 წლის იანვარში შეიძინა. ტრანზაქციის ზუსტი თარიღი და ფასი უცნობია. სავარაუდოდ, შესყიდვა ერთბაშად არ განხორციელებულა და რამდენიმე კვირაზე იყო გადანაწილებული, რაც კრიპტოინვესტირების სფეროში გავრცელებული პრაქტიკაა. ...

Read More »

JAGUAR LAND ROVER-ი 2025 წლისთვის ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა

BBC-ის ინფორმაციით, Jaguar Land Rover-ის ბრენდი 2025 წლისთვის სრულად ელექტომობილების წარმოებაზე გადავა. კომპანიის განცხადებით, იგი შეინარჩუნებს სამივე ბრიტანულ ქარხანას როგორც ახალი სტრატეგიის ნაწილს. კომპანია გეგმავს წელიწადში დაახლოებით 2.5 მილიარდი ფუნტი დახარჯოს ავტომობილების ახალ ტექნოლოგიებზე. როგორც BBC აღნიშნავს, ეს დიდი ნაბიჯია Jaguar Land Rover-ისთვის, მაგრამ რეალობა ის არის, რომ მცირე არჩევანი აქვს. სხვა მწარმოებლების მსგავსად, მასზე ზეწოლა ხორციელდება, რომ შეამციროს CO2–ის ...

Read More »

როდის დაიწყება საქართველოში ელექტრომობილების წარმოება

საქართველოში პირველი ელექტრომობილის წარმოების თარიღმა 2022 წლისთვის გადაიწია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ექსკლუზიურად განუცხადა. როგორც მინისტრი განმარტავს, ინვესტორს ქუთაისში, ელექტრომობილების წარმოების დაწყებაში ხელი პანდემიამ შეუშალა, ამიტომ ნათია თურნავა ფიქრობს, რომ კომპანიას ვალდებულებების შესრულებისთვის დამატებითი დრო მიეცემა. „წარმოება რა თქმა უნდა, დაწყებული არაა, უგვიანდებათ დაწყება, თუმცა გარკვეული სამშენებლო სამუშაოები ჩატარებული აქვთ, ნებართვაზეც მუშაობდნენ, ტექნოლოგიური ხაზიც აქვთ შერჩეული და ...

Read More »

თუ ელექტრომობილის დამტენი გაქვთ ბიზნესის დაწყებასაც შეძლებთ – E-SPACE-ის შეთავაზება

E-space-ი მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. ბიზნეს მოდულის საშუალებით, ნებისმიერი პირი, რომელსაც ე.წ ჭკვიანი დამტენი აქვს, E-space-ის აპლიკაციაში ჩართვა და დამტენების მართვა თავად შეუძლია. პროგრამაზე ხელმისაწვდომობა მომხმარებელს საშუალებას მისცემს მსურველებისთვის თავად დააწესოს დამტენით სარგებლობის ტარიფი, შემდეგ კი შემოსავალი მიიღოს. „ბიზნეს მოდულის დახმარებით, ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც ე.წ ჭკვიანი დამტენი აქვს, შეუძლია ჩაერთოს ჩვენს აპლიკაციაში და თავისი დამტენები სწორედ მისი მეშვეობით მართოს. აქამდე ...

Read More »

IDFI-მ დაადგინა რატომ არ არის სახელმწიფო ავტოპარკში ელექტროავტომობილები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე არსებული უზუსტობების აღმოფხვრა, რადგან სახელმწიფო ავტოპარკის შემდგომი განახლება ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკური ავტომობილებით განხორციელდეს. როგორც IDFI-ში აცხადებენ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა აქტიურად აჟღერებდა გეგმებს მწვანე ეკონომიკის მიმართულებით. აქტიურად ხდება ჰიბრიდული და ელექტრომობილების იმპორტის წახალისება. 2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში” შესული ცვლილებების თანახმად, აქციზის გადასახადი ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში შემცირდა, ხოლო ელექტრომობილები ...

Read More »

Ford-ი ელექტრო და უპილოტო ავტომობილების წარმოებაში $29 მილიარდს ჩადებს

ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Ford-ი ელექტრო და უპილოტო ავტომობილების წარმოებისთვის $29 მილიარდს გამოყოფს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯიმ ფარლიმ განაცხადა. მისივე თქმით, $7 მილიარდი ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის შემუშავებას მოხმარდება, $22 მილიარდი კი ელექტრომობილების წარმოების განვითარებაზე დაიხარჯება. კომპანია აქტიურ მუშაობას განაგრძობს ავტომობილების კომპიუტერული სისტემის დასახვეწად. 2023 წლისთვის Ford-ის ავტომობილების საბორტო სისტემები Android-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან იქნება ინტეგრირებული.

Read More »

ევროკავშირში ჰიბრიდი და ელექტრომობილების გაყიდვები 1 მილიონამდე გაიზარდა

ევროკავშირის ქვეყნებში ჰიბრიდი და ელექტრონული ავტომობილების გაყიდვები 1 მილიონამდე გაიზარდა, რაც აღნიშნული ტიპის მანქანებზე მოთხოვნის ზრდით აიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემა ევროპის ავტომობილთა მწარმოებელთა ასოციაციაზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს 1.046 მილიონი ელექტრონული და ჰიბრიდული ავტომობილი გაიყიდა, მაშინ როდესაც 2019 წელს გაყიდული ავტომობილების რაოდენობამ 387,808 შეადგინ. აღსანიშნავია, რომ ე.წ ფლაგ-ინ ჰიბრიდებს, მათი გაყიდვები 59 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ბენზინის ძრავის ...

Read More »

Hyundai ბრიტანულ სტარტაპთან ერთად მფრინავი მანქანებისთვის პირველ აეროპორტს ააშენებს

აღნიშნული პროექტი შეირჩა სამთავრობო პროგრამით, რომელიც მიზნად ისახავს ნულოვანი ემისიის საფრენი აპარატებისა და საჰაერო ტრანსპორტის შექმნას. მფრინავი მანქანების აეროპორტი ინგლისის ქალაქ კოვენტრიში აშენდება. პროექტით ასევე გათვალისწინებული იქნება, თუ როგორ იმუშავებენ საჰაერო ტაქსები ურბანულ ცენტრებში. Urban-Air Port, ბრიტანეთში დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც პარტნიორობას უწევს ავტომობილების გიგანტ Hyundai Motor- ს საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაში. ნოემბრიდან კოვენტრიის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ხსენებული აეროპორტი, დაინახონ, თუ ...

Read More »

თურქეთში პირველი უპილოტო ელექტროავტობუსი წარადგინეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრო პირველი ელექტრო, უპილოტო სამგზავრო ავტობუსის პრეზენტაციას. აღნიშნულის შესახებ განცხადება გაკეთდა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის Twitter ანგარიშზე, იუწყება Axar.az. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული პრეზენტაციის დროს, დამსწრე საზოგადოებას შეატყობინეს, რომ უპილოტო სამგზავრო ავტობუსი წარმოადგენს თანამედროვეობის მანქანას, რომელიც მთლიანად თურქმა ინჟინრებმა შექმნეს. ”ჩვენ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მივდივართ მეოთხე თაობის უპილოტო ელექტროავტობუსით Atak Elektrik-ით, რომელიც მთლიანად თურქი ...

Read More »