Tag Archives: #ელექტრომობილი

FORD-ი ჩინეთში ელექტრო MUSTANG-ების წარმოებას იწყებს

Ford-ი ჩინეთში Mustang-ის ავტომობილების წარმოებას იწყებს. BBC-ის ინფორმაციით, Mustang Mach-E წარმოება წელს დაიწყება. ახალი ელექტროძრავიანი Mustang-ი სპორტული სატრანსპორტო საშუალებაა, რომლის მიზანია ჩინეთის ბაზრის დაკავება. Ford–მა ჩინეთში წარმოებული პირველი ლინკოლნის მანქანები გასული წლის მარტში გამოუშვა, მაგრამ ბრენდი ჩინურ ბაზარზე უმნიშვნელო მოთამაშედ რჩება პრემიუმ კონკურენტებთან შედარებით. დასავლური ბრენდები აგრესიულად უმიზნებენ ჩინეთს, სადაც ელექტროენერგიის გაყიდვები მკვეთრად გაიზრდება. BBC-ი წერს, რომ Volkswagen-ის განმარტებით მალე ...

Read More »

Tesla-მ 2020-ის ბოლო კვარტალში რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილები აწარმოა

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla აცხადებს, რომ ავტოკონცერნმა 2020-ის ბოლო კვარტალში რეკორდული რაოდენობის ავტომობილების წარმოება და მიწოდება შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, კომპანია წარმოების და მიწოდებს ასეთ ზრდას ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნით ხსნის. კომპანიის მონაცემებით, Tesla-მ 180,570 ელექტრომობილის მიწოდება შეძლო ბაზრისათვის გასული წლის მეოთხე კვარტალში, თუმცა აღნიშნული რიცხვი მაინც ნაკლებია კომპანიის მილიარდერი მფლობელის ილონ მასკის გასული წლის დასაწყისში გაკეთებულ განცხადებასთან. ...

Read More »

ელექტრომობილების მფლობელთათვის E-SPACE-ის დამტენებით მომსახურება ფასიანი ხდება

E-space-ის ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობები, რომლითაც ამ დრომდე მომხმარებელი თანხის გადახდის გარეშე სარგებლობდა, ფასიანი ხდება. 100 კილომეტრის დასაფარად საჭირო ელექტროენერგიის მიღებას 8-9 ლარი დასჭირდება. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ავთანდილ შავიშვილი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება ბაზრის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. „ჩვენს ქსელში სწრაფი დამტენებით სარგებლობა ფასიანი იყო, ხოლო ქალაქის ნელი დამტენები უფასო. თებერვლის შუა რიცხვებიდან ეს დამტენებიც ფასიანი გახდება. 100 კილომეტრის მუხტისთვის საჭირო ...

Read More »

2026 წლისთვის ელექტრომობილები მთლიანად ჩაანაცვლებენ საწვავზე მომუშავე მანქანებს

ცნობილმა ავსტრალიელმა ფუტურისტმა რეი ვილსმა განაცხადა, რომ ელექტრომანქანების, როგორიცაა Tesla Model 3 და Nissan Leaf ღირებულება 2023 წლისთვის გაუტოლდება წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მანქანების ღურებულებას. უილსმა ასევე აღნიშნა, რომ 2026 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილები გამოვა. უილსი, რომელიც არის საკონსულტაციო ფირმის Future Smart Strategies ხელმძღვანელი და ალტერნატიული ენერგოკომპანია Horizon– ის დირექტორთა საბჭოს წევრი, დარწმუნებულია, რომ ელექტრომობილების მომავალი შორს არ არის და ბევრად უფრო ...

Read More »

ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყნის სამთავრობო ავტოპარკი ელექტრომობილებით შეიცვლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამთავრობო ავტოპარკი ელექტრომობილებით შეიცვლება, რომლებიც ამერიკაში იქნება წარმოებული. ამის შესახებ გამოცემა Techcrunch-ი წერს.  თუ ეს პირობა მან შეასრულა, ეს ამერიკული ავტომწარმოებლებისთვის სერიოზული წარმატების მომტანი იქნება. ცნობისთვის, ბაიდენმა პირობა ინიციატივა Made in America-ს ფარგლებში გასცა, რომელიც ამერიკულ ავტოინდუსტრიაში ერთი მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას ისახავს მიზნად. ბაიდენის პირობა მასშტაბურ შესაძლებლობას აძლევს მწარმოებლებს. ვინაიდან, ამერიკის მთავრობის ავტოპარკში, ...

Read More »

მირცხულავა: ისეთ ჰიდროელექტროსადგურებს, როგორებიცაა „ნამახვანი“ ან ნენსკრა“, შეუძლიათ ქვეყნის წლიური მშპ 1%-ით გაზარდონ

გასული წლის დეკემბერი და მიმდინარე წლის დასაწყისი საკმაოდ დატვირთული იყო ენერგეოსექტორში მიმდინარე სიახლეებით: გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის; საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 3 თვით გაჩერდა; უკონტროლო კრიპტომაინინგის გამო, გამწვავდა სიტუაცია სვანეთში. აღნიშნულ საკითხებზე, ასევე ენერგეტიკაში არსებული გამწვევებსა და პერსპექტივებზე „ენერგონიუსი“ ენერგეტიკოს დავით მირცხულავას ესაუბრა. 2021 წლიდან საქართველოს ბიზნესსაც და მოსახლეობასაც ელექტროენერგიის ტარიფი გაეზარდათ. თქვენი ...

Read More »

ელექტრომობილების პირველი ბატარეა, რომელიც ხუთ წუთში იტენება

ისრაელურმა კომპანიამ StoreDot შექმნა – პირველი ელექტრონული ავტომობილების ბატარეა, რომელიც ხუთ წუთში იმუხტება. ეს ნიშნავს, რომ მალე ავტომობილი იმ სისწრაფით დაიმუხტება, რა სისწრაფითაც ის საწვავით ივსება.     ლითიუმ-იონის ნიმუშები StoreDot-ის ჩინურმა სტრატეგიულმა პარტნიორმა Eve Energy აწარმოა.  StoreDot-ის განცხადებით, იმისათვის, რომ ბატარეა 5 წუთში სრულად დაიტენოს, არსებული დატენვის ინფრასტრუქტურა შეუფერებელია.  “ინდუსტრიისთვის ეს უზარმაზარი ნაბიჯი იქნება, სწრაფი დამუხტვა უფრო მოსახერხებელია და ის ...

Read More »

Hyundai და Apple ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავენ

პარასკევს Hyundai- ს აქციები თითქმის 25% -ით გაიზარდა, პირველად 33 წლის მნაძლზე. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ელექტრომობილების წარმოებასთან დაკავშირებით, ავტოკომპანია მოლაპარაკებებს Apple–თან აწარმოებდა. პარასკევს კორეის საავტომობილო მწარმოებელ Hyundai– ს აქციები 24,8% –ით გაიზარდა და მიაღწია 257,000 კორეულ ვონს ($ 236 დოლარს). ეს არის კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულების მაქსიმალური დღიური მოგება 1988 წლიდან, აღნიშნავს Bloomberg. მანამდე, 8 იანვარს Korea Economic Daily, ...

Read More »

ელექტრომობილებისა და მზის პანელების მწარმოებელი კომპანიის დამფუძვნებელი ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია

ილონ მასკი $185 მლრდ-ით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა. Tesla-ს და SpaceX-ის მწარმოებელმა ილონ მასკმა ამ სიაში პირველ ადგილი მას შემდეგ დაიკავა, რაც Tesla-ს აქციების ფასი გაიზარდა და $700 მლრდ-ს მიაღწია. ”ჩემი ფულის დაახლოებით ნახევარი გამიზნულია დედამიწაზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, ნახევარი კი მარსზე თვითმმართველი ქალაქის შექმნისათვის, რათა უზრუნველყოს სიცოცხლის გაგრძელება,” – ამბობს მასკი. 2017 წლიდან კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი Amazon-ის დამფუძნებელი ...

Read More »

ავტომობილი, რომელიც ნახშიროჟანგს შთანთქავს და ჟანგბადს გამოყოფს

შანხაის საავტომობილო ინდუსტრიის კორპორაცია SAIC-ის ავტომობილის YeZ-ის კონცეფცია იმითაა რევოლუციური, რომ იგი მცენარეების მსგავსად ფოტოინთეზირებს. აითვისებს ჰაერში უკვე არსებულ ნახშიროჟანგს და ატმოსფეროში ჟანგბადს გამოყოფს. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება მანქანის სახელში ჩადებული აზრიც, YeZ ხომ ჩინურად “ფოთოლს” ნიშნავს. მრავალ ფუტურისტულ ასპექტს შორის გამოირჩევა სახურავი, რომელზეც განთავსებულია მზის პანელები და ბორბლები, მასზე დამაგრებული მცირე ზომის ქარის ტურბინებით, დამატებითი ენერგიის მისაღებად. აღნიშნული მახასიათებლები ...

Read More »