სომხეთი რუს პარტნიორებთან ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენების საკითხზე მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა განაცხადა. „ჩვენ ვგეგმავთ ახალი ატომური ელექტროსადგურის ქონას და უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამ საკითხზე პარტნიორებთან რუსეთში. ჩვენ ასევე გვაქვს წინადადებები სხვა ქვეყნებიდანაც“, – განაცხადა პაპიკიანმა და დასძინა, რომ მისი ერთ-ერთი მოადგილე და სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დირექტორი ვიზიტით რუსეთში იმყოფებიან. ...
Read More »