Tag Archives: #ენერგოსექტორი

ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანი ქვეყნის ბირთვული ობიექტების შესახებ ჩანაწერებს ატომურ სააგენტოს აღარ გადასცემს

ირანი ქვეყნის ბირთვული ობიექტების შესახებ ჩანაწერებს ატომურ სააგენტოს აღარ გადასცემს, – აღნიშნულის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ გალიბაფმა განაცხადა. მისი თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მიცემული ვადა, ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე, რამდენიმე დღის წინ ამოიწურა და ირანი მას აღარ გაახანგრძლივებს. გალიბაფის განცხადებით, ირანი აღარ გეგმავს ჩანაწერების და ინფორმაციის სააგენტოსთვის გადაცემას. ირანმა საკუთარ ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო სააგენტოს დაშვება მიმდინარე წლის 23 თებერვალს შეაჩერა. საერთაშორისო სააგენტოს ...

Read More »
2016 წლის პირველ კვარტალში ენერგეტიკის სექტორი 3.1%-ით შემცირდა

ენერგეტიკის დარგის ინვესტორები მხარდამჭერ მექანიზმებში ცვლილებების შეტანას ითხოვენ

ენერგეტიკის დარგის ინვესტორები ახალი მხარდამჭერი მექანიზმებით უკმაყოფილოები არიან და ამ ინსტრუმენტებში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. კომპანიებში ამბობენ, რომ მთავრობის მიერ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების სანაცვლოდ შეთავაზებული მექანიზმი ეფექტურად ვერ იმუშავებს და დარგში ვერც ინვესტიციებს მოიზიდავს. როგორც კომპანიებში განმარტავენ, ე.წ. Feed in Premium-ის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ინვესტორს აღარ ექნება გარანტირებული ტარიფი.  კერძოდ, PPA ხელშეკრულებების ნაცვლად, მთავრობამ 1.5 ცენტის მოცულობის თანადაფინანსება ...

Read More »

EBRD-ის რეგიონულმა დირექტორი: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ენერგოსისტემის გაუმჯობესება

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეს მოქნილი ენერგეტიკული სისტემა, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განუცხადა. მისი თქმით, საქართველომ ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგიების – ჰიდრო, ქარისა და მზის რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. „საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეს ენერგოდამოუკიდებლობის რაც შეიძლება მაღალი დონე. უცხოური ვალუტის წნეხის გამო იმპორტირებული გაზი ძვირია საქართველოსთვის, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ გაქვთ ...

Read More »

“თუ დავინახავთ, რომ 1 იანვარს ბირჟის ამოქმედება ახალ გამოწვევებს წარმოშობს, ვიმსჯელებთ მის შემდგომ გადავადებაზეც”

„დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე შევთანხმდით, რომ ენერგეტიკული ბირჟის საკითხთან დაკავშირებით, დაახლოებით 10 დღეში, ცალკე შეხვედრა გაიმართება“, – ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ენერგეტიკული ბირჟის საკითხისადმი იმდენად დიდია ინტერესი, რომ ცალკე შეხვედრა დაიგეგმა, რომელიც მომდევნო კვირის ბოლოს შედგება. „საბჭოს წევრები ამ პერიოდში ბირჟისგან, სემეკისგან, ბაზრის მონაწილეებისგან მიიღებენ მაქსიმალურ ინფორმაციას ...

Read More »

2020 წელს ელექტროენერგიის იმპორტის 45% აზერბაიჯანიდან განხორციელდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, ელექტროენერგიის იმპორტის 19% თურქეთიდან, 35% რუსეთიდან, ხოლო 45% აზერბაიჯანიდან განხორციელდა. 2020 წელს საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია, ხოლო 2018 წელთან შედარებით ზრდა 6.7%-ია.

Read More »

ზურაბ ნოღაიდელი: „საქართველო უნდა გახდეს ენერგეტიკულად თვითკმარი ქვეყანა“

„საქართველო უნდა გახდეს ენერგეტიკულად თვითკმარი ქვეყანა. საამისოდ მცირე და საშულო ენერგოპროექტები საკმარისი ვერ იქნება. საამისოდ საჭიროა მსხვილი ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის, პირველ რიგში, ჰიდროპროექტების, ნამახვანის, ხუდონის და ნენსკრას მსგავსი ჰიდროპროექტების, მარეგულირებელი სადგურების პროექტების  განხორციელება“, – ამის შესახებ  ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. ნოღაიდელმა განმარტა, რომ „ელ გრინისთვის“, როგორც ტრანსასაზღვრო ვაჭრობით დაკავებული კომპანიისთვის საქართველოში იმპორტი არ ...

Read More »
უკრაინაში ქვანახშირის დეფიციტია

პოლონეთის ხელისუფლება ქვანახშირის უმსხვილესი სადგურის დახურვას 2036 წლის ბოლოსთვის გეგმავს

პოლონეთის ხელისუფლება ქვანახშირის უმსხვილესი სადგურის დახურვას 2036 წლის ბოლოსთვის გეგმავს. ბელხატოვის ქვანახშირის ელექტოსადგური ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადგურია, რომელმაც 1982 წლის შემდეგ ატმოსფეროში მილიარდ ტონაზე მეტი CO2 გამოყო. ლოძის რეგიონული მთავრობის მიერ გამოქვეყნებული პროექტით, ქვანახშირის დაწვა ბელჩატოვის ელექტროსადგურში 2030 წლისთვის 30 პროცენტით უნდა შემცირდეს, 2036 წლისთვის კი სრულად შეწყდეს. ბელხატოვი პოლონეთის უმსხვილესი ელექტროსადგურია. მასზე ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის მეხუთედი მოდის. ლოძის რეგიონული მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ჯერ ...

Read More »

2030 წლისთვის საჭირო იქნება ქარისა და მზის სადგურების სიმძლავრის გაოთხმაგება, 18-ჯერ მეტი ელექტრომანქანა და ენერგოინტენსიურობის ყოველწლიური 4%-ით კლება

“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) 18 მაისს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშს საკუთარ facebook გვერდზე პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “18 მაისს საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (IEA) გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომელიც შეიძლება საეტაპო გახდეს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევისათვის. ენერგეტიკის სექტორის გზამკვლევი აჯამებს იმ ღონისძებებს, რომელთა გატარებაც აუცილებელია 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალურობის მისაღწევად. ეს კი აუცილებელია იმისთვის, რომ საუკუნის ...

Read More »

მსოფლიოს უდიდესი ტალღური ენერგიის და წყლის მოქცევის გარდამქმნელი მოწყობილობა მალე დაიტესტება

თვითმფრინავის ფორმის მოწყობილობა, რომელიც შეძლებს გაერთიანებული სამეფოს 2000 სახლის ენერგიით მომარაგებას ტალღის ენერგიის ათვისებით. მოწყობილობა უკვე გადააქვთ სატესტო პოზიციაზე შოტლანდიის ორკნეის კუნძულებზე ჩრდილოეთ ზღვაში, იტყობინება Recharge news. 680 ტონიანი, 70 მეტრიანი მოწყობილობა, რომელიც შოტლანდიის Orbital Marine Power- მა ააშენა, დაუკავშირდება ევროპის საზღვაო ენერგიის ცენტრს მანქანის ეფექტურობის შესამოწმებლად. ცენტრი მუშაობს ზღვის მოქცევის და ტალღის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნის ახალი ფორმების შემუშავებასა და ...

Read More »

ხატია წილოსანი: მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჰესის მშენებლობას ალტერნატივა არა აქვს

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, ყველა მხარის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს ევროკავშირის წარმომადგენლებთან საუბარი. დირკ ბუშლე – ევროგაერთიანების უმაღლესი თანამდებობის პირი ენერგო გაერთიანების მიმართულებით, საკითხში არის ჩართული და მისი უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობს საკითხის მართვა და ყველა მხარესთან არის აქტიური კომუნიკაცია. მათ შორის იმ ადამიანებთან, რომლებიც ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო პოზიციებს აფიქსირებდა. მიღწეული არის გარკვეული შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჰესის მშენებლობას ალტერნატივა არა აქვს, – ...

Read More »
Menu Title