Tag Archives: #ენერგოსისტემა

ბიტკოინმწარმოებელი კომპანიების მიერ გახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობა იანვარ-აპრილში 70,73%-ით გაიზარდა

ესკო 2021 წლის აპრილის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. ○ ესკოს ვებ-გვერდზე ატვირთული მონაცემების თანახმად, აპრილში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული და იმპორტით შემოტანილი ელექტროენერგიის მოცულობამ 1 085,064 მლნ კვტსთ შეადგინა. ○ აპრილის თვის ელექტროენერგიის მთლიან რესურსში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილად მოდის 825,464 მლნ კვტსთ, მთლიანი რესურსის 76,08%. ○ აპრილის თვის ელექტროენერგიის მთლიან ...

Read More »

,,მეშინოდა, რომ შეიძლება აჩქარებულად მიდიან, სხვა ქვენყნებში წლები მუშაობდენ სატესტო რეჟიმში შეცდომის გამოსარიცხად”

ენერგეტიკის რეფორმა გააადვილებს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობას, როცა გაჩნდება კონკურენცია, საბოლოოდ, ამან ფასებიც უნდა შეამციროს, – ამის შესახებ ორგანიზაციის – „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, მურმან მარგველაშვილმა ენერგეტიკის რეფორმის შეფასებისას ,,კვირას” განუცხადა. მისივე თქმით, ენერგეტიკული ბირჟაც და ენერგეტიკის რეფორმაც პროცესია, რომელსაც დაკვირვება და სიფრთხილით მოქმედება სჭირდება. ,,მეშინოდა, რომ შეიძლება აჩქარებულად მიდიან, თუ სიფრთხილით წავლენ, კარგი იქნება, სხვა ქვენყნებში წლები მუშაბოენ სატესტო რეჟიმში შეცდომის გამოსარიცხად. ...

Read More »

“ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში რამდენიმე თვეა, მუშაობს და პირველი ივლისისთვის მზად იქნება, თუმცა საათობრივი ვაჭრობის გადავადებასთან ერთად დარჩება სატესტო რეჟიმში”

განცხადება, რომ ენერგეტიკული რეფორმა ჩავარდა, ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებაა, ვინაიდან სწორედ ასეთ განცხადებები აზიანებს ამ რეფორმას, რომლის ერთ-ერთი ნაწილია საათობრივი ვაჭრობა, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა, ირინა მილორავამ განაცხადა. მილორავას თქმით, პირველი ივლისისთვის ბირჟა მზად იქნება, რომელიც რამდენიმე თვეა, სატესტო რეჟიმი მუშაობს. ირინა მილორავას განმარტებით, სატესტო რეჟიმი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც გულისხმობს უშუალოდ ბირჟაზე შესვლას და განცხადების ...

Read More »

„არიან ინვესტორები, რომლებიც 2021 წლის 1 ივლისს ელოდებიან“

არიან ინვესტორები, რომლებიც ელოდებიან 2021 წლის 1 ივლისს, როდესაც საქართველოში ენერგობაზარი გაიხსნება, – ამის შესახებ სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმით, არის მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან მათი მხრიდან ინტერესთა გამოხატვა დაიწყება. „ინვესტორები სხვადასხვა კვლევას ატარებენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში მოთხოვნა იზრდება და იმპორტიც მზარდია, ასევე იციან, რომ სახელმწიფო პოლიტიკა არის ენერგოუსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა, ...

Read More »

„ენერგოსისტემის ეფექტურობის შენარჩუნებას, მარეგულირებელი ჰესების ინფრასტრუქტურით შევძლებთ“

„კარგია,  რომ საქართველოს ენერგოსისტემა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ენერგოსისტემაა სამეზობლოში, თუნდაც იგივე რუსეთთან შედარებით. საქართველოს მოსახლეობამ შეიძლება არ იცის, მაგრამ ფაქტია, თბილისელი და მოსკოველი, ელექტროენერგიის ერთი და იგივე ტარიფს იხდის“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. „ჩვენი მოხმარების 7 % საკმაოდ ძვირი იმპორტირებული ენერგიით ივსება. არ არის იაფი თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიაც, რომელიც თავისი ...

Read More »

ივლისიდან ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება

პირველი ივლისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება. შედეგად, კომპანიების ნაწილი ელექტროენერგიას ენერგობირჟის საშუალებით იყიდის. პირველ ეტაპზე ენერგოპლატფორმაზე ვაჭრობას 23-მდე მსხვილი მომხმარებელი შეძლებს. მათ შორის სამი სახელმწიფო და ოცი კერძო კომპანია იქნება. ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელის განმარტებით, ბაზრის სრული გახსნა მომდევნო ხუთ წელშია მოსალოდნელი. „პირველი ივლისიდან ბაზრის გახსნის შემდეგ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ. ბაზარზე 23 ახალი მომხმარებელი გავა. ისინი ელექტროენერგიას აღარ შეისყიდიან უნივერსალური მიმწოდებლებისგან ...

Read More »

“ვგეგმავთ, ამ დღეებში „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული ყველა კვლევა საჯაროდ გავხსნათ”

კონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დიალოგს, მშვიდობიან, საქმიან საუბარს ალტერნატივა არ გააჩნია და ესკალაცია დაუშვებელია. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „დღეს, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ ებრძვის პანდემიას, როდესაც ბევრი ეკონომიკური გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ესკალაცია, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რა საკითხს ეხება ეს, რა თქმა უნდა, იქნება კონტრპროდუქტიული და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაარტყამს. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სრულად ვიზიარებთ და ...

Read More »

იაპონია ავარიული ატომური სადგურიდან „ფუკუშიმა-1“ რადიოაქტიურ წყალს ოკეანეში გადაღვრის

იაპონიის მთავრობამ ავარიული ბირთვული ელექტროსადგურის „ფუკუშიმა-1“ რეზერვუარებიდან რადიოაქტიური წყლის წყნარ ოკეანეში გადაღვრის ნებართვა გასცა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს პროცესი ათობით წლის განმავლობაში გაგრძელდება. ამ ეტაპზე რეზერვუარებში 1,3 მილიონი ტონა რადიოაქტიური წყალი ინახება და კომპანიაში Tokyo Electric Power Co (TepCo) აცხადებენ, რომ რეზერვუარები სავარაუდოდ 2022 წელს გაივსება. პრობლემა იმით არის გამოწვეული, რომ ავარიიდან ათი წლის შემდეგაც სადგურის დეაქტივაცია დასრულებული არ არის. ...

Read More »

აზერბაიჯანი მზის ელექტროსადგურს ააშენებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას 230 მვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობის საპილოტე პროექტის განხორციელებაზე. განკარგულების თანახმად, მინისტრთა კაბინეტს დაევალა განახორციელოს შესაბამისი ქმედებები და აზერბაიჯანის მთავრობის სახელით ხელმოწერილი შეთანხმებები პრეზიდენტს წარუდგინოს დასამტკიცებლად. ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროებს დაევალათ უზრუნველყონ “ინვესტიციის ხელშეკრულებითა” და “ენერგიის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით” გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ქმედებების განხორციელება. ამასთან, უნდა იქნას მიღებული ზომები ენერგეტიკის სამინისტროსთვის მუდმივი სარგებლობის ...

Read More »

ამირან სალუქვაძე: „წარმოუდგენელია ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება და საკუთარი გენერაციის ობიექტების არქონა მისაღები იყოს“

დღეს ენერგეტიკის კუთხით აქტიურად დგას უსაფრთხოებისა და მდგრადობის პრობლემა, განსაკუთრებით, ჰესებთან დაკავშირებით ბოლო დროს გამძაფრებული წინააღმდეგობების ფონზე. აღნიშნული კი, თავის მხრივ, წინაპირობა ხდება იმის, რომ რუსეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტი სულ უფრო და უფრო იზრდება. ჰესების მნიშვნელობაზე, საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებაზე გადაცემაში „სახლისკენ“ ამირან სალუქვაძემ ისაუბრა. მისი სიტყვებით, მოხმარებულ ელექტროენერგიის მესამედზე მეტი არის იმპორტირებული და აღნიშნული არის საკმაოდ დიდი ...

Read More »
Menu Title