Tag Archives: #ესპანეთი

ესპანეთი უკრაინას 100-ზე მეტ ტრანსფორმატორს გადასცემს

ესპანეთი უკრაინას 163 ერთეულ განახლებულ აღჭურვილობას გადასცემს ელექტრო ქვესადგურებისთვის. ეს ინფორმაცია 13 დეკემბერს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა. სამინისტრომ განაცხადა, რომ სხვა დახმარებასთან ერთად ერთად, ესპანეთი უკრაინას გადასცემს 107 დენის ტრანსფორმატორს და 28 ძაბვის ტრანსფორმატორს, 26 ელვისებურ ტრანსფორმატორს, ელვისებურ დამცავ მოწყობილობას და ორ გამთიშავს, ელექტრომექანიკურ აღჭურვილობას, რომელიც სარემონტო სამუშაოებისთვის ელექტროსქემების მექანიკური იზოლაციის საშუალებას იძლევა. ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ...

Read More »

ესპანეთი უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის

ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინას ოთხ კომპლექტ 400 კილოვატიან და ერთ კომპლექტ 150 კილოვატიან გენერატორებს მიაწვდის. გენერატორებს უკრინა სამი დღის განმავლობაში მიიღებს. რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავს. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადგურებულია. უკრაინამ თავის მოსახლეობას საღამოს საათებში ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა.

Read More »

ესპანეთი სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის გაფართოებით დანტერესდა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, ესპანეთი  სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის გაფართოებით დაინტერესდა. „აზერბაიჯანი ნავთობის, გაზისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების საკითხში, ევროპის დიდი ხნის და სანდო პარტნიორია. ესპანეთი კი იმ ქვეყნების პირველ ათეულშია, რომლებიც აზერბაიჯანისგან ნავთობს ყიდულობენ“, – განაცხადა მინისტრმა. ბაირამოვის ინფორმაციით, 2021 წლიდან, მას შემდეგ რაც სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტი დასრულდა, (სიგრძე 3 500 კილომეტრი) ევროპისთვის, აზერბაიჯანის როგორც სანდო ენერგოპარტნიორის როლი ...

Read More »

სანჩესი: ესპანეთს შეუძლია ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების ჰაბი გახდეს

ესპანეთი მზად არის გახდეს ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების ჰაბი. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა. პოლონელ კოლეგა მატეუშ მორავიეცკისთან შეხვედრის შემდეგ მან აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს რეგაზიფიკაციის ეფექტური სისტემა. „მე მჯერა, რომ ესპანეთს აქვს შესაძლებლობა გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში რეგაზიფიკაციისა და გაზის ექსპორტის ჰაბი“, – დასძინა სანჩესმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთი შესთავაზებს ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროპაში ორი გაზსადენის მეშვეობით პირენეების გავლით ...

Read More »

ესპანეთის პრემიერი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპა „ვლადიმერ პუტინის ენერგეტიკული მძევალი არ გახდეს“

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეიძლება გახდეს ბუნებრივი აირის ექსპორტის კერა ევროპის ქვეყნებში, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე შეამცირონ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ესპანეთი სოლიდარული ქვეყანაა, ის პასუხისმგებელი ქვეყანაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია. ეს არის ის, რაც მე პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის, ასევე ევროკომისიასა და წევრ ქვეყნებს განვუცხადე, რათა ევროპა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

ესპანეთი ევროპას გაზის ექსპორტის საკუთარ გეგმას შესთავაზებს

ესპანეთი ევროპას შესთავაზებს გაზის ექსპორტს პირენეის ნახევარკუნძულზე გამავალი ორი მილსადენის საშუალებით და მაქსიმალურად გამოიყენებს საკუთარი სისტემის ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს, რათა თავიდან აიცილოს გაზის მოხმარების შემცირება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ვიცე-პრემიერმა და ეკოლოგიური ტრანზიციის მინისტრმა ტერეზა რიბერამ განაცხადეს, რომ ესპანეთი არ ეთანხმება ევროკომისიის ინიციატივას. აღნიშნული გეგმის მიხედვით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე გაზის მოთხოვნა 15%-ით ...

Read More »

ესპანეთი რუსული ნავთობის ემბარგოს მხარს უჭერს

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ესპანეთი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს, რომელიც მოიცავს ემბარგოს რუსულ ნავთობზე. ამის შესახებ Eurointegration-ი წერს. ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სანქციების მიზანია პუტინს არ მიეცეს შესაძლებლობა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები გააგრძელოს. „როდესაც ვამტკიცებთ სანქციების პაკეტს, ჩვენ გვაქვს ორი მიზანი. პირველი – არ მივცეთ პუტინს საშუალება ომი ევროპული კაპიტალით დააფინანსოს და ...

Read More »

ევროკომისია ესპანეთსა და იტალიას შორის 700 კილომეტრიანი გაზსადენის აშენებაზე ფიქრობს

ევროკომისია განიხილავს 2,5 მილიარდი ევროს ღირებულების საზღვაო გაზსადენის აშენების შესაძლებლობას, რომელიც დააკავშირებს პირენეის ნახევარკუნძულს იტალიასთან. ამის შესახებ იუწყება გაზეთი El Pais. გამოცემის ცნობით, ესპანურ ბარსელონასა და იტალიურ ლივორნოს შორის 700 კმ-იანი გაზსადენის მშენებლობის პროექტის განხორციელებას ერთიდან ორ წლამდე დასჭირდება. მილსადენი გაზს მიაწვდის როგორც იტალიას, ასევე ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს. ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირი ამჟამად რუსეთიდან იღებს გაზის 40%-ს, ნავთობის 27%-ს ...

Read More »
ბულგარეთმა ირანული გაზის იმპორტი, შესაძლოა სომხეთისა და საქართველოს გავლით განახორციელოს

ესპანეთს ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლების პოტენციალი აქვს

ესპანეთი შესაძლოა ევროპისთვის გაზის ახალ მიმწოდებლად იქცეს. ამჟამად ქვეყანა ფლობს ევროპის თხევადი ბუნებრივი აირის საცავების 45%-ს და ევროპის რეგაზიფიკაციის საცავის მესამედს – რეგაზიფიკაცია არის პროცესი, რომლის დროსაც თხევადი გაზი აირად იქცევა. “ჩვენ გვაქვს მრავალმხრივი და მოქნილი სისტემა. გაზის მიღება და გადამუშავება შეგვიძლია სხვადასხვა წყაროდან. შარშან, მაგალითად, გაზი 14 სხვადასხვა ქვეყნიდან მივიღეთ. ჩვენ ასევე ორი მილსადენით საფრანგეთთან ვართ დაკავშირებული. უდავოა, რომ ...

Read More »

ესპანეთში, რამდენიმე რეგიონში, შტორმისა და წყალდიდობის გამო, ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ესპანეთის ზოგიერთ ნაწილში შტორმმა წყალდიდობა გამოიწვია. ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. უამინდობის გამო ზოგიერთ საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობა შეწყდა. შტორმმა განსაკუთრებით კატალონიის რეგიონი დააზარალა, წყალდიდობაა ქალაქ ალკანარში, სადაც წაქცეულია ხეები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ჰოსპიტალიზებულია სამი ადამიანი. სტიქიის ზონაში ხუთი ათასამდე საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანცესმა მოსახლეობას სიფრთხილისა და საგანგებო ...

Read More »
Menu Title