Tag Archives: #ევროპა

ევროკავშირი ბიტკოინზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს

ევროკავშირის მიერ წარდგენილი ახალი კანონის თანახმად, კომპანიები, რომლებიც ტრანზაქციებისათვის ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტას იყენებენ, ვალდებულნი იქნებიან, რომ გამგზავნისა და მიმღების შესახებ ინფორმაცია შეაგროვონ. ახალი შეთავაზების თანახმად, კრიპტოგადარიცხვების მიკვლევა უფრო მარტივი გახდება. ევროკავშირის კომისრის განცხადებით, ეს ორგანიზაციას ფულის გათეთრების სქემებისა და ფინანსური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. ახალი კანონის თანახმად, ასევე აიკრძალება ანონიმური კრიპტოგადარიცხვის საფულეები. თუმცა ევროკავშირის შეთავაზებას კანონად ქცევამდე დაახლოებით ორი ...

Read More »

ბაიდენი და მერკელი გაზის უკრაინულ ტრანზიტს იცავენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს მისგან მტკიცე განაცხადების გაკეთებას მოითხოვდა იმის თაობაზე, რომ ახალი გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“  რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რადიკალური ქმედებებისკენ არ უბიძგებს. თავად ბაიდენი დემოკრატიული პარტიის ლიდერების მხრიდან მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ამ გაზსადენის წინაამღდეგ სანქციების გაფართოვებაზე უარი განაცხადა და ამით „გაზპრომს“ პროექტის დასრულების შესაძლებლობა მისცა. და ეს მაშინ, ...

Read More »

ილჰამ ალიევი ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების ზრდას პროგნოზირებს

აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა ევროპულ ბაზარზე გაიზრდება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს. აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის სიტყვებით, სამხრეთ გაზის დერეფნის (SGC) პროექტის დასრულება ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო – იუწყება “ინტერფაქს-აზერბაიჯანი”. იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში მცხოვრები მოსახლეობის აზერბაიჯანული გაზით მომარაგება, ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის (TAP) მეშვეობით, 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. TAP გაზსადენი SGC–ს ნაწილია, რომელიც ...

Read More »
ნაკადი

“ჩრდილოეთის ნაკადი 2–ით პუტინი ევროპის გაყოფას და უკრაინის მოგუდვას ცდილობს”

უკრაინის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი კომპანიის, “ნაფტოგაზის” აღმასრულებელი დირექტორი ჩრდილოეთის ნაკადი 2 -ს გეოპოლიტიკური პროექტს უწოდებს. მისი აზრით ამ პროექტით ვლადიმერ პუტინი ევროპის გაყოფას და უკრაინის მოგუდვას ცდილობს. „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელი დირექტორი, უირი ვიტრენკო კი აცხადებს, რომ პროექტის შეჩერების შემთხვევაში რეგიონში სტაბილურობა დამყარდება. „ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტს შეაჩერებს. ამ გადაწყვეტილების შედეგად უკრაინისა და რეგიონის უსაფრთხოება ...

Read More »

ევროკავშირმა საწვავის დაბეგვრის სისტემის რეფორმა განიხილა

ევროკომისიამ ევროკავშირში საწვავის დაბეგვრის სისტემის რეფორმა განიხილა, 2030 წლისთვის განახლებული კლიმატის მიზნების მისაღწევად. კომისიამ ოთხშაბათს წარადგინა წინადადებების პაკეტი, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს განხილვას და დამტკიცებას ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში, ახალი მიზნის მისაღწევად, რომელიც 2030 წლისთვის ევროკავშირში ემისიების 55%-ით შემცირებაში მდგომარეობს. რამდენიმე თვის წინ ევროკავშირმა ეს ზღვარი 40%-დან ასწია. ”ყველა მინიმალური ტარიფი განსაზღვრულია ევროში გიგაჯოულზე, რათა ადვილი იყოს პირდაპირი შედარება მეტად და ...

Read More »

ევროპაში, მხოლოდ ერთ დღეში ბუნებრივი აირის ფასი 9%-ით გაიზარდა

ვაჭრობის მხოლოდ ერთი დღეის განმავლობაში ბუნებრივი აირის ფასი 9%-ით გაიზარდა. ორშაბათს, 12 ივლისს, ჰოლანდიურ TTF- ში ბუნებრივი აირის ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 414 დოლარიდან (წინა დღის ღირებულება) 451 დოლარამდე გაიზარდა. ამასთანავე, წინა ორ სავაჭრო სესიაზე,  დადებული ხელშეკრულების ფასი 398 აშშ დოლარს შეადგენდა. ბუნებრივი აირის ფასმა მაქსიმუმს მიაღწია 5 ივლისს და  466 აშშ დოლარი შეადგინა. 7 ივლისს, OPEC + – ის ...

Read More »
ნაკადი

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე სამშენებლო სამუშაოები შესაძლოა, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდეს

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე სამშენებლო სამუშაოები შესაძლოა, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდეს. ამის შესახებ „ჩრდილოეთ ნაკადი 2 ეიჯი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მატიას ვარნიგმა გამოცემა „ჰანდელსბლატთან“ ინტერვიუში განაცხადა. კომპანიის ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ ამჟამად პროექტის 98 პროცენტი უკვე დასრულებულია და კიდევ სამი თვე სხვადასხვა სერტიფიკატის მიღებას და შემოწმებების ჩატარებას დასჭირდება. მატიას ვარნიგის თქმით, კომპანიის ამოცანაა, რომ გაზსადენმა მუშაობა მიმდინარე წელსვე დაიწყოს. „ჩრდილოეთ ნაკადი 2 ეიჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, ...

Read More »

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ზრდას განაგრძობს

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები, მცირედით შემცირების შემდეგ, კვლავ გაიზარდა. ჰოლანდიურ TTF- ში გაზის ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 417 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამავე დროს, წინა ორ სავაჭრო სესიაზე,  დადებული ხელშეკრულების ფასი 399 აშშ დოლარს შეადგენდა. გაზის ფასმა მაქსიმუმს მიაღწია 5 ივლისს და  466 აშშ დოლარი შეადგინა. 7 ივლისს, OPEC + – ის მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირის  ფასები  11%-ით დაეცა. ევროკავშირის ექსპერტები ბუნებრივი ...

Read More »
TAP-მა ტენდერში გამარჯვებულ იტალიურ კომპანიებთან 3 კონტრაქტი გააფორმა

IEA: წელს TAP–ით 5 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებაა დაგეგმილი

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ტრანს-ადრიატიკულმა მილსადენმა (TAP) 3 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი გაატარა, რომელიც ევროპას მიეწოდა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, წელს გაზსადენით ტრანსპორტირებადი გაზის მოცულობამ 5 მილიარდ კუბურ მეტრს უნდა გადააჭარბოს. ზოგადად, ევროპაში გაზსადენებით იმპორტირებული გაზის წილი 10%-ზე მეტით შემცირდება 2020 წელს, ნათქვამია ანგარიშში. მსგავსი მკვეთრი ვარდნის მიზეზი რუსეთიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და ...

Read More »

ჩინეთის შემდეგ, საქართველო მსოფლიოში სიდიდით მეორე ბიტკოინების მწარმოებელი ქვეყანაა

ამ დრომდე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობა სიფრთხილით უყურებდა კრიპტოვალუტას, თუმცა არსებობს გამონაკლისები და რაც მთავარია, ნიშნები იმისა, რომ დამოკიდებულება თანდათან შეიცვლება. 2020 წლის სექტემბერში ევროკომისიამ მიიღო ციფრული ფინანსური პაკეტი, რომელიც, ევროკავშირის მასშტაბით გვთავაზობს ახალ რეგულაციებს კრიპტოვალუტებსა და სხვა კრიპტო-ტოკენებთან მიმართებაში. MiCA-ს (Markets in Crypto Assets – ბაზრები კრიპტო აქტივებში) რეგულაციები ძალაში 2024 წლისთვის შევა. მანამდე კი, თითოეულმა წევრმა ...

Read More »