Tag Archives: #გარემო

ირაკლი ქარსელაძე: ნარჩენების მართვისთვის 6 რეგიონული, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული ცენტრი აშენდება

ნარჩენების მართვა ნამდვილად არის ის გამოწვევა, რომლისთვისაც სამობილიზაციო და მზადყოფნის სამუშაოები უკვე ჩატარებული გვაქვს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. „6 რეგიონული, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული ცენტრი აშენდება, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში სრულად ჩაანაცვლებს 54-ვე ძველ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს. ყველას გვახსოვს ის ნაგავსაყრელები, რომლებიც არა მხოლოდ ესთეტიკურობის თვალსაზრისით, არამედ ჯანმრთელობისთვისაც კი სახიფათო იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ ...

Read More »

ევროკავშირის ეკოლოგიური გეგმა ევროპის მძიმე მრეწველობას დააზარალებს

ევროკომისიამ წარადგინა ეკოლოგიური გეგმა EU Green Deal,  რომელიც 2030 წლისთვის ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფას 55%-ით, 1990 წლის დონემდე შემცირებას გულისხმობს. პირველ რიგში ამისთვის შემოღებულ იქნება ტრანსსასაზღვრო სანახშირბადო გადასახადი  (Carbon Border Adjustment Mechanism, CBAM), რომელიც ევროკავშირში ფოლადის, ალუმინის, ცემენტის, სასუქების და ელექტროენერგიის იმპორტს შეზღუდავს. სქემა სატესტო რეჟიმში 2023 წლის 1–ლი იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო იმპორტიორები 3-წლიან მოსამზადებელ პერიოდს მიიღებენ – საბოლოოდ გადასახადი ...

Read More »

გრენლანდიაში ნავთობს აღარ მოიპოვებენ

დანიიის მთავრობამ გრენლანდიის ნავთობის ჭაბურღილებზე საძიებო სამუშაოები შეაჩერა. მთავრობა აცხადებს რომ გლობალური დათბობა პრიორიტეტია და ამიტომ ნავთობის მოპოვებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ Associated Press წერს. გრენლანდიის წყლებში ნავთობის მოპოვების შეჩერების შესახებ ხელისუფლებამ გადაწვეტილება 24 ივნისს მიიღო, თუმცა ინფორმაცია 15 ივლისს გაასაჯაროვა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით ქვეყანაში ნავთობის არსებული მარაგი დაახლოებით 17,5 მილიარდი ბარელია, ხოლო ბუნებრივი აირის მარაგი ოთხ ტრილიონ კუბურ ...

Read More »

ნახმარი ელემენტები

ელემენტების გადამუშავება აუცილებელია თუ გვინდა ჯანმრთელ გარემოში ცხოვრება! მილიარდობით ადამიანი გამოიყენებს ისეთი სახის მოწყობილობებს თუ ნივთებს, რომლებსაც მუშაობისთვის სჭირდებათ ენერგიის წყარო. ამ ელექტრონიკაში შედის მობილური ტელეფონები, ნოუთბუქები და ციფრული კამერები. აკუმულატორები ჩვენს სათამაშოებსა და გაჯეტებს აწვდიან ენერგიას, ქიმიური ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნით. სამუშაო ვადის ამოწურვის შემდეგ, ელემენტები უსაფრთხოდ უნდა განადგურდეს, მაგრამ მომხმარებლები ყოველწლიურად მილიონობით ელემენტს ნაგავში ყრიან. ერთი შეხედვით ელემენტების გადაგდება ...

Read More »
გარემოს დაბინძურების შედეგად ყოველწლიურად 430 ათასი ევროპელი იღუპება

ევროკავშირში 2035 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვის 55 პროცენტით შემცირება იგეგმება

ოთხშაბათს ევროკომისიაში აპირებენ ახალი საკანონმდებლო პაკეტის წარდგენას, რომელიც მიზნად 2035 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვის 55 პროცენტით შემცირებას ისახავს. გეგმაში ახალი რეგულაციებია გათვალისწინებული, ამის გამო საზღვაო გადაზიდვისა და ავიაციის ინდუსტრიებში უკმაყოფილებას გამოხატავენ. „ისინი, ვინც გარემოს სათბური აირებით აბინძურებს, უნდა იხდიდნენ გადასახადს. ახლა ეს ასე არ არის. ლითონის, ცემენტისა და სხვადასხვა ქიმიკატების ინდუსტრიების 90 პროცენტი ამჟამად დამატებით გადასახადებს არ იხდის“, – აცხადებს Carbon ...

Read More »
კლიმატის ცვლილების მიზეზები

გარემოს დაცვაზე ზრუნვის 10 გზა ბიზნესში

მწვანე მოდელი მთელ მსოფლიოში მხოლოდ ბიზნესსამყაროში კი არა, ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროშიც უზომოდ პოპულარულია. გარემოზე ზრუნვა უკვე მოძრაობაა, რომელსაც უამრავი დადებითი მოაქვს ადამიანებისთვის. მწვანე ინიციატივები სამსახურში თანამშრომლებს ჯანსაღსა და სასიამოვნო გარემოს უქმნის, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ამცირებს და სოციალური განვითარების სფეროში კომპანიების პასუხისმგებლობას წარმოაჩენს. შემდეგი 10 მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ კომპანიებს დაეხმარება, რომლებიც გარემოს დაცვაზე არიან ორიენტირებული. 1.  ელექტროენერგია გონივრულად გამოიყენეთ ელექტროენერგიის მომჭირნედ გამოყენება ...

Read More »
გადამუშავებული ნახშირბადის მომავალი და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებებზე

2050 წლის ბოლოსთვის კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიო ეკონომიკა 10%-ით შემცირდება

Swiss Re Institute-ი გლობალურ ეკონომიკაზე კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ უახლეს კვლევას აქვეყნებს. პროგნოზის მიხედვით, 2050 წლის ბოლოსთვის კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიო ეკონომიკის 10%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კლიმატური პრობლემების სავარაუდო გამწვავებისა და ტემპერატურის 3.2°С-ით მატების გამო, შესაძლოა ეს მაჩვენებელი 18%-მდეც კი გაიზარდოს. ამას გარდა, განხილულია მეტად პოზიტიური სცენარებიც. იმ შემთხვევაში, თუ პარიზის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიზნამდე შემცირდება ტემპერატურის ზრდა, ...

Read More »

„კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, ეკონომიკაში უნდა გამოვიყენოთ მეტი თანამედროვე, უფრო გონივრული ტექნოლოგია“

„კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, ეკონომიკაში უნდა გამოვიყენოთ მეტი თანამედროვე, უფრო გონივრული ტექნოლოგია,”- ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვის – „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა. „21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევად, ბევრ სხვა გამოწვევასთან ერთად, კლიმატის ცვლილება რჩება. კლიმატის ცვლილების შერბილება არის თითოეული ქვეყნის ვალდებულება. საქართველო პარიზის შეთანხმების მონაწილეა. ჩვენმა ქვეყანამ უკვე დაამტკიცა ამბიციური ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, ...

Read More »

ლევან დავითაშვილმა რძელვადიანი ხედვა „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ წარადგინა

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ...

Read More »

უწყვეტი გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის მიმართულებით ონლაინ კონფერენცია გაიმართა

გაეროს განათლების, კულტურისა და მეცნიერების ორგანიზააციის (UNESCO), ასევე, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების და ინკლუზიური საზოგადოების განვითარების საკითხები ონალაინ კონფერენციაზე განიხილეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა უწყვეტი გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრა. „ქვეყნის მასშტაბით, ...

Read More »