Tag Archives: #გარემო

გარემოსდაცვითი პოლიტიკის გასაძლიერებლად გერმანიის მთავრობამ საქართველოს 24 მლნ ევრომდე გრანტი გამოუყო

გარემოსდაცვითი პოლიტიკის გასაძლიერებლად გერმანიის მთავრობამ საქართველოს 24 მლნ ევრომდე გრანტი გამოუყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული გრანტი ნაწილდება სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოზე. „საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის, ხელი მოაწერეს ...

Read More »

ბუნებრივი და ენერგორესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, რეგიონალური კონფერენცია გაიმართა

საგამოფენო ცენტრში „ექსპო-ჯორჯია” კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით რეგიონული კონფერენცია „მწვანე ეკონომიკა და ინკლუზიური ზრდა სამხრეთ კავკასიაში“ გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები და ინიციატივები, რომლებიც მწვანე ეკონომიკის განვითარებას, ახალგაზრდული მეწარმეობის, მწვანე ტურიზმისა და ბუნებრივი და ენერგორესურსების მდგრად გამოყენებას უწყობს ხელს. ღონისძიებაზე განიხილეს მწვანე ...

Read More »

გარემოს ეროვნული სააგენტო ზედაპირული და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესებისთვის აქტიურად მუშაობს

„ევროკავშირი აგრძელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერას წყლის რესურსების მართვის რეფორმის განხორციელების პროცესში. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგის სადგურები გადაეცა, რომლებიც მიწისქვეშა წყლების დაკვირვების სისტემის სრულყოფას ემსახურება. რეფორმის განხორციელების პროცესი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს რაციონალურად და მდგრადად აითვისოს როგორც ზედაპირული, ასევე მიწისქვეშა წყლები”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი: მზად ვართ ნებისმიერი გარემოსდაცვითი საკითხი კვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით განვიხილოთ

საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი „ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრას მართავს. მთავრობის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკების შედეგად მიღებული იქნება ჰიდროელექტროსადგურის ისეთი პროექტი, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს. „არსებობს ყველა შესაბამისი კვლევა, რომელიც ამ პროექტის უსაფრთხოებას უსვამს ხაზს. ასევე არსებობს ყველა შესაბამისი კვლევა იმისთვის, რომ გარემოზე ზემოქმედების რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. მზად ვართ ...

Read More »
გადამუშავებული ნახშირბადის მომავალი და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებებზე

ატმოსფეროში CO2-ის დონემ მიაღწია ნიშნულს, რომელიც დედამიწაზე ბოლო ოთხი მილიონი წლის განმავლობაში არ ყოფილა

მიუხედავად მცირე იმედისა, რომ გლობალური პანდემია კლიმატის კრიზისზე ოდნავ მაინც იმოქმედებდა დადებითად, სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ასე არ მოხდა. მსგავსი: ნახშირორჟანგის დონემ ატმოსფეროში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალ, საგანგაშო ნიშნულს მიაღწია ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) დონის გაზომვის ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ სითბოს ჩამჭერი ამ ქიმიური ნივთიერების დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ისეთს, როგორიც მეცნიერებს ჯერ არ უნახავთ. აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) განცხადებით, 2021 ...

Read More »

ანდრია ბასილაია: 2018 წლიდან, გარემოს დაცვით ღონისძიებებზე 195 მილიონი დავხარჯეთ

ჩვენი მოსვლის დღიდან ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მწვანე სივრცეების შექმნა იყო. დავინახეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ ამიტომაც, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბიუჯეტის მხრიდანაც გამწვანების ღონისძიებები იყო. „ჯამში 2018 წლიდან, ჩვენ დავხარჯეთ 195 მილიონი, გარემოს დაცვით ღონისძიებებზე. ეს არის ორჯერ მეტი, ვიდრე წინა 8 წლის ...

Read More »
უკრაინაში ქვანახშირის დეფიციტია

პოლონეთის ხელისუფლება ქვანახშირის უმსხვილესი სადგურის დახურვას 2036 წლის ბოლოსთვის გეგმავს

პოლონეთის ხელისუფლება ქვანახშირის უმსხვილესი სადგურის დახურვას 2036 წლის ბოლოსთვის გეგმავს. ბელხატოვის ქვანახშირის ელექტოსადგური ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადგურია, რომელმაც 1982 წლის შემდეგ ატმოსფეროში მილიარდ ტონაზე მეტი CO2 გამოყო. ლოძის რეგიონული მთავრობის მიერ გამოქვეყნებული პროექტით, ქვანახშირის დაწვა ბელჩატოვის ელექტროსადგურში 2030 წლისთვის 30 პროცენტით უნდა შემცირდეს, 2036 წლისთვის კი სრულად შეწყდეს. ბელხატოვი პოლონეთის უმსხვილესი ელექტროსადგურია. მასზე ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის მეხუთედი მოდის. ლოძის რეგიონული მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ჯერ ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

CO2-ის დონემ მაისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

მიმდინარე წლის მაისში დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) რაოდენობამ კვლევების დაწყებიდან მაქსიმალურ დონეს მიაღწია. ამის შესახებ ABC აშშ-ის ოკეანესა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, გასულ თვეში ატმოსფეროში მილიონზე CO2-ის 419 ნაწილაკი დაფიქსირდა. სპეციალისტების თქმით, ეს მონაცემები აჩვენებს, რომ კორონავირუსის პანდემიამ, გლობალური ეკონომიკის შეჩერების მიუხედავად, ნახშირორჟანგის დონის შემცირებაზე ვერ იმოქმედა.

Read More »

„რასაკვირველია, ჰესების აშენებით ზიანი გარდაუვალია, მაგრამ სარგებელი განუზომლად დიდია“, -ზურაბ ნოღაიდელი

იმის ახსნა, თუ საით მიდის ქვეყანა ეკონომიკურად, მათ შორის, ენერგეტიკულად, ვფიქრობ, უნდა იყოს ძალიან მარტივად შესაძლებელი. შესაძლოა ეს დაგვიანდა კიდეც, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ზურაბ ნოღაიდლი აცხადებს.  მისი თქმით, საქართველომ აუცილებლად უნდა დაისახოს მიზნად ეკონომიკის განვითარების იმ პარამეტრების მიღწევა, რაც სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობას მოიტანს. „ამ პროცესში ყველაზე დიდი როლი ...

Read More »

მსოფლიოში გადაყრილი პლასტმასის ნახევარზე მეტს 20 კომპანია აწარმოებს

მსოფლიოში გადაყრილი პლასტიკის ნახევარზე მეტს მხოლოდ 20 კომპანია აწარმოებს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, კვლევა ლონდონის ეკონომიკის სკოლის მონაწილეობით ჩატარდა. მისმა ავტორებმა ათასამდე ქარხნის შესახებ შეისწავლეს ინფორმაცია, რომლებიც პლასტიკის ერთჯერადი ნივთების წარმოებისთვის საჭირო მასალას ამზადებენ. ამ ერთჯერადი პლასტიკის უმეტესობა (ბოთლები, პარკები, ჭურჭელი) ხშირად ოკეანეებში ხვდება, რაც ფლორასა და ფაუნას აზიანებს. კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ გადაყრილი პლასტიკის 55% მხოლოდ 20 ქარხანაში ...

Read More »