Tag Archives: #გარემო

ოკეანეები და ბრძოლა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ

ჩვენ განუყრელად ვართ დაკავშირებული ოკეანესთან. ეს გლობალური ერთმანეთთან დაკავშირებული მლაშე წყალი, რომელსაც ასევე მსოფლიო ოკეანეს უწოდებენ, იყოფა კონტინენტებითა და არქიპელაგებით შემდეგ ნაწილებად:  წყნარი ოკეანე ,  ატლანტის ოკეანე ,  ინდოეთის ოკეანე,  ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე  და  სამხრეთის ოკეანე , მათ უჭირავთ დაახლოებით დედამიწის 71% და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ სიცოცხლის შენარჩუნებაში. მაშინ როდესაც ტროპიკული ტყეები მოიხსენიება როგორც „დედამიწის ფილტვები“, მეცნიერები ამბობენ რომ სწორედ ოკეანეები უზრუნველყოფენ იმ ჟანგბადის ...

Read More »

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე ადგილობრივი მერიებისა და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი მერიებისა და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ 10 სამიზნე მუნიციპალიტეტის (გორი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა. „აღნიშნული შეხვედრები ხელს უწყობს ...

Read More »
თბილისის წყალმომარაგება შეფერხების საფრთხის წინაშეა

ნიდერლანდებში მოსახლეობას წყლის ეკონომიურად მოხმარებისკენ მოუწოდებენ

ნიდერლანდებში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ  წყლის დეფიციტი იქნება. პრევენციული ზომის სახით კრიზისის მართვის ჯგუფს საჭიროების შემთხვევაში  სასმელი წყლის რეზერვების განაწილების რეგულაცია დაევალა. კრიზისის მართვის ჯგუფის წევრი მიშელ ბლომი ამბობს, რომ სასმელი წყლის მხრივ პრობლემა არ იქნება, რადგან წყლის მომარაგების კომპანიები უზრუნველყოფენ სასმელი წყლის 24-საათიან მიწოდებას. თუმცა იგი მოქალაქეებს სთხოვს, რომ წყალი ეკონომიურად მოიხმარონ. ამ დროისთვის ყველაზე მეტად აგრონომია და გადაზიდვების სფერო ...

Read More »

გაუსაძლისი სიცხის გამო, ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყნის 50 პროვინციიდან 38-ში საფრთხის ყვითელი და ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა

ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყნის 50 პროვინციიდან 38-ში საფრთხის ყვითელი და ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა. მიზეზი გაუსაძლისი სიცხე გახდა, რომელსაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის ცენტრალურ, დასავლეთ და სამხრეთ რაიონებში 40 გრადუსს აღწევს. რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა გერმანიაში. აუტანელი სიცხისგან თავის დასაცავად ქალაქის პარკებს აფარებენ თავს ბერლინის მცხოვრებლებიც. შადრევნებთან და აუზებთან ხალხმრავლობაა.

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილეს, თამარ საბედაშვილს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლის მოადგილეს, თამარ საბედაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე პროგრამის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში” (WEESC) დეტალები და სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „პროგრამის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოების დაფინანსებით მიმდინარეობს, შემუშავდა დამატებით ...

Read More »
კლიმატის ცვლილების მიზეზები

მეცნიერთა ახალი მოხსენების მიხედვით, კაცობრიობამ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ყველაზე უარესი შედეგებისთვის მზადება უნდა დაიწყოს

სპეკულაციები კაცობრიობის აღსასრულის შესახებ ის თემაა, რომლითაც ადამიანები უხსოვარი დროიდან ვიქცევთ თავს. შეთხზული გვაქვს მრავალი აპოკალიფსური სცენარი. გასაკვირია, მაგრამ გლობალური კლიმატური კრიზისის გამწვავების შუაგულში, თანაც ისეთი კრიზისის, რომელიც ყველაფერზე ახდენს გავლენას, ინდივიდთა ჯანმრთელობით დაწყებული, მთლიანი ეკოსისტემებისა და მათი რესურსებით დამთავრებული — პოტენციური გლობალური კატასტროფები შეუსწავლელია. ცოტა ხნის წინ ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, ძლიერ დროულია, რომ სერიოზულად ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი ეგვიპტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი ეგვიპტის დელეგაციის წევრებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს და გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 27-ე კონფერენციის (COP27) დეტალები განიხილეს. კონფერენცია (COP27) მიმდინარე წლის 7-18 ნოემბერს ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გაიმართება. როგორც ნინო თანდილაშვილმა საუბრისას აღნიშნა, კლიმატის ცვლილება და გარემოს დაბინძურება დიდ გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკის სხვადასხვა ...

Read More »
მცხეტელებს წყლის ტარიფი გაეზარდათ

საქართველოში სუფთა სასმელ წყალზე მოსახლეობის მხოლოდ 66 პროცენტს მიუწვდება ხელი

საქართველოში ამაყობენ, რომ ქვეყანა წყლის რესურსებით არის მდიდარი. ქვეყანაში 25 000-ზე მეტი მდინარეა, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და UNICEF-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში სუფთა სასმელ წყალზე მოსახლეობის მხოლოდ 66 პროცენტს მიუწვდება ხელი. ეს რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ონკანის წყალს არ სვამს, ნაწილი სხვადასხვა ხერხს მიმართავს მის გასაფილტრად, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ეს პრობლემა საერთოდ არ აწუხებს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მთავარი ...

Read More »

კალიფორნიაში კვლავ ტყის ძლიერი ხანძრებია

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. 48 საათის განმავლობაში, ცეცხლის გავრცელების არეალმა 50 000 ჰექტარს გადააჭარბა, – ამის შესახებ BBC წერს. ცეცხლის ჩაქრობას ასობით მეხანძრე ცდილობს. როგორც BBC იტყობინება, მიმდინარე წლის განმავლობაში, ეს კალიფორნიის შტატში გაჩენილი ყველაზე მასშტაბური ხანძარია. შტატის ზოგიერთ დასახლებაში დაიწვა სახლები და საფრთხე შეექმნა საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას. ხანძრის სწრაფად გავრცელების წინაპირობებად ექსტრემალური გვალვა, მაღალი ტემპერატურა და ქარი სახელდება.

Read More »

გერმანიასა და ჩეხეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს

ჩეხეთის რესპუბლიკაში, ეროვნულ პარკში, რომელსაც ნაკრძალის სტატუსი აქვს მინიჭებული, გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად 1100 ჰექტარი მიწის ფართობი დაზიანდა. ქვეყნის ჩრდილოეთში ტყის ხანძრები კვირაზე მეტია მძვინვარებს. მეხანძრე-მაშველები იმედს არ კარგავენ,  რადგან სახანძრო სტრატეგია, რომელსაც ისინი იყენებენ, შედეგის მომცემია. ზოგიერთი რაიონის მცხოვრებლებს, დაახლოებით 500-მდე ადამიანს,  სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს. ხანძრებს ამ დრომდე 750-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ჩეხეთის სახანძრო სამსახურის სპიკერი მარტინა გოცოვა ...

Read More »
Menu Title