Tag Archives: #გარემო

ნინო ლაცაბიძე: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის ეფექტური აღსრულებით კარგ შედეგს მივიღებთ

ქუთაისის ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას, თვალს ვადევნებდი და ჩემი აზრით, გარკვეული პოლიტიკური ნიშნებიც შეიმჩნეოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო ფორმატში აპირებენ ამ საკითხის უფრო დეტალურად განხილვას, მათ შორის ჩართულები არიან მაჟორიტარი დეპუტატები აქტიურად. „ქუთაისის ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას, თვალს ვადევნებდი და ჩემი აზრით, გარკვეული პოლიტიკური ნიშნებიც ...

Read More »

წელს ელექტრომობილების მწარმოებელთა აქციების 50%-იან ზრდას ელოდებიან

ელექტრომობილების მწარმოებელთა აქციები მიმდინარე წელს შესაძლოა 50%-ით გაიზარდოს. ამას Wedbush-ის ანალიტიკოსი დენიელ ივსი პროგნოზირებს, რომელსაც მიაჩნია, რომ ელექტრომობილების ბაზარზე ჯერ კიდევ დიდი სივრცეა დარჩენილი და Tesla-ს ეს ინდუსტრია სრულად არ უკავია. „ვფიქრობ, საკმაოდ დიდია ოკეანე ერთზე მეტი ნავისთვის. ეს მხოლოდ Tesla-ს მსოფლიო არ არის“, – განაცხადა ანალიტიკოსმა. მისივე თქმით, მოსალოდნელია, ელექტრომობილების ინდუსტრია მომდევნო ათი წლის განმავლობაში $5 ტრილიონამდე გაიზარდოს. 2020 ...

Read More »

მაია ბითაძე: „ნამახვაჰესის“ მშენებლობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში დიდ როლს ითამაშებს

როგორც ენერგეტიკოსები გვეუბნებიან, „ნამახვანვანჰესი“ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს, – ამის შესახებ მაია ბითაძემ განაცხადა. პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გარკვეული კითხვები არსებობს ბუნებაზე ზემოქმედების კუთხით. ​„თუმცა გარემოს დაცვის კუთხით კვლავ რჩება კითხვები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ვფიქრობ ამ კითხვებზე ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის კარგად მიწოდებული როგორც საზოგადოებისთვის, ასევე გვრჩება ჩვენც – გარემოს დაცვის კომიტეტს და ზოგადად საპარლამენტო გუნდს“, – განაცხადა ...

Read More »

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენაზე განხილვას მხარი დაუჭირა

კომიტეტის სხდომაზე განსახილველად საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა,  – ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „კანონპროექტს შემოაქვს სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი. თუ საწარმოს საქმიანობის შედეგად, გარემოს მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი, საწარმო ვალდებულია გასწიოს ამ ზიანის გამოსასწორებლად საჭირო ხარჯები და შეასრულოს ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები, რაც მიმართული იქნება დაზიანებული ...

Read More »

მსოფლიო ბანკი: გარემოს დაბინძურება ერთი ქვეყნის საზღვრებს ცდება და რეგიონულ გადაწყვეტას საჭიროებს

მწვანე სანაპირო და ლურჯი ზღვა მდგრადი საქართველოსთვის – ამ სახელწოდების ვირტუალური ღონისძიება გაიმართა მსოფლიო ბანკის, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა (BSEC) და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით, რომელზეც კლიმატის ცვლილებისა და ზღვის დაბინძურების საკითხებზე იმსჯელეს. ღონისძიებაზე გაჟღერდა მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები, რომლებიც წარმოდგენილია ბოლოდროინდელ ორ ანგარიშში: „კლიმატის ცვლილების ზემოქმედება საქართველოს სანაპირო ზოლზე: მოწყვლადობის შეფასება და ადაპტაციის ...

Read More »

კლიმატური ცვლილების გავლენა საქართველოზე

კლიმატური ცვლილების გავლენას საქართველო გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ებრძვის. როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე აღნიშნავს, წლების განმავლობაში ინერგებოდა კლიმატგონივრული მეთოდები, რამაც კლიმატური ცვლილების მავნე გავლენა შეამცირა, თუმცა პრობლემა დღესაც მასშტაბურია და აქტიურ ღონისძიებებს მოითხოვს. ,,საქართველოში რეალურად კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს კლიმატური ცვლილების გამო, ვინაიდან მყინვარები, რომელიც კვებავს მთელ ჩვენს სისტემას, უკვე დნება და მდინარეები ზემოთ იწევენ. ამან გამოაცოცხლა მილიონი წლობით გაყინული მიკრობები, ...

Read More »

კახა კალაძე: მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში ელექტრომობილების მოხმარება წახალისდეს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წახალისდეს ელექტრომობილების მოხმარება ქალაქში, სწორედ ამიტომ, მინდა ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ შეიმუშაოს ახალი პროგრამა და თავად მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ელექტროდამტენების მონტაჟი იმ ადგილებში, საიდანაც მოთხოვნა წამოვა მოქალაქეების მხრიდან, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა განაცხადა. მისივე თქმით, პანდემიის გამო, ძალიან ბევრი ეკონომიკური აქტივობა, მათ შორის ელექტროდამტენების პროექტიც შეჩერდა. „დაახლოებით, 2 წლის წინ დავიწყეთ ელექტროდამტენების პროგრამა, ...

Read More »

Maersk-ი 2023 წლისთვის ნახშირბადისგან თავისუფალ ხომალდებზე გადასვლას გეგმავს

მსოფლიოში უმსხვილესი სატრანსპორტო გადაზიდვების კომპანია Maersk-ი აცხადებს, რომ 2023 წლისთვის ნახშირბადისგან თავისუფალ ხომალდებზე გადასვლას გეგმავს. აღნიშნულს კომპანია 2030 წლისთვის გეგმავდა, თუმცა გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, გეგმები შვიდი წლით გადმოსწიეს. დანიური კომპანიის განცხადებით, ახალი ხომალდები ბიო-მეთანოლზე იმუშავებს. ცნობისთვის, კარბონ-ნეიტრალური ნიშნავს, რომ ჰაერში ნახშირორჟანგი ნაკლებად გაიფრქვევა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს საერთაშორისო გადაზიდვებზე გლობალურად CO2 გამონაბოლქვის დაახლოებით 2% მოდიოდა. „ჩვენ შევისწავლეთ ...

Read More »

ნარჩენების მართვის საკითხებზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ნარჩენების მართვის საკითხებზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის (2016-2020) განხორციელების შეფასების და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობისათვის ახალი ეროვნული გეგმის (2020-2025) შემუშავების პროგრამა ონლაინ შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორი ალექსანდრე დარასი ესწრებოდა. სოლომონ პავლიაშვილმა შეხვედრაზე პროექტის პრიორიტეტებსა და ...

Read More »

ლოპოტაზე მზის ელექტროსადგური თიბისი ლიზინგის დაფინანსებით აშენდება

ლოპოტას ტბაზე თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით 460 კილოვატიანი მზის ელექტროსადგური აშენდება. თიბისი ლიზინგის დაფინანსების შედეგად „ლოპოტა ტბის სპა რეზორტი“ შეძლებს მაღალი ხარისხის, ელექტროენგიის გამომუშავების თანამედროვე სისტემის გამართვას. ლოპოტას შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის ლიზინგით შეძენა 7 წლით დაუფინანსდება, რომლის დაფარვის შემდეგაც, 20 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, უფასო ელექტროენერგიით ისარგებლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის მოთხოვნა განპირობებულია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდით, რომელიც ამ ეტაპზე შეადგენს 0.3196 თეთრს ...

Read More »
Menu Title