Tag Archives: #გარემო

რუსეთში ტყე კრასნოიარსკში იწვის

რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში ხანძარია – ცნობილი ხდება, რომ ტყე მინუსინსკის რაიონში იწვის. ინფორმაციას კი სამთავრობო გამოცემა РИА Новости ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არ ფიქსირდება არც ქონების განადგურების ფაქტები. გამოცემის ცნობით, ხანძრის გამო გადაიკეტა ცენტრალური საავტომობილო გზა.

Read More »

საქართველოში ნარჩენების მართვა კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

დედამიწის საერთაშორისო დღეს გარემოსდამცველები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ადამიანებს, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ პლანეტაზე. საქართველოში გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მწვავე პრობლემა კვლავ ნარჩენების მართვაა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში მდგომარეობა გამოსწორდა, თბილისსა და რეგიონებში კვლავ წააწყდებით არაერთ არალეგალურ ნაგავსაყრელსა და დაბინძურებულ რეკრეაციულ ზონას. პლასტმასის ნარჩენები, პოლიეთილენის პარკები, ვადაგასული საკვები პროდუქტები – ნარჩენები თბილისის ზღვის თითქმის მთლიან სანაპიროზეა მიმოფანტული. მათი ნაწილი წყლის ზედაპირზეც ტივტივებს. ტალღებს ნაგავი შორს მიაქვთ, ...

Read More »

წიაღისეულის მოპოვებისთვის დადგენილი ზღვარი მკაცრდება

წიაღისეულის მოპოვებისთვის დადგენილი ზღვარი მკაცრდება. პარლამენტმა “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილების თანახმად, სავალდებულო წესით გზშ-ს დაექვემდებარება წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 10 ჰექტარზე მეტია, ნაცვლად მოქმედი – 25 ჰექტრისა. ხოლო სკრინინგის პროცედურას დაექვემდებარება მყარი სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 5 ჰექტარზე მეტია, ნაცვლად მოქმედი – 10 ჰექტრისა. ...

Read More »

ნინო ლაცაბიძე ბრიუსელში, ენერგოქალაქების ფორუმში იღებს მონაწილეობას

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ენერგოქალაქების ფორუმში იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ფორუმს, მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის ასობით ქალაქის წარმომადგენელი ესწრება, საქართველოს კი მხოლოდ რუსთავი წარმოადგენს. “ ჩვენი ქალაქისთვის გამოვიყენებთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერას, რათა ახალი პროექტებით შევძლოთ იმ მიზნის მიღწევა, რაც ყველას გვაერთიანებს. რუსთავისთვის ეკოლოგია მთავარ გამოწვევად რჩება, ენერგოქალაქების ქსელი არის შესაძლებლობა, გავიზიაროთ ...

Read More »

ევროპის მწვანე შეთანხმება – შეძლებს თუ არა საქართველო დოკუმენტით დადგენილი მიზნების მიღწევას

მსოფლიოში 1750-1850-იანი წლები ინდუსტრიალიზაციის სახელითაა ცნობილი. ეს იყო ეპოქა, რომელმაც ეკოლოგიური ფაქტორები თითქმის სრულად უგულველყო. უარი თქვა აგრარულ და კუსტარულ მრეწველობაზე და პრიორიტეტი მსხვილ ავტომატიზაციაზე დამყარებულ წარმოებას მიანიჭა. ცივილიზებული სამყაროს შეცვლილი ქცევა ეკონომიკურ წარმატებასთან ერთად კლიმატის ცვლილებების საწინდარი გახდა. საზოგადოებას გარემოსთვის მიყენებული ზიანის შედეგების აღსაქმელად და საკუთარ თავზე გამოსაცდელად თითქმის სამი საუკუნე დასჭირდა. 2019 წელს კი საფუძველი ახალ და ახლა ...

Read More »

მაია ბითაძე: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება მთელ საქართველოში ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღეს ქალაქ რუსთავის საწარმოების მიერ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონის 2021 წლის 1-ელ ივნისს ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა რუსთავის საწარმოებში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი შედეგებისა და მათი აღმოფხვრისთვის გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. ასევე საწარმო კომპანიების მიერ თვითმონიტორინგის სისტემების დამონტაჟებისა ...

Read More »

გარემოს ეროვნული სააგენტო: შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება მიმდინარეობს

შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „შეხვედრაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ მთივლიშვილმა, შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა და პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ერთ-ერთი კომპონენტის (პროექტის) განმახორციელებელი ჯგუფის წევრებმა პროექტის კონცეფციაზე, საწყის ფაზაში განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე ...

Read More »
რას ნიშნავს ენერგოეფექტურობა და როგორია პერსპექტივები

ეს მიკრობები მეთანს სუნთქავენ და ელექტროენერგიად გარდაქმნიან — მკვლევრებმა ენერგიის მოპოვების ახალ გზას მიაგნეს

სათბურის აირებს შორის, მეთანი ყველაზე მავნებელია, რადგან მას კლიმატის კრიზისის უფრო გაღრმავება შეუძლია. ჩვენს ატმოსფეროში ის სულ მცირე 25-ჯერ უფრო ეფექტიანად „ამწყვდევს“ სითბოს, ვიდრე ნახშირორჟანგი. წვისას ის არც ისე ეფექტიანია — ბუნებრივი აირის ენერგიის ნახევარზე მეტი შესაძლებელია გარდაიქმნას ელექტროენერგიად. მეთანის ყოველი ნაწილიდან უფრო მეტი ელექტრონის დაჭერის მცდელობისას, ნიდერლანდელმა მეცნიერებმა ელექტროსადგურის უფრო არატრადიციული ფორმა შეისწავლეს — ისეთის, რომლის დასანახადაც მიკროსკოპი დაგჭირდებათ. „ეს შეიძლება ...

Read More »

ოთარ შამუგია – „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონის მიღება გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის გაუმჯობესებისთვის წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“

„გარემოს დაცვის ევროპული სისტემის ჩამოყალიბებისთვის უმთავრეს ფუნდამენტს გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლების მხრიდან უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, – ეს განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას გააკეთა. მინისტრის განმარტებით, 2018 წელს ამოქმედდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“, შედეგად,  გვაქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიმართულებით. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში უზრუნველყოფილია საზოგადოების ...

Read More »

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე კახეთში წყალდიდობისგან და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვა კატასტროფებისგან დაცვის მიზნით განხორციელებული პროექტების შედეგებს გაეცნო

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, UNDP-ის ადმინისტრატორის თანაშემწე და UNDP-ის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი მირიანა სპოლიარიჩ ეგერი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილთან ერთად, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ მიმდინარე ანგარიშს გაეცნო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა პროექტის ფარგლებში განხორციელებული სასკოლო კონკურსის – „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ გამარჯვებულ სკოლის ...

Read More »
Menu Title