Tag Archives: #გარემო

ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

CO2-ის დონემ მაისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

მიმდინარე წლის მაისში დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) რაოდენობამ კვლევების დაწყებიდან მაქსიმალურ დონეს მიაღწია. ამის შესახებ ABC აშშ-ის ოკეანესა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, გასულ თვეში ატმოსფეროში მილიონზე CO2-ის 419 ნაწილაკი დაფიქსირდა. სპეციალისტების თქმით, ეს მონაცემები აჩვენებს, რომ კორონავირუსის პანდემიამ, გლობალური ეკონომიკის შეჩერების მიუხედავად, ნახშირორჟანგის დონის შემცირებაზე ვერ იმოქმედა.

Read More »

„რასაკვირველია, ჰესების აშენებით ზიანი გარდაუვალია, მაგრამ სარგებელი განუზომლად დიდია“, -ზურაბ ნოღაიდელი

იმის ახსნა, თუ საით მიდის ქვეყანა ეკონომიკურად, მათ შორის, ენერგეტიკულად, ვფიქრობ, უნდა იყოს ძალიან მარტივად შესაძლებელი. შესაძლოა ეს დაგვიანდა კიდეც, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ზურაბ ნოღაიდლი აცხადებს.  მისი თქმით, საქართველომ აუცილებლად უნდა დაისახოს მიზნად ეკონომიკის განვითარების იმ პარამეტრების მიღწევა, რაც სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობას მოიტანს. „ამ პროცესში ყველაზე დიდი როლი ...

Read More »

მსოფლიოში გადაყრილი პლასტმასის ნახევარზე მეტს 20 კომპანია აწარმოებს

მსოფლიოში გადაყრილი პლასტიკის ნახევარზე მეტს მხოლოდ 20 კომპანია აწარმოებს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, კვლევა ლონდონის ეკონომიკის სკოლის მონაწილეობით ჩატარდა. მისმა ავტორებმა ათასამდე ქარხნის შესახებ შეისწავლეს ინფორმაცია, რომლებიც პლასტიკის ერთჯერადი ნივთების წარმოებისთვის საჭირო მასალას ამზადებენ. ამ ერთჯერადი პლასტიკის უმეტესობა (ბოთლები, პარკები, ჭურჭელი) ხშირად ოკეანეებში ხვდება, რაც ფლორასა და ფაუნას აზიანებს. კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ გადაყრილი პლასტიკის 55% მხოლოდ 20 ქარხანაში ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

2018 წელს ჰაერის დაბინძურებამ საქართველოში 4,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

„მსოფლიო ბანკი“ მიუთითებს, რომ  საქართველოს მწვანე ზრდის პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება შეუძლია. „მსოფლიო ბანკის“ ანგარიში „საქართველო: გზა მწვანე და მედეგი განვითარებისკენ“ აფასებს სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიწის და სანაპირო ზოლის დაბინძურებასთან და დეგრადაციასთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაკარგებს. 2018 წელს ჰაერის დაბინძურებამ საქართველოში 4,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ეკონომიკურმა დანაკარგმა 560 მლნ. აშშ დოლარი – ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 3% შეადგინა. სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიწის დეგრადაციით გამოწვეული ხარჯები, რაც ...

Read More »

რას ფიქრობენ საქართველოში კლიმატის ცვლილებაზე?

კლიმატის ცვლილებაზე ბევრს და ხშირად დაობენ. ზოგს სჯერა, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად მიმდინარე მოვლენების გამო, კაცობრიობა რეალური საფრთხის წინაშეა. ნაწილი სკეპტიციზმითაა განწყობილი და ამ საფრთხეებს ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟად აღიქვამს. მეცნიერები კი ვარაუდობენ, რომ ბუნებრივი რესურსების უკონტროლო გამოყენებამ და სათბური გაზების კონცენტრაციის ზრდამ, შესაძლოა, დედამიწა და კაცობრიობა სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს. 1970 წელს დედამიწაზე 3,7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა. გზებზე კი 200 მილიონი ...

Read More »

ყოველწლიურად კაცობრიობა 73% -ით მეტ რესურსს მოიხმარს, ვიდრე დედამიწა 1 წელიწადში ქმნის

ადამიანები ყოველწლიუად 73%-ით მეტ რესურსებს მოიხმარენ, ვიდრე დედამიწა ამავე პერიოდში აწარმოებს, – ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც მსოფლიოს ბიოპოტენციალის დეფიციტს შეეხებოდა. ეს რთული ტერმინი ნიშნავს ეკოსისტემის მიერ რესურსების გამომუშავების პოტენციალს კაცობრიობის მოხმარებასთან შედარებით. თუ ადამიანი მსოფლიო ბიოლოგიურ პოტენციალზე მეტი რესურსების მოხმარებას განაგრძობს, საბოლოო ჯამში რესურსების ბუნებრივი დონე შემცირდება და ერთხელაც მთლიანად ამოიწურება. ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მდიდარი ქვეყნები ამ პრობლემას ჭარბი მოხმარებით ართულებენ და დედამიწის ღარიბ ...

Read More »

ენერგოეფეტურობა და სატყეო ინფრასტრუქტურის განვითარება – რას მოხმარდება GCF-ის €30 მლნ-იანი გრანტი

კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) გრანტი საპილოტედ საქართველოს სამ რეგიონს შეეხება. 30 მლნ ევროზე მეტი ფინანსური დახმარება საქართველოს 8 მუნიციპალიტეტს, მათ შორის, გურიის სამივე მუნციპალიტეტს, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის შერჩეულ მუნიციპალიტეტებს მოხმარდება. თანხა ენერგოეფექტურობის, ენერგოეფექტური ღუმელებისა და სატყეო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ და სატყეო განათლებისა და ცნობიერების ამაღლებისკენ იქნება მიმართული. როგორც ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტში აცხადებენ, კლიმატის მწვანე ფონდში საკმაოდ მაღალი კონკურენცია იყო. პროექტი ...

Read More »
ენერგიის განახლებადი წყაროები გერმანიაში

ატმოსფეროს დაბინძურებამ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა – გამოსავალი განახლებად ენერგიაშია

პანდემიასა და პლანეტარული მასშტაბის ლოკდაუნს გასულ წელს არც გლობალური დათბობა და არც გარემოს დაბინძურება შეუჩერებია. მართალია 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 7%-ით ნაკლები ნახშირორჟანგი გამოიყო, მაგრამ ატმოსფეროში CO2-ის წილი მაინც გაიზარდა და 1 მლნ-დან 417 ნაწილაკს გადააჭარბა. ატმოსფეროში ნახშირორჟანგის არსებობა სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობაა. მის გარეშე დედამიწა ყინულით დაიფარებოდა, თუმცა მის ზრდას მეორე უკიდურესობისკენ – გადახურებისკენ მივყავართ. შორს აღარ არის დრო, ...

Read More »

გერმანელმა ეკოლოგებმა სარჩელი შეიტანეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ

გერმანიის ბუნების დაცვისა და ბიომრავალფეროვნების კავშირმა (NABU) ჰამბურგის ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გაზსადენ„ჩრდილოეთის ნაკადის 2“-ის წინააღმდეგ. სარჩელი შეეხება გაზსადენის ჯერაც დაუმთავრებელ მონაკვეთს უშუალოდ გერმანიის ეკონომიკურ ზონაში. ეს არ არის გერმანელი ეკოლოგების სასამართლო სარჩელის პირველი შემთხვევა. აპრილის დასაწყისში გერმანიის საზღვაო ნაოსნობისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა უწყებამ უარყო გაზსადენის ბოლო მონაკვეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული მათი პროტესტი. NABU- ს პრეზიდენტის, იორგ-ანდრეას კრიუგერის, აზრით, „ჩრდილოეთის ...

Read More »

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ არსებული შედეგები და სამუშაო გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ონლაინ გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. მხარეებმა ქვემო სამგორისა (კახეთი) და ზედა რუს (გორი, ქარელი) საირიგაციო სისტემების შიდა ქსელების სარეაბილიტაციო, ასევე, ალგეთისა და სიონის კაშხლების უსაფრთხოების მიმდინარე სამუშაოები შეაჯამეს. საუბარი შეეხო წყალმომხმარებელთა ...

Read More »
Menu Title