UNESCO-მ „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი“ (თუშეთი) და „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ (დედოფლისწყარო) აღიარა და ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა. გადაწყვეტილება პარიზში, UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში მიიღეს. UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ პროგრამის სამდივნომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ნომინაცია შენიშვნების გარეშე დააკმაყოფილა. ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, დღევანდელ დღემდე, არცერთ ტერიტორიას არ ჰქონდა. „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი“ და „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ პირველი პრეცედენტია რეგიონის მასშტაბით. პარიზში გამართულ საბჭოს სხდომას გარემოს დაცვისა ...
Read More »