Tag Archives: #გარემოსდაცვითი

ენერგია და მისი გამომუშავების ალტერნატიული მეთოდები

მსოფლიოში რამდენი ქალაქი მოიხმარს მხოლოდ განახლებად ენერგიას?

2020 წელს 1 მილიარდმა ადამიანმა, ანუ მსოფლიოს ურბანული მოსახლეობის 25% -მა გამოიყენა განახლებადი ენერგია. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, განახლებადი ენერგიები ენერგიის მთავარი წყაროა მსოფლიოს 1,300 ქალაქში: ”გასულ წელს 1300-ზე მეტი ქალაქის მმართველებმა განახლებად ენერგიებზე სრულად გადასვლა მთავარ მიზნად დაასახელეს. მათგან 260-ზე მეტმა აღნიშნული წარმატებით შეასრულა 2020 წელს. ზოგადად, 72 ქვეყნის 830 ქალაქის ხელმძღვანელობამ ...

Read More »

Tesla-მ შესაძლებელია ელექტრომობილების ბაზრის დომინანტის როლი დაკარგოს

Tesla, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში დომინირებდა ელექტრომობილების ბაზარზე, პოზიციების დაკარგვას იწყებს. მსხვილი საავტომობილო მწარმოებლები, რომლებმაც თავის დროზე სათანადოდ ვერ შეაფასეს აღნიშული ბაზრის შესაძლებლობები და რამდენიმე წელი დაკარგეს, გონს მოეგნენ და აქტიურად იწყებენ შეტევას. The Wall Street Journal–ის თანახმად, ბაზრის უახლესი მონაცემების მიხედვით, აშშ–ში Ford Motor Co. დაიკავებს Tesla–ს ბაზრის წილს. კორპორაციამ ცოტა ხნის წინ გამოუშვა პირველი ელექტრომანქანა Mustang Mach-E. ევროპაში, ...

Read More »

საქართველო ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე გადადის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველო ეტაპობრივად გადადის ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე.  მინისტრის შეფასებით,  2020 წელი ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო. ,,ნარჩენების მართვის ახლებური მიდგომები ითვალისწინებს წარმოების გაფართოებული ვალდებულებების შემოღებას ქვეყანაში. ამ მხრივ, სამინისტრომ აქტიურად იმუშავა და 2020 წელს, მთავრობამ ხუთი რეგლამენტი დაამტკიცა ნარჩენების მართვის კუთხით, რომლებიც ნარჩენების პრევენციას, რეციკლირებას, გადამუშავებას და, ზოგადად, ცირკულარული ეკონომიკისა და მწვანე ეკონომიკის წახალისებას ...

Read More »

2023 წლიდან მსხვილ საწარმოებს გარემოსდაცვითი რისკების ფინანსური დაზღვევის ვალდებულება უჩნდებათ

2023 წლიდან მსხვილმასშტაბიან საწარმოებს გარემოსდაცვითი რისკების ფინანსური დაზღვევის ვალდებულება უჩნდებათ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, თუკი საწარმო დააბინძურებს გარემოს მას უჩნდება თავადვე გამოასწოროს და გაიღოს შესაბამისი ხარჯები. „თუკი საწარმო დააბინძურებს და დროულად არ შეასრულებს დაბინძურების აღმოსაფხვრელად აუცილებელ ღონისძიებებს, მის მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობა იქნება ძალიან მაღალი. აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო პირველია, სადაც შეიქმნება გარემოს დაცვითი ფონდი. ეს არის საყოველთაო ...

Read More »

12 ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილი მსოფლიოში

ენერგოეფექტური ეკონომიკის ამერიკულმა საბჭომ (ACEEE) მსოფლიოში ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების რეიტინგი შეადგინა. ექსპერტებმა 1000-ზე მეტი მოდელი შეისწავლეს, მათ შორის არა მხოლოდ ელექტროკარები, არამედ ჰიბრიდები და ჩვეულებრივი, ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ავტომობილებიც იყო. რეიტინგში შემავალი ყველა ავტომობილი 100-ბალიანი სისტემით შეფასდა, რაც უფრო მეტია ქულები, მით უფრო ეკოლოგიურად უსაფრთხოა მანქანა. სიის ზედა ნაწილში მყოფი 12 მოდელს შორის 7 ელექტრომობილია, დანარჩენი სხვადასხვა ტიპის ...

Read More »

Rolls-Royce საჰაერო ტაქსის სტარტაპთან ითანამშრომლებს

Rolls-Royce-მა ურბანული საჰაერო მობილობის ბაზარზე თავის პირველი გარიგება დადო. ბრიტანული ძრავის მწარმოებელი ოთხ მზავრიანი თვითმფრინავისთვის ელექტრული სისტემის მიწოდებას უზრუნველყოფს. თვითმფრინავი ასევე ბრიტანული სტარტაპის, Vertical Aerospace-ის მიერ მზადდება, რომლის სერტიფიცირება 2024 წლისთვის იგეგმება. Rolls-Royce-ის ეს ნაბიჯი პანდემიის პირობებში გაყიდვების შემცირებას უკავშირდება. კომპანია შემოსავლების ახალი ნაკადის შექმნას ცდილობს, რომელიც მისი ტრადიციული ფართოკაბიანიანი თვითმფრინავების ბიზნესის დანაკლისს შეავსებს. როგორც აღმასრულებელი დირექტორი უორენ ისთი აცხადებს, მცირე ზომის ...

Read More »
ნამახვანჰესი დაპატარავდა, შემდეგი ხუდონჰესია

ქრონოლოგია – რა პროცესები გაიარა “ნამახვანჰესის” პროექტმა გარემოსდაცვითი მიმართულებით

პარლამენტში “ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.სხდომაზე გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წარადგინა ქრონოლოგია პროექტთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი განხილვების და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. სამინისტრომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილება 2020 წლის ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: წყალტუბოს სამკურნალო წყლებზე ნამახვანი ჰესის მშენებლობის შესაძლო ზეგავლენა დეტალურად არის შესწავლილი

წყალტუბოს სამკურნალო თერმულ მინერალურ წყლებზე ზემოქმედება ასევე დეტალურად იყო შესწავლილი, რაც ჩვენი მხრიდან წინასწარ იყო მოთხოვნილი. ვფიქრობ, არსებობს მკაფიო დასაბუთება, რომ ეს არანაირ გავლენას არ ახდენს წყალტუბოს მინერალურ წყლებზე, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. „გზშ-ის ანგარიშს სხვადასხვა მნიშვნელოვან კვლევებთან ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: მყინვარების დნობაზე „ნამახვანი“ გავლენას არ მოახდენს

მყინვარების დნობაზე „ნამახვანის“ წყალსაცავის გავლენა, პრაქტიკულად, გამორიცხულია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ჰესების საკითხი განიხილება. „უწყობს თუ არა ეს წყალსაცავი მყინვარის დნობას ხელს? არსებობს ბევრი სამეცნიერო მასალა, მათ შორის ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერისა და კლიმატის ცვლილების მოდელირება არის გაკეთებული ძალიან დეტალურად, დაფუძნებული ასევე იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენ ...

Read More »

ნინო ლაცაბიძე: ატმოსფერული ჰაერი გარემოს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომლის ხარისხის დაცვა და გაუმჯობესება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს რა მონაცემები გვაქვს, 85-მდე საწარმოოს შეეხება საქართველოს მასშტაბით, აქედან 24 რუსთავში მდებარეობს და რუსთაველების ინტერესიც ძალიან მაღალი იყო. ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი არც თუ ისე კარგია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისივე თქმით, ატმოსფერული ჰაერი გარემოს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომლის ...

Read More »