Tag Archives: #გაზი

ნავთობის მსოფლიო ფასები შესაძლოა 30 დოლარს მიუახლოვდეს

სამეგრელოში ნავთობისა და გაზის საბადოების არსებობის მაღალი პოტენციალია

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო სამეგრელოში,ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში წელს სეისმური კვლევების დაიწყებას გეგმავს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ჭალადიდში ნავთობისა და გაზის მოპოვების მაღალი პოტენციალია. კვლევების პარალელურად დაიწყება ჭაბურღილის ბურღვაც. „ეს ისეთი ადგილია, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაზვერეს, ნახეს იქ საკმაოდ მაღალი პოტენციალი. შემდეგ კი უკვე აღმოსავლეთ საქართველოსკენ გადმოერთო ყურადღება. სავარაუდოდ, იქ შერეული საბადოა და ნავთობთან ერთად, გაზიც არის. ვნახოთ ...

Read More »
G&T: გარდაბანის თბოსადგური - 2-ის აშენებისთვის 190 მილიონია საჭირო

საქართველოში ელექტროენერგიის წარმოებისათვის გამოყენებული გაზის მოცულობა 19.8%-ით გაიზარდა

სემეკის ინფორმაციით, ნოემბერში საქართველოში ბუნებრივი გაზის წარმოებამ 1 მლნ კბ/მ შეადგინა,რაც 16.7%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდზე (1.2მლნ კბ/მ). ამ პერიოდში გაზის იმპორტი  9.3%-ით გაიზარდა და 342,4 მლნ კბ/მ შეადგინა (2021 ნოემ – 313.4მლნ კბ/მ). აქედან ელექტროენერგიის წარმოებისათვის 110.1 მლნ კბ/მ დაიხარჯა. აღნიშნული მაჩვენებელი 19.8%-ით მეტია წინა წლის შესაბამის თვეზე (2021ნოემ- 91.9მლნ კბ/მ). წყარო: gbc.ge

Read More »
რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებს EBRD ნენსკრას ჰესის მშენებლობაში?

EBRD-ი მზადაა, სამხრეთის გაზის დერეფნის გამტარუნარიანობის ზრდისთვის, დაფინანსების საკითხი განიხილოს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მზადაა, სამხრეთ გაზის დერეფნის გამტარუნარიანობის გაფართოებისთვის დაფინანსების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველმა დირექტორმა მატეო პატრონემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ EBRD-სა და აზერბაიჯანს აქვთ დიდი გამოცდილება ორმხრივი თანამშრომლობის სფეროში, მათ შორის სამხრეთ გაზის დერეფნის ფარგლებში. „ამჟამად მიმდინარეობს ბაზრის კვლევა ამ პროექტისთვის და თუ გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს, ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ საერთაშორისო ...

Read More »
სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

2022 წელს ლატვიამ გაზის მოხმარება მესამედით შეამცირა

გასულ წელს ლატვიაში მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობა 30,3%-ით შემცირდა, ნათქვამია ქვეყნის ცენტრალური სტატისტიკის ბიუროს მონაცემებში. მთლიანობაში, ლატვიაში გაზის მოხმარებამ 2022 წელს 8887 ტერავატ/საათი შეადგინა. დეკემბერში ლატვიაში ბუნებრივი აირის მოხმარება 16,3%-ით შემცირდა 2021 წლის იმავე თვესთან შედარებით, რაც 1,6 ტერავატ/საათს შეადგენდა. ამასთან, დეკემბერში მოხმარება ნოემბრის მაჩვენებელზე 42,4%-ით მეტი იყო. აგვისტო იყო ერთადერთი თვე 2022 წელს, როდესაც ბუნებრივი აირის მოხმარება წინა წლის ...

Read More »

“სამხრეთის გაზის დერეფანი ხელს უწყობს მთელი რეგიონის განვითარებას “

სამხრეთის გაზის დერეფანი აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და ხელს უწყობს მთელი რეგიონის განვითარებას. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 26 იანვარსგანაცხადა, როდესაც საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხრისტოს კაპოდისტრიასმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სამხრეთის გაზის დერეფანი არის საერთო ინტერესის პროექტი. მისივე თქმით, საბერძნეთი აზერბაიჯანის გაზის ევროპის ქვეყნებში გადაზიდვებში, ტრანზიტული ქვეყნის როლს ასრულებს. ალიევმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

2025 წლისთვის იტალიას შეეძლება რუსულ გაზზე სრულად თქვას უარი

იტალიამ შესაძლოა 2024-25 წლის ზამთარში რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებულება დაასრულოს. ამის შესახებ ენერგეტიკული გიგანტის Eni-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესკალზიმ ალჟირში პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ვიზიტის დროს განაცხადა. „ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ 2024-2025 წლების ზამთარში ჩვენ შევძლებთ რუსული გაზის მიწოდების ნულამდე შემცირებას.“ – განაცხადა დესკალზიმ. როგორც ირკვევა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იტალიამ რამდენიმე ქვეყანასთან გააფორმა ხელშეკრულებები ენერგიის ალტერნატიული წყაროების გაფართოების შესახებ. ...

Read More »

BP – შაჰდენიზის გაზის მოპოვება წელს პიკს მიაღწევს

შაჰდენიზის საბადოს პროექტის ტექნიკური ოპერატორი კომპანია, BP მოელის, რომ საბადოზე ბუნებრივი აირის მოპოვება წელს პიკს მიაღწევს. ამის შესახებ კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში BP-ის კომუნიკაციისა და საგარეო ურთიერთობების საკითხთა ვიცეპრეზიდენტ ბახთიარ ასლანბეილმა აზერბაიჯანულ ტელეარხ CBC-ისთან ინტერვიუს დროს განაცხადა. „ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ და ვგეგმავთ, რომ წელს Stage-2-ზე წარმოების პიკს მივაღწევთ,“ – აცხადებს ასლანბეილი. მისი თქმით, აზერბაიჯანში, განსაკუთრებით შაჰდენიზის საბადოს განვითარების პროექტის ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემიცრებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 2%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 640,7 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »

ოთხმა ქვეყანამ ევროკომისიას აზერბაიჯანული გაზის მიწოდების გასაზრდელად დაფინანსების თხოვნით მიმართა

უნგრეთმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა და სლოვაკეთმა ევროკომისიას მოუწოდეს, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის თანხა გამოყოს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიარტომ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაილ ჯაბაროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რასაც სააგენტო Trend-ი ავრცელებს. მინისტრის თქმით, საუბარია ახლი ინტერკონექტორების მშენებლობასა და არსებულთა გამტარუნარიანობის გაზრდაზე. უნგრელ დიპლომატს მიაჩნია, რომ ევროკავშირში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების მოცულობის გასაზრდელად ევროპაში ინტერკონექტორების რაოდენობა აუცილებლად უნდა ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი $670-მდე შემცირდა

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 10%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 670 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »
Menu Title