ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებად პრეზიდენტის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან, საქართველოს მთავრობამ ორის პარლამენტში წარდგენაზე უარი განაცხადა. როგორც ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობამ გიორგი ფანგანის კანდიდატურა შეათანხმა, მარინა გულედანისა და დავით ასლანიშვილის კანდიდატურების შეთანხმებაზე კი უარი განაცხადა. აბაშიშვილის განმარტებით, აღნიშნულ კანდიდატებზე უარი ყოველგვარი არგუმენტაციიის გარეშე ითქვა. “საქართველოს პრეზიდენტმა 8 სექტემბერს, ექსპერტებთან კონსულტაციის ...
Read More »