Tag Archives: #ჰესები

ევროპელი ახალგაზრდა მწვანეები ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს მხარდაჭერას უცხადებენ

ევროპელი ახალგაზრდა მწვანეების ფედერაციამ სოლიდარობა გამოუცხადა, გუშინ ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას. „პროტესტი ეკოლოგიური განადგურების წინააღმდეგ საქართველოში”, – წერენ ისინი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებია: „გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ...

Read More »

დავით სონღულაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მინისტრებს პარლამენტში მომავალ კვირაში ელოდებიან

რამდენიმე ხნის წინ პარლამენტში შემოვიდა პეტიცია, სადაც აღწერილი იყო „ნამახვანჰესთან“ არსებული პრობლემები, რომელიც შესაბამისად იყო გადაგზავნილი როგორც ეკონომიკის სამინისტროში, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროში, რათა ეპასუხათ იმ გამოწვევებისთვის, რომელიც ასახული იყო ამ პეტიციაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სონღულაშვილმა „ნამახვანჰესზე“ საუბრისა განუცხადა. დავით სონღულაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერის ინიციატივა, რომ ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები მოსახლეობას ...

Read More »

გიგა ბოკერია: გვინდა, ელექტროენერგია არ იყოს ძვირი, მაგრამ არ გვინდა დიდი ჰესები – ასე ვერ ხდება

“გვინდა, ელექტროენერგია არ იყოს ძვირი, მაგრამ არ გვინდა დიდი ჰესები – ასე არ ხდება”. – ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს ეხმაურება. “როცა ვლაპარაკობთ, რომ გვინდა, ეკონომიკა განვითარდეს, ამხელა სიღარიბეა და ეკონომიკური სტაგნაცია იყო კოვიდამდეც. გვინდა, რომ ელექტროენერგია არ იყოს ძალიან ძვირი, მაგრამ, ამავდროულად, არ გვინდა დიდი ჰესები, არ გვინდა ატომური სადგურები, არ გვინდა რუსეთზე დამოკიდებულება, მაგრამ გვინდა იაფი ...

Read More »

მურმან მარგველაშვილი: ენერგეტიკული ბირჟა თხილამურებით სრიალს ჰგავს, სანამ ისწავლი, ბევრჯერ დაეცემი

გასული წელი და მიმდინარე წლის დასაწყისი საკმაოდ დატვირთული იყო ენერგეოსექტორში მიმდინარე სიახლეებით: სატეტსტო რეჟიმში მუშაობა დაიწყო ენერგეტიკულმა ბირჟამ, „ნამახვანი“ ჰესის მშენებლობა მუდმივი გამოსვლების ფონზე გრძელდება; საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 3 თვით გაჩერდა. აღნიშნულ საკითხებზე, ასევე ენერგეტიკაში არსებული გამწვევებსა და პერსპექტივებზე „ენერგონიუსი“ ენერგეტიკის ექსპერტს მურმან მარგველაშვილს ესაუბრა. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ენერგეტიკული ბირჟის არსებობა ძალიან კარგი ...

Read More »

ნამახვანის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია ENKA საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ნამახვანის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია ENKA საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიამ პროექტის დაწყებისთანავე არაერთხელ ჩაატარა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ასევე სურვილი ჰქონდათ შეხვედროდნენ და კონსტრუქციულ რეჟიმში ესაუბრათ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მხარესთან, თუმცა როგორც ENKA-ში განმარტავენ, ასეთი შეხვედრა ნეგატიურად განწყობილი მოქალაქეების რადიკალური პოზიციის გამო ვერ შედგა. „ENKA საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ნამახვანჰესის სახით საქართველოში 800 მილიონი ...

Read More »

მოვითხოვთ, პარლამენტში სასწრაფოდ დაინიშნოს საჯარო მოსმენა – „კავკასიური სახლი” ნამახვანჰესზე

„მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტში სასწრაფოდ დაინიშნოს საჯარო მოსმენა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თავს კი არ მოიწონებს თავისი თანაპარტიელებისა და მის მიერ განებივრებულ-წახალისებული  „ინვესტორების“  წინაშე, არამედ დარგობრივი კომიტეტის წევრების თანდასწრებით  უპასუხებს ადგილობრივი მოსახლეობის, მოუსყიდავი სპეციალისტებისა და გარემოსდამცველების შეკითხვებს”, –  „კავკასიური სახლი” და „კავკასიური სახლის” მეგობართა კლუბი ეხმაურება ნამახვანჰესის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პრემიერ ...

Read More »
ყველაზე მსხვილი ენერგოპროექტები, რომელთა მშენებლობა საქართველოში იგეგმება

საქართველოში ჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგია შემცირდა

2020 წლის 11 თვეში საქართველოში განახლებადი ენერგიის გენერაცია 7%-ით შემცირდა. ეს კლება IDFI-ის თანახმად, ცუდი წყალმოდინებით, ასევე ადგილობრივი და საექსპორტო მოთხოვნის სიმცირით იყო განპირობებული. ამასთან, შემცირება განაგრძო ენგურჰესის მიერ გენერირებულმა ელექტროენერგიამ და მან წლევანდელი გამომუშავების 25% შეადგინა. 2018 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. “ჯამურად მარეგულირებელი ჰესების გენერაციამ 3.8 ტვტ. სთ. შეადგინა 2020 წლის 11 თვეში და 18%-ით შემცირდა, ...

Read More »

თურნავა: ნამახვანის მსგავს მეგა-პროექტებს უნდა გავუფრთხილდეთ

“2021 წელს ასეთ პოსტ-პანდემიურ პირობებში ჩვენ ასეთ მეგა-პროექტებს უნდა გავუფრთხილდეთ”, – განაცხადა პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, სახელმწიფო ამ პროექტზე ნებართვებს ეტაპობრივად გასცემს და სამუშაოს თითოეულ ციკლს დეტალურად აფასებს. “კონკრეტულად ნახამვანჰესზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის 1.5 მილიარდი კილოვატის წლიური გამომუშავების სადგური, რომელიც 800 მილიონი დოლარის ინვესტიციით შენდება. 2021 წელს ასეთ პოსტ-პანდემიურ პირობებში ასეთ მეგა-პროექტებს ...

Read More »

“თუ ჰესებთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა დასაწყისშივე სწორად იქნება ინფორმირებული, კონსესუსის მიღწევა გამარტივდება”

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელი მაია ბითაძე აცხადებს, რომ თუ დიდი ჰესების პროექტებთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა პროცესის დასაწყისშივე სწორად იქნება ინფორმირებული, მხარეებს შორის კონსესუსის მიღწევა ბევრად მარტივი იქნება და გაუგებრობებსაც ავიცილებთ თავიდან. ბითაძე ამბობს, რომ საქართველოში დიდი ჰესების დამფინანსებლები ხშირად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არიან, რომლებსაც რეალურად იმაზე მკაცრი გარემოსდაცვითი პოლიტიკა აქვთ, ვიდრე საქართველოშია. “მაშინ რა იწვევს გაუგებრობას? ...

Read More »