Tag Archives: #ჰესი

ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

გრუ-ს კვალი ნამახვანის სკანდალში – რის სანაცვლოდ ავრცელებდნენ ჰესის საწინააღმდეგო ხმებს ნინო ჩხობაძე, სოფიო სოხაძე, თეა გოდოლაძე და სხვები

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა “ნამხვანჰესთან” დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს: “იმთავითვე იყო ცნობილი, რომ ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ერთმანეთს მრავალი ინტერესი გადაეჯაჭვა. ნამდვილად უსინდისო უნდა იყოს ადამიანი, რომელიც დაბეჯითებით იტყვის, რომ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა უმეტესობის პროტესტი თითქოს გულწრფელი არ იყო. ზოგს ხეობის ბედი აღელვებდა, ზოგს – ეკოლოგია, ზოგს – მოსალიდნელი საფრთხე. დღეს ყველასთვის თვალნათელია, რომ გულწრფელი ადამიანები მითებითა და ტყუილ-მართალით გააბრუეს. ასევე, მინიმუმ, სასარგებლო იდიოტი ...

Read More »

ბათუმიდან – ნამახვანამდე

“ბათუმიდან – ნამახვანამდე”, – ასეთი სათაურით აქვეყნებს ვრცელ პოსტს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი თავის Facebook გვერდზე. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ძალიან დიდი ხანია არაფერი დამიწერია, მაგრამ ეხლა ბათუმის ყველასათვის შემზარავი ფაქტების შემდეგ მინდა პარალელი გავავლო ბათუმის მოვლენებსა და ნამახვანის გარშემო განვითარებულ მოვლენებს შორის. ტრაგედია, რომელიც ბათუმში დატრიალდა, არა მხოლოდ ბანალურია, არამედ საკვირველიც, ადამიანური უგუნურების ის მასშტაბი, ...

Read More »

რა ხდება, როცა კომპანია ხელშეკრულებას წყვეტს: ENKA

ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს მთავრობას შეატყობინა, რომ მას ჰესის აშენება აღარ სურს. ამის მიზეზად ის ხელშეკრულების პირობების დარღვევას და შექმნილ პოლიტიკურ ფორსმაჟორს ასახელებს. რა მოხდება, თუ კომპანია გადაწყვეტილებას არ შეცვლის და საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლებს? რა ოდენობის კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია კომპანიას და აქვს თუ არა ქართულ მხარეს შანსი, საქმე თავის სასარგებლოდ დაასრულოს. მივა თუ არა საქმე არბიტრაჟამდე საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ ...

Read More »

ფერი: ონში ჰესიც აშენდება და საქართველოს რომელიმე ლოკაციაზე ქარის ელექტროსადგურიც

ონის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი ონში ჰესების კასკადის და ქარის  ელექტროსადგურის  მშენებლობასთან  დაკავშირებით „ბიზნესპარტნიორთან“ დეტალებს განმარტავს. მისი ინფორმაციით, ონში ჰესების კასკადიც აშენდება და საქართველოს რომელიმე ლოკაციაზე ქარის ელექტროსადგურიც. როგორც  „ფერის“ დირექტორი განმარტავს, 2021 წელს „ონის კასკადის“ მემორანდუმში ცვლილებები შევიდა. შეიცვალა პროექტის ტექნოლოგია, ლოკაცია და PPA პირობები. „ონის კასკადის მემორანდუმში ჩანაცვლდა ეკონომიკური პირობები, ეს არ ნიშნავს ...

Read More »

ონის ჰესების კასკადის ნაცვლად ქარის ელექტროსადგურის აშენება განიხილება

ონის ჰესების კასკადის ნაცვლად, შესაძლოა, ქარის ელექტროსადგური აშენდეს. აღნიშნულის თაობაზე “ბიზნესპარტნიორი” იუწყება. 2021 წელს „ონის კასკადის“ მემორანდუმში ცვლილებები შევიდა. შეიცვალა პროექტის ტექნოლოგია, ლოკაცია და PPA პირობები. ინვესტორმა წარმოადგინა სრულიად ახალი პროექტი, თუმცა, ძველის ჩანაცვლების ხარჯზე. განახლებული მემორანდუმით განიხილება ონში 206 მეგავატის დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის გამომუშავება 780 კვტ.სთ იქნება. კომპანია გარანტირებულ ტარიფს მიიღებს 15 წლით 1 კვტ.სთ-ზე 6.3 ...

Read More »

რა მოხდა ნამახვანში

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებულ მოვლენებს ფინანსისტი ირაკლი ერაძე საკუთარ facebook გვერდზე პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 2020 წლის ოქტომბრის მიწურულს წყალტუბოს რაიონში, სოფელი ჟონეთის ხიდის თავთან რამდენიმე არაადგილობრივი მოქალაქე გამოჩნდა, ფურგონიანი მანქანები პატარა მდელოზე შეაყენეს და ბარგის ჩამოლაგება დაიწყეს.  დღის ბოლოსთვის ჟონეთში კარვების გაშლა დასრულებული იყო, მორიგე მზარეულმა გაღუღუნებულ შეშის ღუმელზე ტაფა შემოდგა და ხორცის ხრაკვას შეუდგა.  ერთმა გრძელთმიანმა წვეროსანმა კი შტატივზე ...

Read More »

“სამწუხაროა, რომ ინვესტორს ზოგჯერ ღალატობს მოთმინება, მაგრამ დარწმუნებული ვართ, „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელების საერთო ნიშნულამდე მივალთ”

საქართველოს ეკონონიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყნის ენერგეტიკული განვითარებისთვის „ნამახვანჰესის“ პროექტი მნიშვნელოვანია და ამ პროექტის ერთგული რჩებიან. თუმცა, თურნავას თქმით, ნებისმიერი პროექტი, რომელიც აწყდება წინააღმდეგობას მოსახლეობის მხრიდან, ისმის კითხვები გარემოსდამცველებისგან, შეიძლება, მეტად სრულყოფილი იყოს. მინისტრის განმარტებით, სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ხელისუფლების მცდელობა. „ნებისმიერი ჩვენი საჯარო განცხადებები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის განცხადებებიც, როცა ენგურჰესს ვესტუმრეთ, იყო ძალიან მკაფიო – ...

Read More »

“როგორ შეიძლებოდა „ენკას“ შეედგინა პროექტი, რომელიც დაინგრეოდა ოდესმე”

„ენკა“ მსოფლიოში უდიდესი კომპანიაა და თავისი საქმის პროფესიონალები არიან. როგორ შეიძლებოდა შეედგინა პროექტი, რომელიც დაინგრეოდა ოდესმე და ქუთაისს წაიღებდა? წარმოგიდგენიათ, რამხელა არასერიოზული ანალიზი კეთდება?! წარმოიდგინეთ, რომ ჰესი დაინგრევა, ქუთაისს წაიღებს და ხალხი ამაზე გამოდის. წარმოგიდგენიათ, რამხელა შიზოფრენიასთან გვაქვს საქმე?!“, – განაცხადა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ. ჭყონიას თქმით, არცერთი ფინანსური ორგანიზაცია არ დააფინანსებს პროექტს, სადაც არაა გათვალისწინებული ეკოლოგია, ადამიანის ჯანმრთლება, ...

Read More »

„ენკას“ წასვლის შემდეგ მთავრობიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ისმის

ბევრისთვის მოულოდნელად თურქულმა კომპანია „ენკამ“ რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ ოფიცილური განცხადება გამოაქვეყნა. კომპანიამ ამის მიზეზად საკონტრაქტო პირობების დარღვევა და დიდი ხნის ფორსმაჟორული სიტუაცია დაასახელა. ამ განცხადების შემდეგ ხელისუფლებაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა. პრემიერს და ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს საკმაოდ მშვიდად უჭირავს თავი, ეკონომიურ ბლოკის მინისტრებს კი აშკარად ნერვიულობა ეტყობათ. გუშინ, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერმა კიდე ერთხელ ...

Read More »

“„ნამახვანჰესის“ პროექტი შეიძლება უკეთესი პირობებით განხორციელდეს”

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელება უკეთესი პირობებით შეიძლება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ვადასტურებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ნამახვანჰესის პროექტი და ზოგადად ქართული ენერგეტიკა, ენერგოდამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, შეიძლება უკეთესი პირობებით იმიტომ, რომ პირობების გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება. ჩვენი წინა კომუნიკაცია ინვესტორთან იქითკენ იყო მიმართული, რომ უფრო მეტად განხორციელებადი გამხდარიყო ეს პროექტი“, – განაცხადა თურნავამ. ...

Read More »