Tag Archives: #კრიპტომაინინგი

ბიტკოინი სწრაფად გაუფასურებას განაგრძობს

ჩინეთის კრიპტო რეგულაციების შემდეგ, ბიტკოინის ფასი $30,000-იან ნიშნულს იანვრის შემდეგ პირველად ჩამოსცდა. პირველმა კრიპტოვალუტამ აპრილის $64,000-იანი რეკორდიდან 50%-ზე მეტი დაკარგა. უდიდესმა ციფრულმა ვალუტამ 2021 წელი $29,000-იანი ღირებულებით დაიწყო. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ციფრული აქტივისთვის, რომლის მიმართ მიმღებლობა სულ რამდენიმე კვირის წინ უფრო და უფრო იზრდებოდა Wall Street-ისა და საცალო ინვესტორების მხრიდან. თუმცა, ნეგატიურმა წნეხმა ბიტკოინის მოპოვებისთვის საჭირო ენერგიის გამოყენების შესახებ, რომელიც ...

Read More »

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები კრიპტოვალუტების წარმოებაზე კანონმდებლობის დახვეწას ითხოვენ

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები კრიპტოვალუტის წარმოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწას ითხოვენ. ქუთაისის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, არსებული კანონმდებლობა ბუნდოვანია, რაც მაინინგის მიმართულებით არაერთ პრობლემას ქმნის. მათ შორის, შეფერხებულია ამ დარგში ახალი ინვესტიციების ჩადება. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტრო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კრიპტოვალუტების მწარმოებელი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გადახედვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ფრაქცია ...

Read More »

„კრიპტომაინერებს არანაირი კავშირი არ აქვთ ქსელის ავარიულ გათიშვებთან“

ორშაბათს იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზისა და ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ ავარიულად გათიშვის გამო, ერთი საათის განმავლობაში დედაქალაქსა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა და ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის უმეტეს ნაწილს შეუწყდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყანას დამატებითი გენერაციის ობიექტები არ აქვს, მსგავსი შემთხვევებისგან ქვეყანა დაზღვეული არ არის, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ „ენგურჰესზე“ დატვირთვის ...

Read More »

“ბიტკოინის მოპოვება მოითხოვს იმდენ კომპიუტერულ აქტივობას, რომ იგი მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე მთელი რიგი ქვეყნები”

9 ივნისს, მასაჩუსეტსის სენატორმა ელიზაბეტ უორენმა კომიტეტში მოსმენისას ბიტკოინი გააკრიტიკა. ”ბიტკოინის მოპოვება მოითხოვს იმდენ კომპიუტერულ აქტივობას, რომ იგი მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე მთელი რიგი ქვეყნები. კლიმატის კრიზისთან ბრძოლისთვის ყველაზე მარტივი, რისი გაკეთება შეგვიძლია, ეს არის კრიპტოვალუტების აღკვეთა ”, – დაწერა უორენმა მოსმენის შემდეგ ტვიტერზე. ის არ არის პირველი, ვინც კრიპტოვალუტის ფერმებს აკრიტიკებს და მათ მეპატრონეებს გარემოს ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს. როგორც ...

Read More »
მასკი

ილონ მასკის ტვიტის შემდეგ, ბიტკოინის ფასი გაიზარდა

მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Tweeter-ზე დაწერა, რომ Tesla კრიპტოვალუტით ოპერაციებს განაახლებს, როდესაც მისი მოპოვება უფრო სუფთა ენერგიით მოხდება, ბიტკოინის ფასმა $39 000-ს გადააჭარბა. როგორც Tesla-ს დირექტორი წერს, ელექტრომობილების მწარმოებელი კვლავ დაუშვებს ბიტკოინით ტრანზაქციებს “როდესაც მაინერების მიერ სუფთა ენერგიის გონივრული (~ 50%) გამოყენება დადასტურდება”.  

Read More »

კლების შემდეგ, ბიტკოინის ფასი ისევ გაიზარდა

CoinGecko-ს მონაცემებით, კრიპტოვალუტების ყველაზე მსხვილ Binance-ის ბირჟაზე ბიტკოინის ფასმა 5%-ით მოიმატა მას შემდეგ, რაც სალვადორის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შესაძლოა კრიპტოვალუტა გადახდის საშუალებად დამტკიცდეს. ამ დროისათვის, ბიტკოინის ღირებულება 34,147 აშშ დოლარს აღწევს. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სულ მალე კრიპტოვალუტამ ოფიციალური სტატუსი მიიღოს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები, სავარაუდოდ, გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარებიან. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ს შვედეთის ცენტრალური ბანკის, Riksbank-ის ხელმძღვანელმა, შტეფან ...

Read More »

ბიტკოინის ფასი შესაძლოა $20,000-მდე დაეცეს

ანალიტიკოსების აზრით, ბიტკოინისთვის კიდევ ერთი ცუდი კვირა შეიძლება უარესი პერსპექტივის წინამორბედი იყოს. Oanda-ს, Evercore-ის და Tallbacken Capital Advisors-ის შეფასებებით, ბიტკოინის ფასი შესაძლოა $20,000-მდე დაეცეს. 9 მაისის მდგომარეობით, ბირკოინის ფასი $33,000 ფარგლებში მერყეობს და ივნისში 10%-ითაა შემცირებული. „ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა სახიფათოდ უახლოვდება $30,000 დონეს, რაც შესაძლოა მასიური გაყიდვების იმპულსი გახდეს“,- განაცხადა ედვარდ მოიამ, Oanda Corp-ის უფროსმა ანალიტიკოსმა. აპრილში დამყარებული რეკორდული ფასის ...

Read More »
უკრაინა

უკრაინა ცდილობს კრიპტოვალუტების ცენტრი გახდეს

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ღარიბი ქვეყანა სუსტი ეკონომიკით, რომელსაც ექსპორტზე ძირითადად ნედლეული და სასოფლო სამეურნეო პროდუქცია გააქვს – რითი უნდა მოიზიდოთ ინვესტიციები? უკრაინის მთავრობა თვლის, რომ მას ამ შეკითხვაზე პასუხი აქვს – ის ფსონს კრიპტოვალუტეზე აკეთებს და ცდილობს ქვეყანა ვირტუალური ფულის წარმოების და ვაჭრობის ცენტრად აქციოს. სულ მალე კრიპტოფერმა ევროპაში უმსხვილეს ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურთან გაჩნდება. პროექტი 700 მლნ. დოლარის ინვესტიციების ...

Read More »

ჩინურმა სოციალური მედიის პლატფორმამ კრიპტო ანგარიშები დაბლოკა

Weibo-მ, ჩინურმა სოციალური მედიის პლატფორმამ, როგორც ჩანს, შაბათს კრიპტო ინფლუენსერების ზოგიერთი ანგარიში დაბლოკა. მიზეზად დაუზუსტებელი კანონებისა და Weibo-ს წესების დარღვევა სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ Weibo ბოლო წლებში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ანგარიშებს მკაცრად აკონტროლებს, ახალი ამბავი ჩინეთის მკაცრ მარეგულირებელ რიტორიკას მოჰყვა, რამაც კრიპტოვალუტების ფასებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. ბიტკოინთან კავშირში შაბათს Square-მა შაბათს განაცხადა, რომ 5 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს მზის ენერგიით ...

Read More »

ასლან ბჟანიამ რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდების ხარჯზე კრიპტოვალუტის კანონიერად მოპოვების შესაძლებლობა დაუშვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვება მნიშვნელოვნად ზრდის დატვირთვას ისედაც ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ელექტროქსელებზე. მისი თქმით, „მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხის მოსაგვარებლად. არის შესაძლებლობა ამ ბიზნესის წარმოებისა საჭირო ელექტროენერგიის რუსეთიდან მოწოდების შემთხვევაში. ამ ეტაპზე რუსეთი მზადაა თავის ტარიფებით მოგვაწოდოს ელექტროენერგია. მათი ოპერატორები გაანაწილებენ თავიან ელექტროენერგიას, საბოლოო ჯამში ჩვენ აქამდე მივალთ, მაგრამ დროა საჭირო. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ...

Read More »
Menu Title